საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
ამ ფეხბურთის განვითარების ფონდით, ნეტა იმის გაკეთება არ შეიძლება, რომ თბილისში, ყველა უბანში ერთი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი გაკეთდეს და საფეხბურთო სკოლებს გადაეცეს? რაც იყო ის გაიყიდა კი ბატონო, ახლო მხედველობა და ღორობა, რომ არ ახალია კი ბატონო, მაგრამ თუ სადმე მიეაა დარჩენილი ჯერ კიდე აუშენებელი, რომ გამოისყიდოს ამ ფონდმა, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს არ შეიძლება? ქეცბაია რომ ყვიროდა მართალი იყო ის კაცი. თუ მოედანი არაა, სად უნდა გაიზარდოს ბავშვი? და თუ მასობრიობა არაა, როგორ უნდა ამოირჩეს ფეხბურთელი? რასაკვირველია სტადიონის გარდა კიდევ ბევრი რამეა, მაგრამ ჯერ ამით რომ დავიწყოთ? თბილისშია მოსახლეობის ნახევარი და აბა რამდენ სტანდარტულ მოედანს ჩამოთვლით? საშურია ეს საქმე, სანამ კიდევ არის მიწის ნაგლეჯები დარჩენილი, თორემ ცოტა ხანში ერთ ბეტონის ჯურღმულად გადაიქცევა ეს ქალაქი.
გიორგი
09 სექტემბერი 2021 01:35
1
რეალურად დღეს ჩვენი ნაკრების თამაში დიდ წილათ არის დამოკიდებული შეტევაში ოთარ კიტეიშვილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე და შუაში ჯაბა კანკავაზე სამწუხაროდ ამ ეტაპზე მათზე უკეთესი ფეხბურთელები მათ პოზიციებზე ჩვენ არ გყავს ჩაკვეტაძე არ არის ფორმაში ფაქტიურად 1 თვეა გიორგიმ დაიწყო თამაში ხანგრძლივი ტრამვიანობის შემდეგ და მას ჭირდება დრო რომ აღიდგინოს ფორმა ზოგადად ბევრი ფეხბურთელი არ არის ფორმაში დღეს რაც დავინახე ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები ვერ უტევს როცა არის ხვიჩა გუნდი სულ სხვანეირად თამაშობს სხვა შემართება და იგრძნობა რომ ლიდერი არის მოედანზე ვისი იმედიც აქვს გუნდსაც და გულშემატკივასაც ყაზანის რუბინის ფეხბურთელია 20 წლის ბიჭია რაც გინდათ ის დარქვით მაგრამ ხვიჩა კავარცელიას გარეშე გუნდი ვერ თამაშობს.
გელა
09 სექტემბერი 2021 01:07
1
ჩაკვეტაძემ შეტევაში დაკარგა ბურთი და იქვე დადგა გაჩერდა ,ამ დროს კომენტატორი გაოცდა ,ესე როგორ შეიძლება ,რომ მოიქცეს ფეხბურთელი და არ ეცადოს დაუყონებლივ დაკარგული ბურთის დაბრუნებასო,ან უბურთოდ საერთოდ უნიათო თამაშობენო , არანაირი მონახაზი და ტაქტიკა,იგივე კომენტატორი ამბობს , ინდივიდუალურად ზოგი ძალიან კარგი მონაცემებით გამოირჩევა მაგრამ ფეხბურთი არაა ინდივიდუალური თამაში ,გუნდური თამაშია ,ვერავინ ვერ ასწავლა საქართველოს ნაკრებს გუნდური თამაში ,ეს მენტალიტეტის პრობლემაა , უკრაინიდან იყო კომენტატორი .არ გამოვა მაგათგან არაფერი.
დევკალიონი
09 სექტემბერი 2021 00:59
2
მსოფლიოს შესარჩევების ცხრილებს გადახედეთ, ჩრ ირლანდია, კოსოვო, ჩრ მაკედონია, ალბანეთი, სომხეთი... კიარა უკვე ანდორა, მალტა და ლიხტენშტეინიც გვჯობია, ყოველ მეორე თამაშს 4-0 აღარ აგებენ. სანიოლი არაფერ შუაშია, რაქნას სანიოლმა როცა ფეხბურთელი კარის მიმართულებით რომ დაარტყამს და ბურთი კუთხურის ალამს მოხვდება, არ გამოიძახოს ამ დონის ფეხბურთელი? კი ბატონო მარა მის მაგივრად მოყვანილი უარესი დონის იქნება და უარეს იზამს, სრული ქაოსია ქართულ ფეხბურთში, კლუბებში, ნაკრებში. ფედერაცია მარტო ბიუჯეტის "ათვისებით" არის დაკავებული საბანკო ანგარიშებს ივსებენ ბიჭები სანამ დრო აქვთ. სანიოლს, მამარდაშვილს, წიტაიშვილს და კვარაცხელიას გასაგონად ხალხო დროზე მოსცილდით ნაკრებს კარიერას და მომავალს ნუ ინგრევთ, ეგ ჭაობი ლოჩოშვილის, დაუშვილის, ბათუმის დინამოელების მეტის ღირსი არაა
გიო
09 სექტემბერი 2021 00:53
1
ბიჭებო ფეხბურთი არაა თქვენი საქმე ისევ პოლიტიკას მიაწექით..ვაი ჩვენ თქვენს ხელში
Გიო
09 სექტემბერი 2021 00:49
2
აღარც ტიტანიკზე მეტირება და აღარც თქვენ წაგებაზე.
ჭიჭიკო
09 სექტემბერი 2021 00:45
0
არ ჩანს ცუდი ხალხი
არა?
09 სექტემბერი 2021 00:41
2
ლა კალგია ლა კალგია ერთი გოლი გავიტანეთ
ჩიტოვიჩი
09 სექტემბერი 2021 00:41
0
წავალ ისევ ჩემ ჩიხურას ვუბალეიშეკებ
რაჟდენა
09 სექტემბერი 2021 00:35
1
მე რომ დამინიშნოთ არ ინანებთ რაც მე გადაცემები და კონცერტები წამიყვანია რა დათვლის
დუტა
09 სექტემბერი 2021 00:11
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული