ცნობილია, სად ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას

AutoSharing Option
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი "ბათუმი არენაზე":

2 სექტემბერი
საქართველო - კოსოვო

9 ოქტომბერი
საქართველო - საბერძნეთი

11 ნოემბერი
საქართველო - შვედეთი

მიმინარე წლის ოფიციალურ მატჩებამდე, ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე, ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება, 8 ივნისს კი, ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ამხანაგური მატჩი შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 2021 წლის
მატჩების სრული განრიგი:

ამხანაგური მატჩები

2 ივნისი
რუმინეთი - საქართველო

6 ივნისი
ნიდერლანდები - საქართველო

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი:

2 სექტემბერი
საქართველო - კოსოვო

5 სექტემბერი
ესპანეთი - საქართველო

9 ოქტომბერი
საქართველო - საბერძნეთი

12 ოქტომბერი
კოსოვო - საქართველო

11 ნოემბერი
საქართველო - შვედეთი

წყარო: nakrebi.ge

altივნისში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება


მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან კარგია რომ სამივე თამაში ბათუმში ჩატარდება მაგრამ ჩემი აზრით ოფიციალურ მატჩებამდე რამდენიმე მატჩი ჩატარდეს ამავე არენაზე რომ გუნდმა იგრძნოს საკუთარი კედლების გავლენა
ნოდარი
28 აპრილი 2021 18:35
3
იმედია ბათუმის სტადიონის მინდორს ეშველება და ისევ ყანა არ იქნება შემოდგომაზე.
fff
28 აპრილი 2021 17:54
1
ვულოცავ ბათუმს მონატრებულ დიდ ფეხბურთს!
ძალიან კარგია რუმინეთთან და ჰოლანდიასთან ამხანაგური მატჩები, მაგრამ როდესაც 3 მატჩი ზედიზედ საკუთარ მოედანზე უნდა ჩავატაროთ, ლოგიკურად ამხანაგური თამაშებიც სახლში უნდა დაიგეგმოს, რომ ტაქტიკა დამუშავდეს იმ 3 თამაშისთვის, ჰოლანდიასთან და რუმინეთთან გასვლაზე ხომ ვერ დავამუშავებთ საშინაო ტაქტიკას?
მოკლე შეფასებით უტვინო ან უნიათო ხელმძღვანელობაა!
გიორგი
28 აპრილი 2021 16:55
14
ვერ მივხვდი რას გულისხმობ, ზუსტადაც განრიგი რომ წაიკითხო ნახავ, რომ 2 გასვლითი ამხანაგურის მერე, 3 საშინაო თამაში გვაქ და ამხანაგურებიც ასეთ დროს საშინაო თამაში უნდა დაგეგმო, რომ შესაბამისი ტაქტიკა დაამუშაო. ორივე გასვლით თამაშში დაცვითი ტაქტიკით მოგვიწევს თამაში, მითუმეტეს ნიდერლანდებთან, საშინაო თამაშებში კი პირიქით. მიხვდი რას ვგულისხმობ?
გიორგი
29 აპრილი 2021 20:01
0
განრიგი წაიკითხე თვეს და რიცხვს შეხედე რა გჭირს ეგრევე ლანძღვაზე რომ გადადიხარ შენ კიღხვა არ იცოდე ვისი ბრალია ფედერაციის???
w
29 აპრილი 2021 10:43
0
კარგია კოლხეთისკენაც რომ გავიხედეთ,გამარჯობა ბათუმო❤️
ბაჩი
28 აპრილი 2021 16:19
0
სჯობს დინამო არენაზე ჩატარდეს. ბათუმის სტადიონზე 20000ეტევა როგორც ვიცი და 30℅ მაყურებლის დაშვებიდან გამომდინარე ცოტა ხალხი იქნება დინამო არენაზე კი საკმაოდ ბევრი გულშემატკივრის დასწრება შესაძლებელი რაც ჩვენს ნაკრებს წაადგება მეთორმეტე მოთამაშედ იმედია არ დაბლოკავთ
ემიგრანტი
28 აპრილი 2021 16:16
2
დინამოზე საფარი ჩემი აზრით და რაც ტელევიზორიდან ჩანს, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. წყალბურთი რომ ვითამაშედ ერთხელ დაგავიწყდათ?!
გიორგი
29 აპრილი 2021 00:34
0
ვაა ბათუმიოო, რა მაგარია! წავსულვარ აბა მატჩზე!!!))
ფოთელი
28 აპრილი 2021 15:46
1
ჩემს ქალაქში კარგია რო ტარდება
irakli
28 აპრილი 2021 15:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული