მიქაუტაძის დუბლი, საგოლე პასი და "სერენი" ჟუპილერ ლიგაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე "ვაასლანდ-ბევერენს" 5:2 სძლია და ჟუპილერ ლიგის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩში "სერენმა" მიქაუტაძის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი პენალტით ფრეს მიაღწია საკუთარ მოედანზე (1:1). განმეორებითი შეხვედრის მე-15 წუთზე ფრეიმ მასპინძლები თერთმეტმეტრიანით წინ გაიყვანა. გიორგიმ მალე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სანამ მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, საბაუნიმ სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სინანიმ ანგარიში გაათანაბრა, 62-ე წუთზე ფაიემ ჩვენებურის პასით ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 70-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი. 90+5-ე წუთზე
ბერნიემ მეხუთე გოლი გაუტანა "ბევერენს" და 5:2 გაიმარჯვეს.

მიქაუტაძემ ამ სეზონში 22 გოლი გაიტანა და შეიძლება "მეცმა" უკან დაიბრუნოს, თუმცა "სერენში" უთუოდ მეტი სათამაშო დრო მიეცემა და ბელგიის პირველ დივიზიონში ასპარეზობა უჯობს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს შესანიშნავი პერსპექტივა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
დრო მოვიდა იმის რომ ნაკრებით ვიხაროდ, დიმა ობულაძე მოესწრები მოესწრები საქართველოს ნაკრების გაბრწყინებას, აი დანარჩენის რა გითხრა))
ჩორნა
09 მაისი 2021 18:17
1
არველაძეების შემდეგ პირველად გამოჩნდა ნამდვილი თავდასხმელი საბჭოთა პერიოდის შემდეგ.
ირაკლი
09 მაისი 2021 18:17
0
მართლა გავგიჟდი სიხარულისგან, ლაივში ვუყურებდი სტრიმით და ძაან გავიხარე. ბარაქალა გიორგის, ნაკრებშიც გვიმრავლოს მისი გოლები. ვულოცავ მას და სერენს!
ტყეშელაანთ გიჟი
09 მაისი 2021 16:14
1
კარზე არის დაგეშილი,რაც ნამდვილად გასახარია.წარმატებები
კახა ქ.
09 მაისი 2021 15:09
1
მაგარია ფეხბურთელია ნაღდი თავდამსხმელია ეს უნდა იყოს ნაკრებში ცენტრალურ თავდამსხმელად.!!
წარმატებები რომელ კლუბშიც იქნებაა კიდე ბევრჯერ გაგვახაროს მისი წარმატებით❤️
შმაგი17
09 მაისი 2021 13:42
0
მემგონი მალე გვეშველება და გადაიჭრება თავდამსხმელის პრობლემა. ძალიან კარგი ბიჭი ჩანს
გიონატ
09 მაისი 2021 12:43
0
კიდევაც დაიზრდებიან.....!
100%
09 მაისი 2021 01:50
6
ძალიან კარგად ითამაშა, ჭკვიანურად, გოლის ყნოსვა აქვს, ბურთს კარგად იჭერს, მოძრაობაშიც ძლიერია, მოედანს კარგად ხედავს და კარგ პასებს იძლევა, კუთხურიდან თუ სტანდარტულიდან არაჩვეულებრივად ასვამს პასებს და ასრულებს. მოკლედ ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგი მოძრავი და ჯიგრიანი თავდამსხმელი გამოუჩნა, აგუეროს სტილის და მე მგონია აგუეროზე ბევრად ჭკვიანი. ნეხეთ აგუერსო დღევანდელი პენალი და მიქაუტაძის:)
niko
09 მაისი 2021 01:17
5
გეთანხმები შეფასებაში,უჯარიმოდ ბურთს ვერ ართმევდნენ...დაბრუნდება საფრანგეთში და იმედი მაქვს სტატისტიკაც კარგი ექნება
ზალიკო
09 მაისი 2021 02:22
2
მხოლოდ ბაია პატარაიას არ მოეწონება და ეს წარმატება, თორე დისლაიქი რატო უნდა დაიწეროს ვინმემ ამ ბიჭს ვერ ვხვდები.
Vasili
09 მაისი 2021 01:07
5
ყოჩაღ!!! ძალიან გამეხარდა!!! გიორგიმ კარგად ითამაშა და ძირითადი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში!!! ბევერენი ისე უხეშობდა, სულ მეშინოდა, რომ არ ....!!! გილოცავთ ჩვენებურის წარმატებას!!!
დათო
09 მაისი 2021 00:59
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული