სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
ჩვენი ფეხბურთელების უემოციო სახეები თამაშის დროს მაკვირვებს ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ამას ვერ ამჩნევთ ხალხო? ეს ყაზაიშვილი დასეირნობს სტადიონზე თითქოს ბულვარში იყოს. სანამ 100% არ დაიხარჯებიან არაფერი გამოვა
geo
03 სექტემბერი 2021 08:40
0
სანამ ნაკრებს საკუთარი ინტერესების გამო იყენებენ მანამდე არაფერი გვეშველება, ვისაც მაგრად ჭირდება თავის გამოჩენა სწორედ ის თამაშობს მონდომებით დანარჩენები კი თავს არ იკლავენ. თამაშს რომ თავი დავანებოთ სირბილი მაინც ხომ შეუძლიათ...
zmo
03 სექტემბერი 2021 08:35
0
იქიდან დავიწყოთ სომხებს რომ გვედრებით სანამ ეს თაობა გვეყოლება სადაც გინდათ იქ მოგიგებთ ჰანდიკაპი, ქართველებს სანამ გენტი გგონიათ მაგარი გუნდი მანამ არაფერი გეშველებათ, მესამე ფულს სწორედ დახარჯვა უნდა
sergo
03 სექტემბერი 2021 08:29
6
აშკარად ჩანს რომ შენ სომეხი არა ხარ - ქართველი ხარ. უბრალოდ, სომეხად ინიღბები! ისე კი, სრულ სიმართლეს წერ
სიმართლე
03 სექტემბერი 2021 10:44
1
ნიუ იორკი ვისია?!
ჩვენია
03 სექტემბერი 2021 09:49
1
აი ამიტომ წააგეეᲗ...
ფეხბურᲗი აᲦარ არსებობს და რატო ხარᲗ ᲩუმაᲗ Ჟურნალისტებო ვერ ვხვდები ,
...ᲩუმაᲗ რომ ხარᲗ გამოდის Თქვენც მონაწილე ხარᲗ ამ კრახის და სირცხვილის....
რამდენი პერსპექტიული ბავᲨი დაიკარგა ფეხბურᲗᲨი ვინ მოᲗვლის და Შედეგს ახლა ვიმკიᲗ...
Ჟურნალისტებო დროა ამოიᲦოᲗ ხმა და პერსპექტიულ სპორტსმენებს დაუწყეᲗ Ძებნა და გაპიარება,მაგრამ იმაᲗგან არაფერს ელოდებიᲗ ხომ...ამიტომ Შედეგი ნოლი და ახლა ვიმკიᲗ ...
გიოგოგიო
03 სექტემბერი 2021 08:17
0
კაპაროსს აქებენ აქ და იცით, რატომ დადო შედეგი? იმიტომ რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული თავისუფლება მიანიჭა და ხიზანიშვილი არ მიუსვა გვერდით საკუთარ რეზიდენტად. ყველაფრისთვის მადლობა ლორიას, მაგრამ დავიჯერო, რომ სილესენს ჯობია? ან რა ამბავია ამდენი ბათუმის „დინამოელი“? ვინმე დარჩა ბათუმში ქართველთაგან, ნაკრებში რომ არ უხმეს? ეროვნული ნაკრენია, თუ ბათუმის „დინამო“-ს სარეკლამო სააგენტო? კარგია აზაროვი თავისი ასაკისთვის, მაგრამ ვერ ჯობია თუნდაც უთამაშებელ გიორბელიძეს. ან რისთვის მოგყავდათ მიქაუტაძე, თუ დონდლო ქვილითაიას ათამაშებდით მაინც? მერე ჩვენ რას შემოგვტირით, სისწრაფეში გვაჯობესო. ამ ციკლში ხომ მაინც არას მაქნისები ხართ და მომავლის გუნდზე გეფიქრათ, ანუ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, მაინც მისთვის მიგეცათ მეტი დრო და არა ყაზაიშვილისთვის, რომელიც 5 წელია უკვე პროფესიულ კი არა, კომერციულ ლიგებში თამაშობს. როგორ დავიჯერო, რომ აბურჯანია ვარჯიშებზე დაფრინავს და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე იწყებს ფორთხვას. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის წიტაიშვილის საკმაოდ კარგი დებიუტი იყო. წიტა, ჩაკვე, კვარა, კიტე, ჟორჟი, მამარდა - ბიჭები, რომლებიც თანამედროვე, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და არა აქვთ პარტნიორის მუდმივად უკან მოძიების მანია - აი, ესაა ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ერთადერთი, რაც მათი წარმატებისთვის ფედერაციამ უნდა მოიმოქმედოს - ხელი არ შეუშალოს მათ შეთამაშებასა და განვითარებას აშკარად მიკერძოებული სელექციით. ამ შემთხვევაში, დრო მოვა და ბიჭები აუცილებლად დადებენ შედეგს, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს.
რა გვეშველება?
03 სექტემბერი 2021 08:09
1
ჩვენ როგორც ჩანს ფეხბურთის თამაში აღარ შეგვიძლია. ძლიერებს ხელს ვუშლით და ღირსეულად ვაგებთ. პირველ ნომრად ვერ ვთამაშობთ, შეტევას ვერ ვახერხებთ და უღირსად ვაგებთ.
ჯუჯი
03 სექტემბერი 2021 07:58
0
არც სანიოლის გამოუვა რაიმე საქართველოს ნაკრები მწვრთნელების სასაფლაოა. გავიხსენოთ რამდენი უცხოელი მეტნაკლებად ცნობილი მწვრთნელი ყავდა ნაკრებს ბოსკამპი, კურერი ჟირესი,ტოპმიოლერი,ვაისი შედეგი დადო რომელიმემ ვერა მხოლოდ შუშაკმა მოაგებინა გუნდს ერთ თამაში რუსეთთან და მერე გაგრძელებაზე უარი განაცხადა მიხვდა ვისთანაც ქონდა საქმე. არ უნდა ამ ხალხს სირბილი და ოფლის გამოდენა გსიამოვნებთ თქვენ რომ ოფლიანდებით? ესეა ისინიც. მაგათ მწვრთნელი კი არა ნიშადური ჭირდებათ თან ყოველ 10 წუთში. თუ რელურად გვინდა საქმის კეთება 20 წელზე ზემოთ ვინც არის ყველა უნდა გაყარო ნაკრებიდან და დაიწყოს ახალი ნაკრების შენება.
w
03 სექტემბერი 2021 07:51
0
ერთი და იგივე .....
ჯიჯი
03 სექტემბერი 2021 07:45
0
სულ ვაგებთ და ღირსეულად წავაგეთო გვიხარია. ეს კარგია. ახლა უღირსად წავაგეთ და აღარ გვიხარია. ეს ცუდია. ვაი ჩვენს პატრონს.
ჯუჯი
03 სექტემბერი 2021 07:42
0
ზოგიერთების გამკვირვებია,მწვრთნელს რომ ადანაშაულებენ.სულ მწვრთნელი როგორაა დამნაშავე,მოკლედ ამათი მოსაწონი ვერა და ვერ იქნა,ფეხბურთელები არა გვყავს,ფეხბურთელები
კახა ქ.
03 სექტემბერი 2021 05:34
2
იმიტომ, რომ ყველაზე უარესი შემადგგენლობა დააყენა, რის ჩედეგადაც დაცვის ფრთები მთლიანად მოაშიშვლა, შუა ხაზი კანკავას, ხოლო თავდასხმა - წიტაიშვილის ამარა დატოვა. დაცვის ფლანგებზე კაკაბაძეზე და გიორბელიძეზე უკეთესი (სულ რომ უთამაშებლებიც იყვნენ), ამ ეტაპზე არავინ გვყავს. იგივე ითქმის ჩაკვეტაძეზე და მიქაუტაძეზე. მარტო ეს ოთხი Fეხბურთელი რომ დაეყენებინა სასტარტოში ჩაბრაძის, აზაროვის, ყაზაიშვილის და ქვიითაიას ნაცვლად, თამაშის სულ სხვა დონე გვექნებოდა, იძულებით, თუ ტაქტიკურ შეცვლებსაც უკეთესი შედეგი ექნებოდა. შემადგენლობა რომ გამოცხადდა, გასკდა გული. მანამდე სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა სასტავის გულშემატკივართა ვარიანტები. არცერთ მათგანს არ დამთხვა მწვრთნელის მიერ დაყენებული შემადგენლობა. თამაში, შემადგენლობის გამოცხადების თანავე, წაგებული იყო. ამის შემდეგ რაც გინდათ, ის გიქნიათ ხიზანიშვილო და სანიოლ. მსომფლოს მუნდიალზე ჩვენი გუნდის ნახვის იმედი 2026 წლამდე გადაიდო.
ამი
03 სექტემბერი 2021 10:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული