გენერალური რეპეტიცია საქართველოს ნაკრებთან - ფრანკ დე ბურმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება. დე ბურის ვარსკვლავურ ნაკრებს გენერალური რეპეტიცია 6 ივნისს, ესხედეში ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებთან ექნება, მანამდე (ორ ივნისს) კი შოტლანდიას უმასპინძლებს. 

ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: იასპერ სილესენი ("ვალენსია", ესპანეთი), ტიმ კრული ("ნორვიჩი", ინგლისი), მაარტენ სტეკელენბურგი ("აიაქსი", ნიდერლანდები)

მცველები: მატეის დე ლიხტი ("იუვენტუსი", იტალია), სტეფან დე ვრეი ("ინტერი", იტალია), პატრიკ ვან აანჰოლტი ("კრისტალ პალასი", ინგლისი), ნათან აკე ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ჯოელ ველტმანი ("ბრაიტონი", ინგლისი) დეილი ბლინდი
("აიაქსი", ნიდერლანდები), დენზელ დუმფრისი ("პსვ ეინდჰოვენი", ნიდერლანდები), იურიენ ტიმბერი ("აიაქსი", ნიდერლანდები), ოუენ ვეინდალი ("ალკმაარი", ნიდერლანდები)

ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი ("ბარსელონა", ესპანეთი), ჟორჟინიო ვეინალდუმი ("ლივერპული", ინგლისი), დონი ვან დე ბეეკი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), მარტენ დე როონი ("ატალანტა", იტალია), რაიან გრავენბერხი ("აიაქსი", ნიდერლანდები), ტიონ კოპმეინერსი ("ალკმაარი", ნიდერლანდები), დევი კლაასენი ("აიაქსი", ნიდერლანდები)

თავდამსხმელები: მემფის დეპაი ("ლიონი", საფრანგეთი), ლუუკ დე იონგი ("სევილია", ესპანეთი), ქვინსი პრომესი ("სპარტაკი", რუსეთი), ვაუტ ვეგჰორსტი ("ვოლფსბურგი", გერმანია), სტევენ ბერგუისი ("ფეიენოორდი", ნიდერლანდები), კოდი გაკპო ("პსვ ეინდჰოვენი", ნიდერლანდები), დონიელ მალენი ("პსვ ეინდჰოვენი", ნიდერლანდები).

ნიდერლანდების ნაკრებს ტრავმის გამო ერთერთი ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი აკლია. ევროპის ჩემპიონი ნაკრები ჯგუფში უკრაინას, ავსტრიასა და "ერთა ლიგის" D დივიზიონის გამარჯვებულ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ნიდერლანდები, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი, ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრას ამსტერდამში გამართავს. სადებიუტო მატჩი 13 ივნისს, უკრაინის ნაკრებთან შედგება.

შეგახსენებთ, ასევე 26 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული ვილი სანიოლს. საქართველოს ნაკრები ესხედურ შეხვედრამდე, ორ ივნისს, ამხანაგური მატჩისთვის რუმინეთის ნაკრებს ესტუმრება.

altვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altსანიოლი ნაკლები ექსპერიმენტით - დებიუტანტი შეტევაში და დაბრუნებული ექსლიდერები






მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველს
სანამ ფეხბურთის ფედერაციაში ნოდარ ახალკაცივით მაღალი IQ და პატრიოტი ხალხი არ იქნება. მათემატიკიდან დაწყებული მედიცინით დამთავტებული მცოდნე იყო.
გიგი
02:48 01-06-2021
0
ისეთი ცნობილი მარცხენა მცველი არ ყავთ ჰოლანდიელებს წესით მაგრად უნდა ათრიოს კვარამ.... აყლაყუდა ვირჯილაც არ იქნება..
რომა
13:24 27-05-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული