მიქაუტაძის გარეშე და კომფორტული სხვაობით - უცხოური პრესის სავარაუდო შედეგი და შემადგენლობა

AutoSharing Option
sportskeeda ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის პრევიუსა და სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს.

"საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია, ნიდერლანდელები კი შოტლანდიასთან მარცხს მემფის დეპაიმ გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შანსს დებიუტანტებს აძლევს და შესაძლებელია, ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ უკვე "ვალენსიას" კიპერი გიორგი მამარდაშვილი და "სამგურალის" ფორვარდი სერგო კუხიანიძე."

ერთი მხრივ, საქართველოს ნაკრები სუსტი მეტოქეა, მაგრამ ვილი სანიოლს ჰყავს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელთაც ნიდერლანდებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ."

გამოცემის ვარაუდით, მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით (2:0) გაიმარჯვებენ. ისინი სავარაუდო შემადგენლობასაც გვთავაზობენ, სადაც ჩვენს ნაკრებში გიორგი
მიქაუტაძეს, მეტოქის რიგებში კი დეპაისა და დე იონგს არ მოიაზრებენ.

ნიდერლანდები (4-3-3): სტეკელენბურგი, ველტმანი, ტიმბერი, დე ვრეი, ვან აანჰოლტი, ვან დე ბეეკი, გრავენბერხი, კოპმეინერსი, ბერგვინსი, ვეგჰორსტი, პრომესი

საქართველო (4-5-1): ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, გიორბელიძე, დაუშვილი, აბურჯანია, კვეკვესკირი, შენგელია, ლობჟანიძე, ზივზივაძე.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება ქალაქ ენსხედეში 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

altგენერალური რეპეტიცია საქართველოს ნაკრებთან - ფრანკ დე ბურმა შემადგენლობა დაასახელა

altსაქართველოს ნაკრები ნიდერლანდებშია და საინტერესო მატჩისთვის სამზადისს შეუდგება



მკითხველის კომენტარები / 11 /
ჟორჟინიო მაგარი კაცია.........
სტალინი
14:00 05-06-2021
0
ჰოლანდია რა გუნდია მარტო წარსულია ჩვენ უეჭველი 2 გოლს გაუტანთ, და ყველაზე კარგი ფრე დამთავრდება მინიმუმ, გვემუქრებიან ვითომ
აჩი**
17:24 04-06-2021
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული