საქართველოს ნაკრების პროგრესი ქულებში და არა ადგილში

AutoSharing Option
ფიფამ ეროვნულ ნაკრებთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებს 4 ქულა მოემატა, თუმცა ისევ 91-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, ივნისის ამხანაგურ შეხვედრებში ვილი სანიოლის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს სძლია (2:1), ხოლო ნიდერლანდებთან დამარცხდა (0:3).

განახლებულ რეიტინგში საქართველოზე სამი პოზიციით (88) წინაა სომხეთის ნაკრები, ბელარუსები კი 89-ეზე არიან. "ჯვაროსნების" უახლოესი მეტოქე (2 სექტემბერს) კოსოვოს ნაკრები 115-ე პოზიციაზეა, ესპანეთი (5 სექტემბერი) კი - მე-7-ზე.

მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1. ბელგია; 2. ბრაზილია; 3. საფრანგეთი; 4. ინგლისი; 5. იტალია; 6. არგენტინა; 7. ესპანეთი; 8. პორტუგალია;
9. მექსიკა; 10. აშშ.

altბრძოლით, ხარვეზებით - საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი პირველად დაამარცხა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 3 /
იტალია მეხუთე ადგილზე?
gatuzo
15:07 12-08-2021
2
10) აშშ :))
ხომ ერა
15:12 12-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული