"მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე", - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რომ კოსოვოსთან საშინაო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს გასვლაზე ესპანეთს ეთამაშება.