კოსოვოელთა მწვრთნელი: გამარჯვებას სწორ და კომპაქტურ თამაშს, ასევე ფიზიკურ სიძლიერეს ვუკავშირებ
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების დამარცხების (1:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კოსოვოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი ბერნარ შალანდე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
"როგორც მატჩის წინა დღეს განვაცხადე, ერთმანეთს თანაბარი ძალის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელთაც გამარჯვების მოპოვება უჭირდათ. მოხარული ვარ, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა.
წარმატებას სწორ და კომპაქტურ თამაშს, ასევე ფიზიკურ სიძლიერეს ვუკავშირებ".