ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგური მატჩის მასპინძელ ქალაქში ჩარტერული რეისით 1-ელ ივნისს ჩავა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ეროვნული ნაკრები რუმინეთში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას ჩაატარებს და
მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს, სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge