კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი - ნაკრებს ლობჟანიძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან დაპირისპირებაში, ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, აგრეთვე მისი ერთ-ერთი ლიდერი და საუცხოო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას nakrebi.ge ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება. 1-ელ სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ "ბათუმი არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო. ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას საბა ლობჟანიძე გამოტოვებს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
გჯერავთ ეხლა ეს? მე არა. ამხელა მნიშვნელობის თამაშები გაქვთ წინ და ვარჯიშზე როგორ უნდა დაიმტვრე ისე, რო ვერ ითამაშო? ახალი ხალხი ყავთ გამოსაცდელი და გასაყიდი და ეგაა. ვარჯიშზე თუ მარტლა ტრამვას ღებულობს ფეხბურთელი, თან გამოკვეთილად ფავორიტი, ესე იგი შეგნებულად დაამტვრიეს. არ მახსოვს, რომ რომელიმე ნაკრებში, წამყვანი ფეხბურთელი, მნიშვნელოვანი მატჩის წინ , ვარჯიშზე იმტვრეოდეს. ესპანეთთან, 1-1 ზე, სანიოლმა 70 წუთზე შეცვალა კიტეიშვილი და ლობძანიძე, ხოლო 76-წუთზე, კვარა და კაკაბაზე. ამის შემდეგ მეოთხე დამატებითზე გავუშვით გოლი და წავაგეთ. ეხლა იტყვით ვილი მაგარიაო. არ ვიცი. ახლა კვარას და საბას არ ყოფნაში, მტელი ნაგრუზკა მოვა ჩაკვეზე და კიტეზე, ხოდა მაგათაც რამე არ მოუვიდეთ, ფუი ეშმაკს. იდიოტი არ უნდა იყო? ისედაც სანტლიტ ვეძებტ ფორმასი მყოფ ბიჭებს და საბას ვარჯიშზე ამტვრევ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამტვრევ იმენნა.ასე ქვია მაგას აბა რააა. ისე გააგორებიე ბურთი, ან დაასვენე ვაბშე. რა ვარჯიში მაგას უნდოდა, ასეთ დროს, პოზიცია იცის თავისი და ფორმაშია, რას ასწავლიდნენ ახლა ისეთს ამ ერტ დღეში, რაც გააფუწეს? ამიტომ არ მჯერავს.შეიძლება გაამართლონ ახალმა ბიჭებმა, მარა საბს დამტვრევა? არაფერში არ წერია.. უნიჭო ვითომ მაფია. მერე კიდე, ლორიაა ძირითადი მეკარეო, რომ ამბობს ვილი, ეს რას ნიშნავს? მამარდაშვილი ჯობიაო, მარა ლორიაა ძირითადიო? ანუ ეს როგორ გავიგოთ? ამ ფედერაციის ხელში და ზოგადად ამ მთავრობის ხელში, არაფერი არ იქნება არააა. ნეტავ შევცდე, დიდ ბოდიშს მოვიხდი. მიტომაც გარბის ხალხი, და არც ვამტყუნებ, ნეტა მეც შემეძლოს წასვლა, უკანაც არ მოვიხედავდი.
ლევან მაღლაკელიძე
13:25 02-09-2021
4
დაახლოებით ჩვენთვის აქეთ რობენი დაგვაკლდა,იქით რიბერი.
მინდია
12:49 02-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული