"ფიფა-კოკა კოლას" განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეგრესი განიცადა, რადგანაც უკანასკნელ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ვილი სანიოლის გუნდის თამაშში ბევრი პოზიტიური ელემენტი შეინიშნებოდა. რაც მთავარია, გუნდი თანამედროვე ფეხბურთის თამაშსა და გამარჯვებას ცდილობდა. შესაბამისად, რეიტინგში მცირე რეგრესი ნამდვილად არ გვაშფოთებს.
ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიო რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხებათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ქართველების მეტოქეებს - ესპანეთის ნაკრები მე-6 ადგილზეა, შვედეთი მე-18 პოზიციას იკავებს, ჩვენზე საკმაოდ წინაა საბერძნეთის ნაკრები (51-ე), ხოლო
კოსოვოელები საქართველოს ნაკრებზე უკან, 120-ზე არიან.
მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ბელგია;
2. საფრანგეთი;
3. ბრაზილია;
4. ინგლისი;
5. პორტუგალია.
წყარო: FIFA