მეტი ტოლერანტობა - გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს!

AutoSharing Option
საბერძნეთთან მატჩის 75-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელი გაემხნევებინათ, კრიტიკის ობიექტად აქციეს.

ასეთი უიღბლობისგან არავინაა დაზღვეული, ავტოგოლი ოთარზე გაცილებით უფრო დიდ ფეხბურთელებს გაუტანიათ და არ შეიძლება მას ლამის ისე მოვექცეთ, როგორც ანდრეს ესკობარს კოლუმბიელები.

კაკაბაძის ეპიზოდი რომ განვიხილოთ, საკუთარ კარში გატანილი ბურთი დასანანი იმიტომაცაა, რომ მეტოქისგან იმ მომენტში მოსალოდნელი  არანაირი ხიფათი არ ჩანდა. ასეთ დროს მოთამაშე ხანდახან ბოლომდე ვერ აფასებს სიტუაციას და
თანაგუნდელების, უპირველესად მეკარის სწორი კომუნიკაცია სჭირდება. ერთხელაც უნდა აღინიშნოს,  რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, შესაბამისად, ჯოხის ერთ ფეხბურთელზე გადატეხვა მართებული არ არის.

მით უმეტეს ოთარმა რამდენიმე დღით ადრე ესპანეთთან ჩინებულად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. „სპორტალი“ აღნიშნავდა, რომ ასეთი დონის მცველი სეგუნდა დივიზიონზე უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ზოგიერთ ქართველ ქომაგს ყველაფრისთვის ერთი ხელის მოსმით  ხაზის გადასმა შეუძლია და მათთვის თანადგომა და ტოლერანტობა მიუღებელია.

ოთარის თამაშს ვასილ მაისურაძის 17 წლამდელთა ძალიან კარგი ნაკრებიდან მოყოლებული ვადევნებთ თვალს. იგი პატივისცემას იმის გამოც იმსახურებს, რომ მოედანზე არ ცნობს ავტორიტეტებს, ყველასთან  ბოლომდე იხარჯება და არ უშინდება სირთულეებს. არის მომენტები, როცა გარკვეული იმედგაცრუება გაძლიერებს, უფრო პროდუქტიულს გხდის, იქნებ კაკაბაძისთვის ასეთი მომენტი დადგეს.

ის უდავოდ ნიჭიერია, 25 წლისაა, ეს კი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკია, ყველაფერი წინ აქვს, როგორც იქნა „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ვუთხრათ -  სირთულეების გადალახვა და უკეთ თამაში შეგიძლია, ეს უნდა მოახერხო, რამეთუ ეს შენ და საქართველოს ნაკრებს სჭირდება და ყველა ჭეშმარიტი ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ წარმატებას გისურვებს!

altბრავო, გურამ! - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა... რა გააკეთა კაშიამ კვარაცხელიას გოლის შემდეგ (ფოტო)

altკაკაბაძემ marca-ს ხეტაფეში საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევა გაახსენა


მკითხველის კომენტარები / 43 /
არც მიფიქრია რამე, მაგრამ რახან მხარდაჭერაზეა საქმე, მხარს გიჭერ ოთარ :). არა უშავს
ivan
20:38 02-04-2021
0
არაუშავს, გაცილებით დიდ ფეხბურთელებს მოსვლიათ მსგავსი, გაცილებით დიდ თამაშებში... წარმატებები ოთარს და საქართველოს ნაკრებს!
ვახო...
20:30 02-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული