დე ბური საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ტაქტიკით გააკვირვა

AutoSharing Option
ad.nl ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდების მიერ საქართველოს ნაკრების 3:0 დამარცხებას გამოეხმაურა, საწვრთნელი თამაში უწოდა და აღნიშნა, რომ შოტლანდიასთან დაშვებული შეცდომები მათმა გუნდმა გამოასწორა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

"ნარინჯისფერთა" მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა, რომელიც შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ გააკრიტიკეს, მეტოქის შესახებ ნაკლებად ისაუბრა, უფრო თავისი გუნდის ასპარეზობაზე გაამახვილა ყურადღება:

"ახლა გაცილებით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე გასულ ოთხშაბათს. მზად ვართ თუ არა ევროპის ჩემპიონატისთვის? დიახ, მე ამის შესახებ ამ წუთას ვკითხე ბიჭებს და ისინი აღფრთოვანებულნი არიან.

მოწინააღმდეგე საერთოდ 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს, ამჯერად კი გაგვაკვირვეს
და 5-3-2 აირჩიეს.

მე ვფიქრობ, რომ თამაში ცუდად არ დაგვიწყია, ხანდახან არასწორ არჩევანს ვაკეთებდით და მოწინააღმდეგეს გოლის გატანის შანსი მივეცით. ზოგიერთი ნათელი წერტილი დავინახე შეტევასა და დაცვაში. პირველ ტაიმში დე რონმა ბურთი რამდენიმეჯერ დაკარგა. დე იონგისგან განსხვავებით, მას თამაში უნდა წარემართა. ის უნდა იყოს ფეხბურთელი შემოქმედებითი იდეებით. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. ვეგჰორსტი ფანტასტიკური ფეხბურთელია, გოლების გატანა შეუძლია, რაც დღეს დაამტკიცა. ეს მისთვისაც კარგია და ჩვენთვისაც. თამაშის გაუმჯობესება შეგვიძლია. ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, თუ ვინ იქნება ევროზე ძირითადი მეკარე".

გამოცემა აღნიშნავს, რომ ენსხედეში ფიფას რეიტინგში 91-ე პოზიციაზე მყოფი გუნდის ძლევით ძნელია განსაზღვრო ნაკრების კონტინენტის პირველობისთვის მზაობა, თუმცა სტადიონზე მისულმა 7 500-მა მაყურებელმა სიამოვნება მიიღო.

13 მაისს, ევრო 2020-ზე, ნიდერლანდები ამსტერდამში უკრაინას უმასპინძლებს და ვნახავთ, რეალურად რას წარმოადგენს. ჩვენი გუნდი კი, სამწუხაროდ, მის გამომცდელად ვერ გამოდგა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰოლანდია ძალიან მაგარი გუნდია..და ევროპაზეც კარგად გამოვა.ჩვენ კი ნუ ვიქნებით უაზროდ ამბიციურები.ტოპ გუნდებამდე ჯერ კარგა მანძილი გვაქვს გასავლელი.ჯერ ც ლიგა მოვიგოთ ერთა ლიგაზე.
მალე დარწმუნებული ვარ შევძლებთ ამას.
პაატა
07 ივნისი 2021 10:10
0
ხომ გამოჩნდა რომ ვაისი ზივზივაძესთან მართალი იყო? პანიკა რომ აწიეთ ჟურნალისტებმა.
semi
07 ივნისი 2021 10:09
1
სავარჯიშო ტომარა უკვე მერემდენეს ვახარებთ?
giorgi
07 ივნისი 2021 09:07
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული