კოსოვოსთან მატჩის ჩვენებური შემადგენლობა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს კოსოვოს ბათუმში უმასპინძლებს. ვილი სანიოლი საკმაოდ თამამი სპეციალისტია, რომელიც ექსპერიმენტებსა და დებიუტანტებზე დაყრდნობას არ ერიდება. აქედან გამდინარე, სასტარტო 11-ეულის გამოცნობა იოლი საქმე ნამდვილად არაა.

Sportall.Ge

მეკარე - გიორგი ლორია ნაკრების ძირითადი კიპერია, რომელსაც ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა კარის დაცვა შემოდგომის პირველ შეხვედრაშიც უნდა ანდოს.

წინ კიდევ ორი მატჩია და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილის სანაკრებო დებიუტს უფრო მეტად მაშინ უნდა ველოდოთ.

მარჯვენა მცველი - თუკი სანიოლის განვლილი შეხვედრების მიხედვით ვიმსჯელებთ, კოსოვოსთან მატჩში გრიგოლ ჩაბრაძე სასტარტოში უნდა ვიხილოთ. ამ პოზიციაზე
როტაცია ხშირია და ოთარ კაკაბაძეს "ფურია როხასთან" გასვლით მატჩში ველით.

ცენტრალური მცველები - თუკი რამემ ხელი არ შეუშალა, დავით ხოჭოლავასა და გურამ კაშიას წყვილი შესარჩევი ეტაპის ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს.

ფრანგი სპეციალისტი კაშიასა და დვალს შესარჩევი ეტაპის საწყის მატჩებში სტაბილურად დაეყრდნო. ახლა "კოპენჰაგენისა" და "სლოვანის" უკანახაზელები ნაკრებში ყველაზე გამოცდილი და ამავდროულად, კარგ ფორმაში მყოფნი არიან.

მარცხენა მცველი - ირაკლი აზაროვს სანაკრებო დებიუტი უკვე ჰქონდა. ის ახლა მშვენივრად გამოიყურება და ევროტურნირებზე თამაშით საერთაშორისო პრაქტიკაც დააგროვა.

გურამ გიორბელიძე ობიექტური მიზეზების გამო უთამაშებელია. გუნდთან ერთად რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ მისი ხილვა ესპანელთა წინააღმდეგ 
უფრო რეალური  ჩანს.

ნახევარმცველები - ჯაბა კანკავა რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ამას ბევრი მსჯელობა არ სჭირდება.

მთავარი მწვრთნელი ამ ეტაპზე გვილიასა და კვეკვესკირს არ ენდო, ნაკრებში გამოძახებული გიორგი აბურჯანია კი დიდი ხანი არაა, რაც მომჯობინდა. ასეთ დროს თითქოს მურთაზ დაუშვილის შანსები უნდა გაიზარდოს, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში არც ის იმყოფება.

ბოლოდროინდელი თამაშისა და საკუთარი გუნდის მოედნის ფაქტორის გამოც (მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება) სანდრო ალთუნაშვილის დებიუტი გამორიცხული სულაც არაა - სანიოლის მხრიდან კიდევ ერთ ახალბედაზე დაყრდნობა მოულოდნელი გადაწყვეტილება ისედაც არ იქნება.

გუნდის მესამე ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილია - ის ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში კარგად მოქმედებს, მაგრამ გამთამაშებლად უფრო მეტად პროდუქტიულია.

Sportall.Ge

შეტევის ფლანგები: საბა ლობჟანიძე და ვაკო ყაზაიშვილი ისეთ ფორმაში არიან, კოსოვოს წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყონ. საბა ჩვეულ ადგილზე ითამაშებს, კვარაცხელიას არყოფნაში კი "ულსანის" შემატევს მარცხნიდან ველით. ვაკოც უკეთესი "ათიანია", ვიდრე ფლანგელი, მაგრამ ახლა ეს მოცემულობაა.

ფორვარდი - სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს - აწ უკვე "სერენის" წევრი ძალიან მოწადინებულია, რათა საქართველოს ნაკრებში თავისი გოლების ისტორია გაამდიდროს.

Sportall.Ge

სასტარტო შემადგენლობის ვერსიაში ორ ისეთ მოთამაშეს ვერ ვხედავთ, რომელთა თამაში ქართველ გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებთ - "ჯვაროსნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე და დებიუტის მომლოდინე გიორგი წიტაიშვილი. დიდია შანსი, ამ ფეხბურთელებმა კოსოვოს წინააღმდეგ მონაწილეობა მიიღონ, თუმცა რამდენი დრო დაეთმობათ, ამას ერთად ვნახავთ...

სანიოლს ოფიციალურ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე პირველად უწევს გამოსვლა, თუმცა მან და საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს დიდი დანაკლისი წარმატებაში ხელის შემშლელად არ ექცეთ!

altვინ როგორ ფორმაშია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ? [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
ლორია რო იყოს 30 წლის-დააყენებდა მამარდაშვილს,მაგრამ რადგან 38 წლისაა და ბოლო თამაშშიც საუკეთესო იყო-სანიოლმა გადაწყვიტა არ დაეთრგუნა ფსიქოლოგიურად და ეჩვენებინა რო ისევ საჭიროა.მამარდაშვილი ჯობია ესპანეთთან დადგეს- იქაც თუ თავს გამოიჩენს,მაშინ სილესენი თავისით გაქუსლავს ვალენსიიდან
Levani
02 სექტემბერი 2021 03:44
2
კარგა ხანია მამარდაშვილი ლორიას ჯობია,მაგრამ ეტყობა სხვა რამეშია საქმე….
BOSS
01 სექტემბერი 2021 21:55
4
ესპანეთთან იმ გოლის მერე კიდე რო ენდობა ხო უცნაურია.
აბა ეგათქვი
02 სექტემბერი 2021 00:24
0
ლორია-ჩაბრაძე-კაშია-ხოჭოლავა-აზაროვი-კანკავა-მამუჩაშვილი-კიტეიშვილი-ლობჟანიძე-ჩაკვეტაძე-მიქაუტაძე.
c
01 სექტემბერი 2021 18:35
10
კანკავას გვერდით მამუჩაშვილი ჯობია ალთუნაშვილს. ფიზიკურადაც უფრო ძლიერია, ძლიერი დარტყმით.
Burton
01 სექტემბერი 2021 16:27
5
მამარდა-კაშო,ხოჭო,გიორბელიძე და ჩაბრაძე-კანკავა-კიტე-ჩაკვე,ვაკო,საბა და მიქაუტაძე.
ლევან მაღლაკელიძე
01 სექტემბერი 2021 14:49
2
sanam mamardachvili, chakvetaze, kvaracxelia, citaichvili da mikautaze ar ikneba nakrebis ziritadchi, manamde carmatebaze saubari zedmetia, ras chaciebia am 70 clis pegburtelebs, axalgazdebis droa nakrebi unda gaaxalgazdavdes.
ქუთაისელი
01 სექტემბერი 2021 14:45
5
გორის დილას ფეხბურთელებმა რა დაგიშავათ
rati
01 სექტემბერი 2021 13:50
9
მამუჩაშვილის ნახვა ძალიან მინდა, დიდი პროგრესი აქვს ამ ბიჭს, ალბათ მიეცემა შანსი.

ყაზაიშვილი (ზანტი/ნელია) ლობჟანიძე( სწრაფი მაგრამ ტექნიკის დეფიციტით) მეეჭვება სანიოლმა ესენი დააყენოს.


მენტალისტი
01 სექტემბერი 2021 13:38
15
ეხლა კარის დაცვას მამარდაშვილი რომ იმსახურებს რად უნდა ლაპარაკი. ვინ გვყვავს მაგ დონის ჩემპიონატიდან და ასეთი სათამაშო პრაქტიკით თუნდაც სხვა პოზიციებზე და ეხლა ეგ თადარიგში დატოვო რიავიცი.
QT
01 სექტემბერი 2021 13:20
2
შეიძლება ზოგიერთები არ დამეთანხმოთ, მაგრამ წესით კოსოვოსთან არ უნდა ვითამაშოთ ანუ თამაში ჩავშალოთ, რადგან 1. კოსოვოს არ ვაღიარებთ, რადგან ის ისეთივე სეპარატისტული რეგიონია, როგორც აფხაზეთი და ე.წ. ,,იუჟნაია ოსეტია'' და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ აღიარა და 2. ეს ჩვენებურ სეპარატისტებს წაახალისებს, რომ თქვან: ,,მათთვის თუ შეიძლება, ჩვენთვის რატომ არა?''. ამიტომ არ უნდა ვითამაშოთ.
რატი
01 სექტემბერი 2021 12:53
17
რატი ბატონო ერთი შეხედვით მართალი ბრძანდებით, ქვეყანა, რომელიც არ გვიღიარებია არ უნდა ვეთამაშებოდეთ. მაგრამ რა ვუყოთ, თუ უეფა და ფიფამ აღიარა და დაუშვა მსოფლიო და ევრო ჩემპიონატებზე? წარმოგიდგენიათ რა გველის მათთან თამაშზე უარის თქმის შემთხვევაში?. მგონია რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ვიცხოვროთ ისე როგორც ცხოვრობენ სხვა ევროპული ქვეყნები. მერე ერთიც, თქვენ კი ადარებთ კოსოვოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მაგრამ არის მეორე შეხედულებაც, რომ ჩვენი „ძმები სერბები“ (თუმცა არ ვიცი საიდან არიან ჩვენი ძმები, თუ სარწმუნოებას გულისხმობთ მაშინ რუსებიც ჩვენი ძმებია ვინც სინამდვილეში წაგვართვა ზემო ნახსენები ქართული მიწები) იყვნენ იმპერიის შემქმნელები, სადაც ისევე ბატონობდენ როგორც რუსები ე. წ. სსრკ-ში. იუგოსლავია იყო მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ ძალით შექმნილი იმპერია-სახელმწიფო და მისგან გათავისუფლება იქნებ მთლად სეპარატიზმს არ უნდა ნიშნავდეს. ერთი კია რომ რუსეთმა პრეცენდენტად გამოიყენა კოსოვოს აღიარების ფაქტი, ჩვენ საწინააღმდეგოდ.
გიზოგ
02 სექტემბერი 2021 15:48
0
სრული მარაზმია ,ქვეყანა "კოსოვოს" არ აღიარებს საქართველო , ფეხბურთი რა ცალკე ავტონომიურია სახელმწიფოსაგან ? ჩვენ სერბ მართლმადიდებელ ძმებს ზურგში დანა ვუთავაზეთ ამ ნაბიჯით.მართლა უთავმოყვარეო ამერიკის მონები გავხდით რა.მე საქართველოს ფანი ვარ ნებისმიერ ღონისძიებაზე მაგრამ ამ თამაშში გაფარჩაკების ღირსნი ვართ.
დევკალიონი
02 სექტემბერი 2021 01:55
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული