სანიოლი: ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ

AutoSharing Option
ნიდერლანდებთან 0:3 წაგებული ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.

"ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს. შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან
დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია. ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშე უკეთესად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი - ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ბატონო სანიოლ, ხომ ხედავ, რამდენი საქმე გაქვს მოსაგვარებელი. იქნებ აუტების მოწოდებაზეც ავარჯიშო ფეხბურთელები და გამოყო რამოდენიმე მათგანი, რომლებიც აუტების შემსრულებლებად დასპეციალდებიან. როგორი მკაცრი პრესინგიც არ უნადა მოგვახვიოს თავს მეტოქემ, მოწოდებული აუტის შედეგად ბურთს რომ პირველივე შეხებით მეტოქე მოიპოვებს და გოლად აქცევს, ეს ნამდვილი კატასტროფაა. ჩვენს კარში მიღებული მეორე გოლი სწორედ ასეთი კატასტროფა იყო.
ამი
08 ივნისი 2021 00:43
0
მეორე ტაიმში რა შეიცვალა ნეტავ პირველთან შედარებით? ან ჰოლანდია ესპანეთზე ძლიერი გვგონია? ყველაფერი ერთი მარტივი მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ტაქტიკური ცვლილების შედეგი იყო, კერძოდ კი: მეორე ტაიმში დე ბურმა მინდრვის ცენტრალურ ზონაში. უფრო ჩვენს ნახევარზე, დამატებით ორი კაცი მიავლინა და 3-6-1-ზე გადავიდა, ვილის კონტრშეტევების იმედზე ხელი უნდა აეღო (ბურთი მაინც არ მიდიოდა თავდამსხმელებამდე) და ნახევარდაცვის საყრდენი ზონა გაეძლიერებინა. იმედი მაქვს დაინახავს- ჭკვიანი კაცი ჩანს. სხვათაშორის, მაკედონიამ მოგვიგო სწორედ რიცხობრივი უპირატესობით ცენტრალურ ზონაში, სხვათაშორის 3-6-1 და 2-7-1-ით აღწევს ხოლმე ბარსელონა ბურთის 70%-იან ფლობას გუნდებთან, რომლის მწვრთნელიც ვერ კითხულობს ტაქტიკას.
ნიკა
07 ივნისი 2021 21:32
2
შეეშვით ამ ცაში ფრენას , ჰოლანდიების და გერმანიებთან მოგებას რო ითხოვთ , აცადეთ ამ კაცს აცადეტ ნაკრებს ეხლა ვიდგამთ ფეხს და ეხცლა ვსწავლობთ ფეხბურთს , ნუ ითხოვთ არარეალურ რარაცეებს და ნუ უბნევთ თავგზას ფეხბურთელებს და მათ მესვეურებს .
ლშა
07 ივნისი 2021 16:50
3
სანამ ფეხბურთელთა ნაკრები შიშებით და სიფრთხალით ითამაშებს, ანუ ნებისმიერ მეტოქეს ბურთს ჩააბარებს და თვალის გაყოლებით დაასრულებს თამაშს ... მანამ არაკონკურენტული დავრჩებით. - Კრესინგი და აგრესია თამაშში,ვერ შეგუება მეტოქის ბურთის ფლობის, შეტევაზე - მოგებაზე ორიენტირებით და ეს ყოველივე შესაბამისი სტრატეგიით და ტაქტიკით ...დგება გამარჯვება, რაც ამ თამაშში - ა რ იყო.
- მო ა შ ო რ ე თ დაფრთხალის ფსოქოლოგია ქართულ ფეხბურთში.
გლახუნა
07 ივნისი 2021 15:40
3
რომელიღაცა ბრაზილიელმა თქვა ვეტერანმა-შემტევი მტაცებელი ცხოველივით უნდა იყოს 360 გრადუსზე ყველაფერს უნდა ხედავდეს და მთელი ტერიტორია თავისი სანადირო ველივით უნდა ჰქონდესო... ზოგს რო მოვარგოთ ეს ფორმულა,მტაცებელი კი არა შვლის ნუკრი ან ბეკეკა მოგაგონდება
Levani
07 ივნისი 2021 17:13
0
ალბათ იმ ფეხბურტელებით, ვინც გუშინ გამოცადა.
.
07 ივნისი 2021 15:39
0
Გია მეგობარო ჩემი სათქმელი თქვი.გეთანხმები ყველა სიტყვაში.
jordan beli
07 ივნისი 2021 14:59
0
დასკვნა ის გამოვიტანე რო ჩვენი ფეხბურთის სისტემა ვერ მუშაობს..ფეხბურთელებს ვერ ვზრდით და მაკედონიასთან წაგება კანონზომიერი იყო.
ხვიჩა-ბუნებრივი ტალანტია,კიდე უფრო უკეთესი ხასიათით.მაგას ჩვენი ფეხბურგის სისტემას ვერ მივაწერ..ჩვენი ფეხბურთის სისტემას მიეწერება:ზარ-ზეიმით გახსნილი ხელოვნური სტადიონები და ფეხბურთელების ტრავმიანობა.
მაგ ხელოვნურ საფარს კარგ ქვეყნებში მარტო თოვლის და ყინვის დროს იყენებენ.წელიწადის სამი დრო ბვშვთა თუ სამოყვარულო გუნდები ყველა ბუნებრივ ბალახზე ვარჯიშობს.
ამას გარდა კიდე ბევრი კომპლექსური თემაა.თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ,მართალია კუს ნაბიჯებით,მაგრამ წინ მივდივართ..2-3ე და მეოთხე ლიგამ დოღლიგაში კონკურენცია შექმნა და ყველა დარბის-სულაც არაა ცუდი საყურებელი. უბრალოდ 3-4 სტადიონის დამატება გვინდა რო რაღაცას დაემგვანოს.საგურამოს ბაზა,სანტრედიის და ქობულეთის სტადიონები კრიტიკული ზღვარია
Levani
07 ივნისი 2021 14:32
1
მდა...
ჰოლანდიის ნაკრებს ვედრებით?
თოთო ბავშვებიც არ ვართ ჯერ ფესხბურთში. ახლა ვსწავლობთ ფეხბურთის სწორად თამაშს...
ძალიან ჩამოვრჩებით საფეხბურთო სამყაროს და ნუ გავიწყდებათ ძმებო ეგ.
დავითი
07 ივნისი 2021 14:19
2
გუშინწინ მებადურების მოყვარულებს ვერ ვუგებდით, უკვე დაგავიწყდათ?
.
07 ივნისი 2021 15:42
1
ვის ამხნევებ ვილი საინტერესოა. საინტერესოა ნორმალურია სად შეამჩნია
ისიდორე
07 ივნისი 2021 13:34
21
რუმინეთთან ცაში აიყვანეთ ნაკრები, ახლა ლანძღავთ. ასე დილეტანტები იქცევიან. მიწაზე დაეშვით და შეეშვით პროფესორობას.
გრიგოლი1408
07 ივნისი 2021 12:58
5
... პრ ა ფესორობას!!!
დათო
07 ივნისი 2021 14:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული