საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
ამაზე უსახურ, უგულო, უთავმოყვარეო, ფეხზე მკიდია (ვერ ვპოულობ კიდევ სიტყვებს)თამაშს ვერ ვიხსენებ. ნაკრების თამაშების 85-90 % მაინც მექნება ნანახი თავისი დაარსებიდან. აღიარებულმაც და არ აღიარებულმაც გადაგვიარა და გადმოგვიარა. p.s. მადლობა ლორიას, კაშოს, აზაროვსა და წიტაიშვილს.
ტარიელი
02 სექტემბერი 2021 22:08
3
დაიმახსოვრეთ! 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ მომდევნო თამაშს მინიმუმ არ წააგებენ! 100 ევროიან ფსონს გავალ აუცილებლად
Ttt
02 სექტემბერი 2021 22:07
15
კვარას გარეშე რას გავს ნაკრები წინა თამაშებში არ დავრწმუნდით?? ესპანეთთან და საბერძნეთთან, თან ამას კიტეს ტრავმა დაემატა. თამაშითაც და მომენტებითაც დაგვჯაბნა კოსოვომ, ერთი ნათელი წერტილი წიტაიშვილი იყო რომელიც ბოლოს დაიღალა და მისი ელემენტარული შემცვლელი არ გვყავდა. ჩაკვემ ერთხელ მიიღო ბურთი. სანიოლის ეს თამაში მაკედონიასთან თამაშზე უარესი იყო, იმიტომ რომ იქ დაცვამ ერთი შეცდომა დაუშვა აქ კი პრახადნოი დვორი იყო, თან იქაც და აქაც რა ვქენით შეტევაში.
azri
02 სექტემბერი 2021 22:07
2
სამარცხვინო ნაკრებია, შეცვლები დაგვიანებული. ამათგან არაფერი გამოვა. ჯიგარი არ აქვთ.
emzari
02 სექტემბერი 2021 22:07
0
არავითარი აღმავლობის,წინსვლის ნიშნები არ ჩანს!
დავითი
02 სექტემბერი 2021 22:07
0
ისე წერთ კვარაცხელიას გარეშეო, ვითომ კვარაცხელიასთან ერთად გადავხანით ყველაფერი:D
sul2
02 სექტემბერი 2021 22:05
24
აი ზუსტად შენნაირად რო ფიქრობს ბევრი მიტო ვართ ასე. გადახვნაზე უარესი იყო მაკედონიასთან შეცვლაზე გოლი და საბერძნეთთან სრული ფრუსტრაციის შემდეგ ისსევ კვარაცხელიას გოლი, მაშნ როცა არავინ ამას არ წარმოიდგენდა. ყველაზე მეტად ასეთი დაუფიქრებელი და უაზრო სრულიად უადგილო კომენტარები და აზრები მშლის ნერვებზე რაააა!!!!!
jigari
02 სექტემბერი 2021 22:20
16
ჩაბრაძე რატოა ნაკრებში რატოოოოოოო !!!!????
მე
02 სექტემბერი 2021 22:05
1
იმიტომ,რომ სხვა უკეთესი არა გვყავს
სოსო
03 სექტემბერი 2021 11:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული