ლუქსემბურგის ნაკრები, საქართველოს მსგავსად, ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონში იასპარეზებს. მეორე ჯგუფში ლუქსემბურგი ბელორუსს, მოლდოვასა და სან მარინოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთსა და ანდორას შეხვდება.
ლუქსემბურგთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩამდე, საქართველოს ნაკრები 24 მარტს ჯერ ლიტვას უმასპინძლებს, 27 მარტს კი ჩვენი გუნდი ესტონეთს მიიღებს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით