საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
გულშემატკივრებმა რომ დავაკომპლექტოთ ხოლმე ნაკრების შემადგენლობა გამოკითხვის საფუძველზე და მწვრთნელი გინდ ფედერაციამ დანიშნოს და გინდ ინგა გრიგოლიამ, ვითომ უარესი შედეგი გვექნება?!...
ვოოტ
09 სექტემბერი 2021 00:08
2
ერთი გოლი ძლივს გაიტანენ ამ ფეხბურთელებმა..
გოგია წულაია
09 სექტემბერი 2021 00:08
2
ანრი ჯოხაძე ან გია ჯაჯანიძე მოუხდებოდა ნაკრებს. ვიხალისებდით მაინც.
გოჩა ჩერტკოევი
09 სექტემბერი 2021 00:03
4
მეცოდება ჩვენი ნაკრები და მენანება სანიოლი
Vasili
08 სექტემბერი 2021 23:53
5

"ააფრინე ალალიო: რაც არ არი, არ არიო!"
N
08 სექტემბერი 2021 23:48
1
ჩემი კიმენტარი რატო არ გამოაქვეყნედ ჩვენ ფეხბურთელებზე მეტად არა სპორტული იყო???
აჩი***
08 სექტემბერი 2021 23:45
1
არ ინერვიულოთ მეგობრებო, დარწმუნებული ვარ მალე ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს!
კახა კუჭავა
08 სექტემბერი 2021 23:38
1
ზოგიერთი იცინიან და ღლიცინობენ ხალხო რა არის სასაცილო ამ ფეხბურთზე 100 ბით მილიონი იხარჯება ბიოჯეტიდან უამრავი მილიონი იხარჯება ფედერაცის და მწვრთნელის ხარჯების დასაფარად და ამ ყველაფრის შედეგი არის ეს რასაც ვხედავთ არაფერია სასაცილოო ეს არის ბიუჯეტის ფული ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ფული და ეს ხალხი ვერ მუშაობს თავის საქმეს ვერ აკეთებენ და უნდა წავიდნენ!!!!! რადგან 6 წელია ფედერაციას მართავენ და შედეგი არის 0 ყველანაირი მიმართლებით.
ზაზა
08 სექტემბერი 2021 23:36
1
მართალი ხარ, ძმა, მარა ეგენი რო წავიდნენ, სანამ კალაზე მანდ გრიმიტობს, წავლენ კი არა, უფრო ბევრი მოვლენ.
ბენიამინიძე
11 სექტემბერი 2021 15:54
1
სანიოლის დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ სულ ცოტა 6-7 ფეხბურთელი ბურთს ვერ აჩერებს. საშუალო სირბილის პასსაც ვერ. სასწაული თუ მოხდა და ბურთი წინ თუ გაიგდეს, მერე ვეღარ ეწევიან. შეტევაში არ იხსნებიან და დაცვაში ფეხები უკანკალებთ. ეს 8-12 წლის ასაკში უნდა ესწავლათ. ნაკრების მწვრთნელი ვეღარ ასწავლის. არც სანიოლი უქნია ღმერთს.
გიორგი
08 სექტემბერი 2021 23:36
1
ამ საცოდავ ფეხბურთელებს მუდამ ახსენებენ ქართული ფეხბურთის მიღწევებს. იმ მოგებას, ამ მოგებას, ასეთი ვარსკვლავების არსებობას და ასეთ გულშემატკივრობას. უნდათ ამათი იმ მემკვიდრეობაში გაყვანა და არაა ეს სწორი. ქართული ფეხბურთი დაიწყო 1991 წ, ხოლო ის, რასაც იხსენებთ იყო საბჭოთა კავშირის ფეხბურთი, უკვე არარსებული ქვეყნის. არაა ეს ფეხბურთი და ეს ფეხბურთელები მჟავანაძე-შევარდნაძის ქვეყნის მემკვიდრე და მორჩა.
დიმიტროვი
08 სექტემბერი 2021 23:34
7
საბჭოთა სისტემა იყო, მაგრამ "საბჭოთა საფეხბურთო სკოლა" ნამდვილად უადგილო და ნოსტალგიურია.
მკითხველი.
09 სექტემბერი 2021 01:08
0
არავითარი "საბჭოთა კავშირის ფეხბურთი" ის არ ყოფილა. იყო სახელმწიფო, იყო წესრიგი და ინფრასტრუქტურა მაგრამ რასაც ქვია "საბჭოთა ფეხბურთი" თანაც საქართველოში არასდროს არ ყოფილა. კონკრეტულ ექსპერტებს თუ დავეკითხებით საბჭოთა კავშირში იყო 3 განსხვავებული საფეხბურთო სკოლა: ქართული რუსული და უკრაინული სკოლა. პაიჭაძე მესხი მეტრეველი ყიფიანი ჩივაძე გუცაევი შენგელია ხურცილავა დარასელია ქინქლაძე ასათიანი - ეს იყო ქართული სკოლა. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, რუსული და უკრაინული სკოლა დარჩა და გაგრძელდა ქართული სკოლა კი გაანადგურეს. სიმართლე აი ეს არის. დღევანდელი ქართული ფეხბურთის პრობლემა მხოლოდ ხელმძღვანელობაშია და საქართველოს როგორც კი საშუალება მიეცემა მაშინვე დაამტკიცებს რომ რუსეთი და უკრაინა კი არა იგივე ხორვატიაზე ნაკლები საფეხბურთო ერი არა ვართ.
ქართველი.
09 სექტემბერი 2021 01:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული