"მნიშვნელოვანია, რომ ნაკრების შეხვედრები მხოლოდ თბილისში არ იმართებოდეს. ამხანაგური მატჩები ქუთაისსა და გორში უკვე ჩავატარეთ.
შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს ბათუმის ახლად გახსნილი, არაჩვეულებრივი მინდვრის საფარი უმასპინძლებს. რვა მაისს, ამ არენაზე საშინაო შეხვედრას ბათუმის "დინამო" გამართავს...
მაყურებელთან ერთად თამაშის მნიშვნელობა ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში კარგად გამოჩნდა. იმედია, შემოდგომაზე ისეთი სიტუაცია იქნება, მაქსიმალურად ბევრი მაყურებლის დასწრებას შევძლებთ".
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იუთუბ-გვერდი
ცნობილია, სად ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას