დღესვე ეროვნულმა ნაკრებმა აღდგენითი ხასიათის ვარჯიში გამართა. 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.
7 სექტემბრის განრიგი
18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
18:30 - ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 - ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტალია, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)
ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება 8 სექტემბერს სოფიის ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge
P.s.გიორვი ლორიას დიდ პატივს ვცემ, ბრწყინვალე მეკარეა
მცველები: ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი.
ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური, გიორგი ჩაკვეტაძე
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე.