"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

AutoSharing Option
სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ თავი კლუბშიც გამოიჩინა, ბოლო დღეებში კი მისი შესაძლო ტრანსფერის ირგვლივ არაერთ ევროპულ გრანდს ასახელებენ. საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი აქტიურად უწყობს ხელს ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებს და იგი ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელთანაც თანამშრომლობს. ნუკრისთან მკითხველისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ:

- რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!
- ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებით კარგი სანაკრებო პაუზა ჰქონდა, რამაც მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ზოგჯერ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, სინამდვილეში კი ყველა მოწადინებულია, კვარაცხელია კიდევ უფრო მაღალი დონის
ჩემპიონატსა და კლუბში ვიხილოთ. იმასაც ამბობდნენ, ზამთარში რატომ არ გამოიცვალა გუნდიო, მაგრამ ახლა როცა გაიგებენ, "რუბინის" ფეხბურთელს ვინ იწვევს, ყველა კმაყოფილი დარჩება. სეზონის შუა სატრანსფერო პერიოდში "ტორინოზე", "სასუოლოსა" და მსგავსი კალიბრის გუნდებზე საუბრობდნენ, ახლა კი ხვიჩათი გრანდები დაინტერესდნენ.

მამუკა ჯუღელმა ძალიან კარგად იცის, როდისაა სწორი ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენება. "კვარა" ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ამ თვეებში ბევრად გაიზარდა, უამრავ კომპონენტში აქვს მომატებული, მაგალითად, ართმევაში და ეს სანაკრებო მატჩებშიც კარგად გამოჩნდა. ასეთი დეტალები გვაფიქრებინებს, რომ უკვე ბოლომდე მზადაა, ნებისმიერ დიდ გუნდში ითამაშოს.

რა თქმა უნდა, ვერცერთი მწვრთნელი, მით უმეტეს, გრანდის, ვერ მისცემს ფეხბურთელს გარანტიას, რომ იგი აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ეს არასწორი მიდგომა იქნება. მაგალითად, გიწვევს მიუნხენის "ბაიერნი". იქ ხომ ლეროი სანე, რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი თამაშობენ... ყველა ტოპ-კლუბს 25 ფეხბურთელამდე ჰყავს, მიმართავენ როტაციას და ვინც საუკეთესო ფორმაშია, მას ენდობიან...

- ქართველები რუსეთში...
- ნემანია ვიდიჩი და ბრანისლავ ივანოვიჩი რუსეთის პრემიერლიგიდან რომ ევროპულ გრანდებში გადაბარგდნენ, კარგად ვიცით. ზოგადად, არ მესმის, რატომ უნდა გადახვიდე თუნდაც ესპანეთის საშუალოზე დაბალი დონი კლუბში, პირობითად, "უესკაში". ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივა, ზოგადად, დიდი პლუსია...
კვირკველიასა და "ლესტერს" რაც შეეხება, ფეხბურთელი არავის შეუზღუდავს, თავად გადაწყვიტა, რომ იმ მომენტში "ლოკომოტივში" დარჩენა უმჯობესი იქნებოდა. . ეს აკრძალვები რომ მითია, კვარაცხელიასთვის გახსნილი გზაც ადასტურებს.

- ზოგიერთი ქართული კლუბი უცნაურად იქცევა...
- დიდი შანსია, ილია ბერიაშვილი "როტორში" ისევ დაბრუნდეს, მამუკა ჯუღელს ძალიან მოსწონს. მთავარი მწვრთნელი, რომლის სიმპათიებსაც იმსახურებდა, უკვე შეიცვალა, მაგრამ ეს არაფერია.
"თელავთან"კარგი ურთიერთობა გვაქვს, საშუალებას ყველას აძლევენ, რომ თავი უფრო მაღალ დონეზე წარმოაჩინონ. ზოგადად, ქართულმა კლუბებმა მოთამაშეებს  შესაძლებლობა უნდა მისცენ, რათა თავი უფრო მაღალ დონეზე გამოიჩინონ. თავდაპირველად, ფეხბურთელებს დიდ  სატრანსფერო თანხას ადებენ, მერე უფასოდ დათმობაც კი უწევთ. უნდა გვესმოდეს, ჩვენი ჩემპიონატიდან გამომდინარე, მილიონებს არავინ გადაიხდის. რამდენიმე ფეხბურთელზე შეგვითავაზებია პოლონეთიდან, უნგრეთიდან, მაგრამ წარმოუდგენელად დიდმა თანხამ ტრანსფერს ხელში შეუშალა...

- როგორ წავიდა გიორბელიძე?
- გიორგი ფოფხაძემ მოიწადინა, რომ გურამ გიორბელიძეს ტრანსფერში დახმარებოდა. დაელაპარაკა, მისი მწვრთნელი კი ენდო... ფაქტია, ევროსარბიელზე თავის გამოჩენას ვერ ვახერხებთ და ტრანსფერები, პირველ რიგში, ჩვენი ნდობის ფაქტორითაა განპირობებული.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უნდა წავიდნენ უფრო მაღალი კლასის გუნდებში. არის ჩემპიონატები, რომლებში ასპარეზობაც ნაკრების დონეს არ ნიშნავს...

- მამუკა ჯუღელი...
- მერაბ ჟორდანიამ თქვა, წარმოუდგენელია, რასაც ეს კაცი აკეთებსო. მან იცის ეს საქმე, ბოლომდეა ჩართული. არა მგონია,  ბევრი აზროვნებდეს უფრო გამართულად და უკეთ ესმოდეს ეს სფერო. მამუკამ იცოდა, რომ კვარაცხელიას უკეთეს გუნდში გაშვება შესაძლებელი იქნებოდა. გული სწყდება გარკვეულ უსამართლობებზე, რომლებიც სამშობლოდან ესმის...

- "რუბინი" ბერდიევით და ახლა...
- ხვიჩა კვარაცხელია "რუბინის" ნამდვილი ლიდერია, მაგრამ როცა ჩვენ გამოვდიოდით, ძალიან ძლიერი გუნდი შევიკარით, ორჯერ ვიზეიმეთ ჩემპიონობა. მხოლოდ ექვსი ფორვარდი იყო, სხვადასხვა ნაკრების წევრები, იგივე თურქი გიორდენიზ კარადენიზი, უკრაინელი სერგეი რებროვი. ნახევარდაცვაში - სერგეი სემაკი, რუსეთის ნაკრების კაპიტანი. სალუქვაძე, კვირკველია, შარანოვი, ანსალდი - გაუვალი დაცვა...
ყურბან ბერდიევი მკაცრი და ნაკლებად კომუნიკაბელური იყო, ავტობუსში მგზავრობისას საუბრის უფლებაც არ გვქონდა, მაგრამ მან ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია...
"რუბინი"ახლა კვიჩა კვარაცხელიას ტრამპლინი უნდა გამოდგეს...




მკითხველის კომენტარები / 9 /
"ზოგადად, არ მესმის რატომ უნდა გადახვიდე თუნდაც ესპანეთის საშუალოზე დაბალი დონი კლუბ, პირობითად, უესკაში" - აი ამ ფრაზაზე ეტყობ ინტელექტი.

ტიპს მთელი ცხოვრება სახალინებში და ჟოპაგორსკებში აქვს გატარებული, სადაც ხელვნური მინდვრებია, სადაც ფეხბურთში კორუფცია და თაღლითობებია, სადაც განვითარება არაა და თურმე ესპანეთის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდი, სადაც რეალს, ბარსელონას, ატლეტიკოს, სევილიას და ვალენსიას ეთამაშები ყოველ კვირა თურმე სისულელე ყოფილა :))
superman
11:58 05-04-2021
13
ნუკრი მე მგონი მართლა ცუდი შედარებაა როცა ამბობ ესპანეთის საშუალო დონის გუნდში გადასვლა რო მოგყავს მაგალითად((((

Jukic
13:22 05-04-2021
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული