მეტი ტოლერანტობა - გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს!

AutoSharing Option
საბერძნეთთან მატჩის 75-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელი გაემხნევებინათ, კრიტიკის ობიექტად აქციეს.

ასეთი უიღბლობისგან არავინაა დაზღვეული, ავტოგოლი ოთარზე გაცილებით უფრო დიდ ფეხბურთელებს გაუტანიათ და არ შეიძლება მას ლამის ისე მოვექცეთ, როგორც ანდრეს ესკობარს კოლუმბიელები.

კაკაბაძის ეპიზოდი რომ განვიხილოთ, საკუთარ კარში გატანილი ბურთი დასანანი იმიტომაცაა, რომ მეტოქისგან იმ მომენტში მოსალოდნელი  არანაირი ხიფათი არ ჩანდა. ასეთ დროს მოთამაშე ხანდახან ბოლომდე ვერ აფასებს სიტუაციას და
თანაგუნდელების, უპირველესად მეკარის სწორი კომუნიკაცია სჭირდება. ერთხელაც უნდა აღინიშნოს,  რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, შესაბამისად, ჯოხის ერთ ფეხბურთელზე გადატეხვა მართებული არ არის.

მით უმეტეს ოთარმა რამდენიმე დღით ადრე ესპანეთთან ჩინებულად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. „სპორტალი“ აღნიშნავდა, რომ ასეთი დონის მცველი სეგუნდა დივიზიონზე უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ზოგიერთ ქართველ ქომაგს ყველაფრისთვის ერთი ხელის მოსმით  ხაზის გადასმა შეუძლია და მათთვის თანადგომა და ტოლერანტობა მიუღებელია.

ოთარის თამაშს ვასილ მაისურაძის 17 წლამდელთა ძალიან კარგი ნაკრებიდან მოყოლებული ვადევნებთ თვალს. იგი პატივისცემას იმის გამოც იმსახურებს, რომ მოედანზე არ ცნობს ავტორიტეტებს, ყველასთან  ბოლომდე იხარჯება და არ უშინდება სირთულეებს. არის მომენტები, როცა გარკვეული იმედგაცრუება გაძლიერებს, უფრო პროდუქტიულს გხდის, იქნებ კაკაბაძისთვის ასეთი მომენტი დადგეს.

ის უდავოდ ნიჭიერია, 25 წლისაა, ეს კი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკია, ყველაფერი წინ აქვს, როგორც იქნა „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ვუთხრათ -  სირთულეების გადალახვა და უკეთ თამაში შეგიძლია, ეს უნდა მოახერხო, რამეთუ ეს შენ და საქართველოს ნაკრებს სჭირდება და ყველა ჭეშმარიტი ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ წარმატებას გისურვებს!

altბრავო, გურამ! - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა... რა გააკეთა კაშიამ კვარაცხელიას გოლის შემდეგ (ფოტო)

altკაკაბაძემ marca-ს ხეტაფეში საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევა გაახსენა


მკითხველის კომენტარები / 43 /
ჯერ ქეცბაიას, მერე ვაისის დროს ნაკრები ძაან მიეჩვია დაცვით ფეხბურთს და უკა პასებს. შეიძლება ამ ინსტინქტმაც იმოქმედა ამ დროს. პასი მხოლოდ წინ, წინ, წინ და შედეგიც იქნება.
კალდუნა
02 აპრილი 2021 21:39
1
კალაძემ ორი გაიტანა საკუთარ კარში და მერად აირჩიეს.
სტატუს ქუო
02 აპრილი 2021 21:38
2
კალაძის მეათედი ფეხბურთი ითამაშოს და ამასაც ავირჩევთ.
H
03 აპრილი 2021 00:11
2
Ძალიან მაგარი ფეხბურთელი და პიროვნებაა.მებრძოლი და უშიშარი,არ ცნობს ავტორიტეტებს.ჩემი პატივისცემა ოთარს.
Levan
02 აპრილი 2021 21:33
0
არ მეგულება ადამიანი რომელიც საკუთარ ოჯახის წევრზე ,უახლოეს ნათესავზე წარმოიდგენს იგივეს და მთელი გულით არ დაუდგება გვერდით, არ გაამხნევებს.
ოთარი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ვგულშემატკოვრობთ და დიდ წარმატებებს ვუსურვებ!!!
Daviti
02 აპრილი 2021 21:30
0
სოლიდარობა ოთარს, მაგარი ფეხბურთელია, ეს ესპანეთთანაც გამოჩნდა და პირიქით, ერთ-ერთ საუკეთესოა ჩვენს ნაკრებში.
jigari
02 აპრილი 2021 21:30
0
ოთარ სულ რომ შეუცდომლად ითამაშო მაინც მოგიძებნის მავანი ხარვეზს!... ასე რომ გააგრძელე მეტი მონდომებით და გვაჩვენე შენი ნამდვილი ძალა!!!... რას იზამ შეცდომა ხვედრია კაცისა...
გაიოზი
02 აპრილი 2021 21:24
0
მეტი რაღა ვქნათ, მთელი საქართველო გულში იხუტებს ოთარს♥️
ზაზა
02 აპრილი 2021 21:14
0
მიდი ოთო! ვითომ გულშემატკივრებს ყურს ნუ დაუგდებ და შემდეგ თამაშებში ნამდვილ გულშემატკივრებს თავდადება ანახე!
დათო
02 აპრილი 2021 20:56
0
არც მიფიქრია რამე, მაგრამ რახან მხარდაჭერაზეა საქმე, მხარს გიჭერ ოთარ :). არა უშავს
ivan
02 აპრილი 2021 20:38
0
არაუშავს, გაცილებით დიდ ფეხბურთელებს მოსვლიათ მსგავსი, გაცილებით დიდ თამაშებში... წარმატებები ოთარს და საქართველოს ნაკრებს!
ვახო...
02 აპრილი 2021 20:30
0

სიახლეები პოპულარული