"გაგვიმართლა... წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ" - სანიოლი რუმინეთთან მატჩს ობიექტურად აფასებს

AutoSharing Option
გასვლაზე ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 2:1 სძლია, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კი ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.

"რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო. პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა ვთვლი, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა. გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს და უპირატესობის მოპოვება ამ მომენტში მოვახერხეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, რადგან ივნისში თამაში ფეხბურთელებისთვის ადვილი არაა, თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.

​არ ვფიქრობ, რომ რუმინეთმა სუსტად ითამაშა, მათ მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა წითელი
ბარათის შემდეგ თამაში რთულია. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს. შესაძლოა, დღეს ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო.

რუმინეთის თამაშის განხილვისას დავინახეთ, რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ბურთის კონტროლისას ექმნებოდა, მათ კონტრშეტევების გაკონტროლება უჭირდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვთვლი, რომ დღეს რუმინეთმა ცუდად ითამაშა. ეს გუნდი რამდენიმე დღეში ინგლისს დაუპირისპირდება და წარმატებას ვუსურვებ ამ შეხვედრაში", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ბევრმა აშკარად ვერ ითამაში, მაგრამ პლიუსი ის არის, რომ ამის მერე სანიოლს ვერავინ ეტყვის ამათ რატომ აღარ იძახებ ან არ ათამაშებო.
და კიდევ - მე თანახმა ვარ ცუდად ვითამაშოთ და მოვიგოთ, ვიდრე სულ კარგად ვითამაშოთ და ვერ მოვიგოთ!
Irakli
17:52 03-06-2021
0
გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, როგორი ხარისხისაც არ უნდა იყოს. გილოცავთ და ვიმედოვნებ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ!!! ნაკრებში ნიჭიერი თაობა მოვიდა...
tngh
16:03 03-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული