კოშმარი ბადახოსში - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:3 მარცხდება.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც არ
უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41)

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია, სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, მამუჩაშვილი, დავითაშვილი

მკითხველის კომენტარები / 43 /
არაუშავს ხალხო,სამაგიეროდ რაგბიში შანსს არ ვაძლევთ
გია
05 სექტემბერი 2021 23:49
5
ეგ არაფერი, შვიდამდეა თამაში!!! უთავმოყვარეების ჯგრო !!!
S.O.S.
05 სექტემბერი 2021 23:49
0
გული მერევა
კობი
05 სექტემბერი 2021 23:48
0
გადაარწყიე მერე იმათ ვინც აგირია
122
06 სექტემბერი 2021 00:54
0
Akver vwer mblokaven sul arvici rato mara zato feisbukshi mogikitxavt federacian fexbiritelianad
Gacofebuli
05 სექტემბერი 2021 23:44
0
ეს სანიოლიც დააქლიავეს, ან წიტაიშვილი ან მიქაუტაძე რატომ არ არიან სასტარტოში. ეს უთავმოყვარეო ნაგვები გაყარეთ ნაკრებიდან. დავითაშვილი რომ ვარგოდეს , სლუცკი სხვას შეტენიდა????????????? ერთი ბებიაჩემი ოლღა არ არის ნაკრებში, დანერჩენები შეუტენიათ უკვე
???????????????
05 სექტემბერი 2021 23:43
0
კოშმარი კი არა ლოგიკურია, რა ნაკრები ჩვენ გვყავს რო?! მამარდაშვილმა ვალენსიასთან ერთად ჩემპიონატი და თასი უნდა მოიგოს, რომ ნაკრებში კარში დააყენონ?! თუ დიდხანს მეძინა წუხელ და კვიპროსის ჩემპიონატი
ბექა
05 სექტემბერი 2021 23:43
3
მამაცხონებულებო, სახლში კოსოვოსთან წაგება არ იყო კოშმარი და ესპანეთთან ამ შემადგენლობით ეს ანგარიშია ? რა სრ8ს გასაკვირი, წინასწარ არ იცოდეთ? ხუთამდე თუ ავიდნენ, ლოგიკური იქნება
: )))))))
05 სექტემბერი 2021 23:42
4
უსისხლოდ და უსირცხვილოდ თამაშობენ, კაშია, ლორია, კანკავა, დროა წავიდნენ ნაკრებიდან, გუნდს ახალი კაპიტანი სჭირდება, მაგალითად მამარდაშვილი
უნამუსოები
05 სექტემბერი 2021 23:42
1
ასეა, ბიძიკო, თვეობით უმუშევარი მწვრთნელი საქართველოსნაირ წყალწაღებულ ქვეყანაში ფულის საკეთებლად მოდის. რა თქმა უნდა, მასაც და ფედერაციასაც უნდა, რომ ფულის კეთებასთან ერთად შედეგიც დადონ, მაგრამ ეგ საქართველოს კი არა, არგენტინის ფედერაციას არ გამოსდის. რაც შეეხება ბიჭებს, რომლებსაც ყველანი ვატყობთ, რომ ისე არ იბრძვიან, როგორც მარტის თამაშებში - მე პირადად ვერ გავამტყუნებ, რადგან არავისა აქვს სურვილი, ფედერაციის შემოტენილი ხალხის მაგივრად ირბინოს. მჯერა, არ ეზარებათ საქართველოსთვის თავდადება, მაგრამ როცა შენს თვალწინ იჩაგრებიან ახალგაზრდა ბიჭები ვიღაცის ფინანსური ინტერესების გამო, იქ უკვე შეუძლებელია თავდადებული თამაშისთვის განეწყო.
რა გვეშველება?
05 სექტემბერი 2021 23:42
1
ბადახოსში კატოკი და ასფალტი თამაშობს!
T.q
05 სექტემბერი 2021 23:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული