საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
ჩაკვეტაძემ შეტევაში დაკარგა ბურთი და იქვე დადგა გაჩერდა ,ამ დროს კომენტატორი გაოცდა ,ესე როგორ შეიძლება ,რომ მოიქცეს ფეხბურთელი და არ ეცადოს დაუყონებლივ დაკარგული ბურთის დაბრუნებასო,ან უბურთოდ საერთოდ უნიათო თამაშობენო , არანაირი მონახაზი და ტაქტიკა,იგივე კომენტატორი ამბობს , ინდივიდუალურად ზოგი ძალიან კარგი მონაცემებით გამოირჩევა მაგრამ ფეხბურთი არაა ინდივიდუალური თამაში ,გუნდური თამაშია ,ვერავინ ვერ ასწავლა საქართველოს ნაკრებს გუნდური თამაში ,ეს მენტალიტეტის პრობლემაა , უკრაინიდან იყო კომენტატორი .არ გამოვა მაგათგან არაფერი.
დევკალიონი
09 სექტემბერი 2021 00:59
2
ლა კალგია ლა კალგია ერთი გოლი გავიტანეთ
ჩიტოვიჩი
09 სექტემბერი 2021 00:41
0
არც ცხადაძის და არც ქეცბაიას დროს არ გყვავდა ჩვენ არგეტინის ან ბრაზილის დონის ფეხბურთელები მაშინ რაოდენობრივად 1-2 გამორჩეული ფფეხბურთელები გყავდა ვიდრე ახლა დღეს ბევრად დიდია რესურსი იმასთან შედარებით რაც მაშინ იყო და მე არ მახსოვს არც ქეცბაიას დროს არც ცხადაძის დროს ასეთი უმოტივაციო საქართველოს ნაკრები ჩვენ ვერასოდეს ვერ მივალთ ესპანეთის დონემდე რომ კლასის ხარჯზე ვაჯობოთ ვინმეს ჩვენი შედეგი ერთადერთი შეიძლება მონდომებით ბრძოლით ბოლომდე დახარჯვით მოედანზე რაც ამ ბოლო თამაშებში საერთოდ არ იყო მე ვერ დავინახე ეს და მაგიტომ ვამბობ რომ შეუძლებელია უცხოელმა მწვრთნელმა ინგისურ ენაზე საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად განაწყოს და მოტივაცია მისცეს საბრძოლველად.
გელა
08 სექტემბერი 2021 23:12
2
მორიგი ჩამოთრეული და გაპიარებული ვილი სანიოლი. ჟირესი ტოპმიულერი ა.შ. ფარჩაკების სიას მიემატა კი ვილი სანიოლი
Farchakebi
08 სექტემბერი 2021 23:12
4
არ შეიძლება იქნებ როგორმე მოვძებნოთ ისეთი ნაკრები ვისაც მოვუგებთ თუნდაც ერთი მაინც
ბექა
08 სექტემბერი 2021 22:35
0
ნუღარ გვარცხვენთ
გიო
08 სექტემბერი 2021 22:24
1
სანიოლი ბუტაფორიაა
რა გვეშველება?
08 სექტემბერი 2021 23:24
1
ჩემი კიმენტარი რატო არ გამოაქვეყნედ ჩვენ ფეხბურთელებზე მეტად არა სპორტული იყო???
აჩი***
08 სექტემბერი 2021 23:45
1
არ შეიძლება ხალხის ასე
აბუჩად აგდება არა
გოგა
08 სექტემბერი 2021 22:52
0
ეეეჰ! სიტყვები აღარ მყოფნის...
სრული ფიასკო.
08 სექტემბერი 2021 22:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული