სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმას რით ახსნის ეს კაცი რომ კოსოვოსთან სამარცხვინოდ წაგებული მატჩის ერთადერთი ნათელი წერტილი - წიტაიშვილი რომ სკამზე დატოვა?
ქობულეთიდან
06 სექტემბერი 2021 11:53
0
ესპანეთთან ნაღდი გაგვყიდეს
სხვას ვერაფერს მოიფიქრებს
კაცი
თენგო
06 სექტემბერი 2021 11:43
2
PS ხო და კიდევ, მამარდაშვილი რომ ,,თვითნებურად და უტიფრად,, არ წასულიყო ვალენსიაში და ღრუსეთში ყოფილიყო გასაყიდად გამზადებული, შანსს მისცემდნენ კოსოვოსთან ან ესპანეთთან. რა თქმა უნდა ვალენსიას ოფიციალურ გვერდს არ გამოეპარებოდა ეს და აღნიშნა კ8დეც რომ შანსი არ მიეცა.
Emigranti
06 სექტემბერი 2021 11:42
0
მამარდას დაყენება არ იქნებოდა სწორი, ესპანელები მაინც ამოგვტენიდნენ და მასაც შესაძლოა ვალენსიაში ადგილი დაეკარგა ძირითადში...
zaza
06 სექტემბერი 2021 12:34
2

ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
06 სექტემბერი 2021 11:41
1
ქვეყანა,საიდანაც ერთი ჟურნალისტიც კი ვერ ახერხებს წაყვეს ნაკრებს ესპანეთში მსოფლის შესარჩევ მატჩში და პრესკომფერეციაზე მაინც კითხვები დაუსვას მწვრთნელს ვერაფერს მიაღწევს.ან თუ ახლდა და ვერ დაუსვა კითხვები რატომ არ ათამაშა წიტაიშვილი და რატომ მოხვდა წიტაიშვილი ნაკრებში მხოლოდ კვარაცხელიას ჩამოუსვლელობის გამო,რატომ არაა კვარაცხელია ნაკრებში როცა მისი კლუბის დირექტორი ამბობდა რომ,ის ნაკრებში მოდიოდა,რატომ არაა კვეკვესკირი როცა ცენტრალურ ზონაში სრული კატასტროფა იყო ორივე მატჩში,ან რატომააა ნაკრებში დაუშვილი როცა,მის პოზიციაზე ამხელა პრობლემაა და არცერთი წუთი არ მისცემია სათამაშოდ,რა,დებიუტანტია,ვერ გარისკა და მხოლოდ ამხანაგურზე,გამოსაცდელად სჭირდება?რა პრინციპით მოხვდა ნაკრებში ბათუმის,რომელიც ვერცხლის პრიზიორია 8 ფეხბურთელი ნაკრებში და მაგალითად ჩემპიონი დინამოს ვერცერთი?დავიჯეროთ დინამოს ისეთი და იმდენი ხარისხიანი ლეგიონერი ყავს რომ,მათი დამსახურებით გაჩემპიონდნენ?რატომ არ წაიყვანა ნაკლები პრაკტიკის მიზეზით ზოგი ფეხბურთელი და ასეთივე უთამაშებელი რამოდენიმემ ორივე მატჩი სასტარტოში დაიწყო,სადაა ლოგიკა?
ანდრია
06 სექტემბერი 2021 11:40
0
რა გახდა ერთი კარგი, პროფესიონალი მწვრთვნელის მოყვანა? ოღონდ მკაცრი უნდა იყოს და არა ძმაკაცური გაგების. ჩემი აზრით ფეხბურთელებს უნდა დაუკლონ ხელფასები და ეგება მერე მაინც, გაანძრიონ ერთი ადგილები.
გია
06 სექტემბერი 2021 11:39
1
ეს ჩბეულებრივი საქმეა ჩვენში. მწვრთნელის შერჩევა განპირობებულია მისი მორჩილების ხარისხზე, დამოუკიდებელი აქ ვერ იქნება. ფედერაცია წყვეტს ყველაფერს, შემადგენლობიდან დაწყებული, სათამაშო დროით დამთავრებული. კობიაშვილი რათქმა უნდა თემაშია, მაგრამ არჩევნებია და შედარებუთ პასიურია, ამ ვაქხანალიაში დომინანტია იაშვილი და მისი "ფეხი" ხიზანა.
სანტო
06 სექტემბერი 2021 12:47
0
აქაც პოლიტიკამ ხომ არ შეაღწია?
დაპირისპირება?
ასე არასდროს უთამაშიათ
თენგო
06 სექტემბერი 2021 11:34
0
ფეხბურთის აზრზე არ ხარ ვილი ან შეგნებულად თავს იდებილებ. კოსოვოსთან ვინ კარგად ითამაშა და ვინ ცუდად ვერ გაიგე ეტყობა. ეს აბურჯანია და ჩაბრაძე რას ამოიჩემე დაასვენე მაინც. ერთადერთი ნათელი წერტილი წიტაიშვილი საერთოდ არ შეიყვანე. უკვე რო დაახვიო ნაკრებიდან ამ სულელური შემადგენლობისთვის დროა
ქართველი
06 სექტემბერი 2021 11:32
6
ჩვენმა სანაქებო უვარგისმა ფედერაციამ, საქართველოში მწვრთნელების სასაფლაო დააარსა
gori
06 სექტემბერი 2021 11:30
2
წიტაიშვილი ახალი სისხლი არ არის კოსოვოსთან ყველაზე კარგად გიო გამოიყირებოდა და საერთოდ არ ათამაშე
ემიგრანტი
06 სექტემბერი 2021 11:28
1
მასეა. სისხლი რაც გაქვს იმასაც რომ არ იყენებ, ენა მაინც უნდა გააჩუმო, ვილი-ჯან.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 11:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული