2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ბერნარ შალანდემ ისაუბრა:
"კოსოვოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატისკენ მისასვლელი გზა, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებისა, ჩრდ. მაკედონიამ ჩაშალა. ასე რომ, გუნდები დაახლოებით თანაბარი დონის არიან და ასეთივე თამაშის მოლოდინი მაქვს.
ფეხბურთი მაყურებლების გარეშე რთული წარმოსადგენია და ეს ის არაა, რაც სპორტსმენებს უხარიათ. ვაცნობიერებთ მსოფლიოში არსებულ ვითარებას და რეგულაციებს ვემორჩილებით.
გარკვეული საკადრო პრობლემების გამო ახალი მოთამაშეების გამოძახება დაგვჭირდა. ეს პრობლემა ბევრ ნაკრებს აქვს, მათ შორის, საქართველოსაც. ამის მიუხედავად, კარგ თამაშს ველი.
;)