სანიოლი: ჩემი ფეხბურთელებისგან ესპანეთთან სხვა მენტალიტეტს მოველი

AutoSharing Option
ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ნებისმიერი ფეხბურთელი მუდამ მზადაა ისეთი მატჩისთვის, როგორიც ესპანეთთან თამაშია. ვიცით, მათ ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ პირველი შეხვედრა თანაბარი იყო და ფრეს ვიმსახურებდით.

შევეცდებით ჩვენი იარაღითა და თვითდაჯერებულობით ვიბრძოლოთ. ეს სრულიად სხვა მატჩია, სხვა გუნდთან. ბევრი ტრავმირებული გვყავს, თუმცა, ვინც მოედანზე გავა, შეეცდება ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს.

კოსოვოსთან ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ - არა მხოლოდ დაცვაში. ნამატჩევს ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაა გასაუმჯობესებელი და იმედი გვაქვს, რომ ასე
იქნება ყველა ასპექტში. თუმცა, ძირითად ყურადღებას ბევრ თვისებებზე ვამახვილებთ, რომლებიც გაგვაჩნია. პირველი, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან მოველი, სხვა მენტალიტეტია, ვიდრე გასულ მატჩში".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვკითხულობ გულშემატკივრების კომენტარებს და გეფიცებით, ბევრი მათგანი ბევრად განათლებული, ჩამოყალიბებული და საკუთარი ქვეყნის პატრიოტია ვიდრე მთელი ჩვენი საფეხბურთო ვაი სამყარო ერთად აღებული. მუჯირი... მუჯირს საერთოდ რა უნდა ფედერაციაში... ან კობიაშვილს.
ირაკლი
05 სექტემბერი 2021 00:21
0
მეც მგონია, რომ უკეთესად ითამაშებენ, მაგრამ გამარჯვება არ არის იმ გუნდის ხილი, რომელმაც ფეხბურთის თამაში არ იცის და სუსტი ფიზიკა აქვს.
: )))))))
05 სექტემბერი 2021 00:21
0
ნეტარ ბრძდებით ვილი ბატონო, რამეთუ გწამთ!
ჩვენ ცოდვილთ უკვე აღარ გვწამს და ვართ ასე საბრალო მდგომარეობაში.
ბატონ ვილის
05 სექტემბერი 2021 00:01
0
მოსაგების მოგება ვალდებულებაა, ხოლო საკუთარი თავზე მაღლა ახტომა, ღირსების საქმე.
ჟორა გაბრიჭიძე
04 სექტემბერი 2021 23:52
1
ეეხ ვილი საქართველოს ძალიანაც კარგი მენტალიტეტი აქვს უბრალოდ გამოთლა და დახვეწა სჭირდება და არა შეცვლა, საბჭოთა კავშირმა ძალიან დაამახინჯა ((( შენ კი შენი ფრანგული მენტალიტეტით, სანამ გაქებენ იქნები ნაკრებში, მერე კი აიღებ ფულს და გაქრები.
ნაკრების მოგება წაგებაზ3 არარის საქმე, შეილება ყველა თამაში წააგოს ჯგუფში, მაგრამ დისციპლინიდან და ელემენტარული, ყოველ ჯერზე ნაკრების შემადგენლობიდან ჩანს ფედერაციის მუშაობა... უნდა შეიცვალოს ფედ3რაცია და დროა განათლებული მცოდნე ხალხი ჩაუდგეს სათავეში. კობიშვილის 1 წლიანი ტრენინგი ჰერტაში, ვერ უშველის ნაკრებს, ეგაა ხალხის დაბოლება, მინიმუმ 3-4 წლიანი ტრენინგებია გერმანიაში და მერე დაბალი ლიგის მწვრთნელობიდან იწყებენ დიდი სიფრთხილით, ამან კ8დე ერთ წელში ფედერაციის პრეზიდენტობა გასცხო აი ეგაა ჭაობი!!! ხალხსაც სჯერა იმიტომ რომ განათლების სისტემა ნულზე ქვევითაა!!! განათლებული და ნაკითხი თაობა გვჭირდება რომ უმრავლესობამ იცოდეს ცუდის და კარგის გარჩევა. საიდან უნდა დავიწყოთ?
Emigranti
04 სექტემბერი 2021 23:26
10
ელგუჯას!!! კარგად ვიცი და მიტომ ვწერ, არ ვიცი თქვენ რა მოგწონდათ მონურ მენტალიტეტში მაგრამ მე არ ვაპირებ კიდევ 50 წელი ავღნიშნავდე 81 წლის თასების თასს.
Emigranti
06 სექტემბერი 2021 01:44
1
ძალიან კარგი მენტალიტეტი გვქონდა საბჭოთა კავშირის დროს თუ არ იცით არ უნდა ილაპარაკოთ მაშინ ფეხბურთიც სხვა დონეზე იყო
53 ლის ვარ და მახსოვს დინამოს ყოველი თამაში დღეს რომ მაგ დონის ნაკრები გვყოლდა ბევრს მივაღწევდით
ელგუჯა
05 სექტემბერი 2021 14:28
2
ყველა გამოხმაურება
სანიოლ, კარგია ოპტიმიზმი, მაგრამ...
სანდრიკა
04 სექტემბერი 2021 23:23
0
დროა შეიმეცნოთ მოსალოდნელი სირთულეების ადვილად გადალახვის გზები და საშუალებები!
მენტალური მომზადების ცენტრი
04 სექტემბერი 2021 23:18
0
კარგი, რა, ვილი!
ქვილითაიას, ყაზაიშვილს და ჯიღაურს რომ ნაკრებში მიიწვევ, რა მენტალიტეტზეა საუბარი?
ILIA
04 სექტემბერი 2021 23:02
1
სხვებმა რომლებმაც დახაზეს?
: )))))))
05 სექტემბერი 2021 00:19
10
რასაც გულშემატკივარი ვითხოვდით - უცხოეთში "ჭ" ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს - ეროვნულიდან გამოიძახეთ თქო, შეასრულა. ის დავინახეთ, რომ კლასში არც თუ ისე დიდი სხვაობაა. მაშინ რაშია პრობლემა? ხომ ყველას გვაქვს ტელევიზორი? ხომ ნახულობენ ფედერაციაში გამეორებით ჩვენს შეხვედრებს?
..რომ ხედავ რომ ეს ქვილითაია იღლება ნუღა ათამაშებ - მთლად რომ ტოტენჰემში იყოს !!
.. რომ ხედავ რომ აბურჯანია არასწორ პასებს აკეთებს და ძირს გდია სულ ბიჩოკივით, ნუღა ათამაშებ - მთლად რომ მანჩესტერში იყოს !!
.. რომ ხედავ, რომ ჩაბრაძეს 2 ჯერ გასცდა მეტოქე, გამოცვალე !! - მთლად რომ ბარსელონაში იყოს !!
.. რომ ხედავ რომ ყაზაიშვილმა რამდენჯერ ბურთი მიიღო, იმდენჯერ დაკარგა, გამოცვალე !! - მთლად რომ იუვენტუსში თამაშობდეს !!
რთულია??
ილია
04 სექტემბერი 2021 22:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული