ფრანგ სპეციალისტს თავდაპირველად 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრას ახსენებენ, როცა საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებებმა უგოლო ფრე ითამაშეს:
"ეს შეხვედრა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. საერთო ჯამში, რუმინეთთან მატჩიც და ის ტურნირიც საფრანგეთის ნაკრებისთვის მძიმე გამოდგა. რუმინეთი კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, ძლიერი მოთამაშეებით.
ახლა, როგორც მწვრთნელისთვის, სულ სხვა თამაში და სიტუაციაა."
რუმინელთა დამრიგებელი მირელ როდოი,
"საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში არაჩვეულებრივი გამოცდილება მაქვს. იმ თაობის დაახლოებით ნახევარი, რომელსაც ვწვრთნიდი, მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია - ეროვნულ ნაკრებში უფრო მეტად უნდა ორიენტირდე მოთამაშეებზე. ისინი უკვე სრულყოფილები არიან და იციან, რა უნდა გააკეთონ. ახალგაზრდებს კი ვცდილობთ ავუხსნათ პროფესიული კარიერის ელემენტები - რას უნდა მოერიდონ და რა გააკეთონ."
ამის შემდეგ სანიოლს "ჯვაროსნების" განვლილ შეხვედრებზე ჰკითხეს:
"გუნდურად ძალიან გავიზარდეთ და განვვითარდით. სამი შეხვედრის შემდეგ ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობდი.
ჩვენ არ გვქონდა კარგი შედეგები, მაგრამ მის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ. წინ ივნისის და შემოდგომის მატჩებია და შედეგებსაც დავინახავთ."
ბოლოს, ფრანგ მთავარ მწვრთნელს რუმინულ ფეხბურთზე ეკითხებიან:
"მახსოვს ჰაჯის თაობა. გეორგე ფანტასტიკური მოთამაშე იყო, მისი მატჩების ყურება კი - სასიამოვნო. მათი "მემკვიდრეები" შეიძლება ჯერ არ გამოჩენილან, მაგრამ იმედია, მალე გამოჩნდებიან. ის საეტაპო პერიოდი იყო.
რუმინეთს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ნაკრებს, აქვს უკეთესი და ნაკლებად კარგი პერიოდები და ეს ნორმალური პროცესია. საერთო ჯამში, რუმინეთის ნაკრებში ძლიერი მოთამაშეები არიან."
ოქრიაშვილმა და მიქაუტაძემ ვარჯიშზე ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანეს [VIDEO]
ბრიტანული მედია რუმინეთ-საქართველოზე მსჯელობს და სავარაუდო ანგარიშსაც წერს
რა შემადგენლობით უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრები?
"კარპატების მარადონა" - გეორგე ჰაჯი [VIDEO]
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა რუმინეთთან შეხვედრაში