სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
მევრთნელები რამდენი უნდა გამოიცვალოს ნაკრებში, არა გვყავს ფეხბურთელები და მწვრთნელმა რა ქნას, დროა უცხოელი ფეხბურთელები დავიმატოთ, ეს ეროვნული პირველობა კი ჭაობია რომელმაც დაახრჩო ქართული ფეხბურთი, იქნებ როგორმე ერთმა გუნდმა მაინც მიიღოს ან თურქეთის ან უკრაინის პირველობაში მონაწილეობა რომ სულ არ დაგვავიწყდეს ფეხბურთის თამაში
zmo
09 სექტემბერი 2021 09:07
2
ფეხბურთელების სწორი შერჩევაა საჭირო. ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს უნდა დაესწროს მწვრთნელი. დევდარიანი ან ჭიაბრიშვილი უნდა დაენიშნათ მწვრთნელად. უცხოელს აზრი არ აქვს, ამ ექსპერიმენტების ტარებაში წავაგებთ ყველა თამაშს და რა იქნება მერე. ყველაფერი შესაცვლელია
gio
09 სექტემბერი 2021 09:01
1
სანიოლის სიტყვებისა მე არ მჯერა, თუ ასე გააგრძელა შემოდგომაზეც ანალოგიური სიტუაცია იქნება.
ალექსანდრე
09 სექტემბერი 2021 08:53
0
ვავა ვავა ვავა ვაი ვაი ჩემი ძმა იყო საწყალი..... ვაი მართლა ამათ პატრონს მიცვალებული შეიძლება მართლა აღდგეს მარა ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება
ვაააიიიი
09 სექტემბერი 2021 08:20
2
ვილი! წადი.
ქ. გ.
09 სექტემბერი 2021 05:55
0
ამის ოპტიმისტობა მაოცებს, რისი ან ვისი იმედი აქვს. როგორც ...,,. სალამური არ გამოვა, ისე მაგათგან ფეხბურთელები არ დადგება
მამუკა
09 სექტემბერი 2021 05:54
1
კიტეს და კვარას გარეშე ძალიან ჭირს
სამწუხაროდ
09 სექტემბერი 2021 03:47
3
საერთოდ უნდა გაუქმდეს საქათველოში პროფესიული ფეხბურთი, ჩვენი ფეხბურთელები არიან მოყვარულები, ფედერაცია - რა უნდა ქნას ფედერაციამ? მიხედოს ინფრასტრუქტურას, აამაღლოს ეროვნული ჩემპიონატის დონე, მიხედოს ბავშვთა ფეხბურთს, გადაამზადოს ბავშთა მწვთნელები, მოიზიდოს ინვესტორები სულ სახელმიწიფო ბიუჯეტიდან რომ არ ფინანსდებოდეს ყველაფერი...სანიოლი? საქართველოს დარი ნაკრებისთვის დონით არაა ცუდი მწვრთნელი, თუმცა ეტყობა რო მისი ყველაზე სუსტი მხარე ფეხბურთელების მოტივირება და ემოციური ფონის შექმნაა, ჩვენნაირი კიდევ ვიმეორებ "სამოყვარულო" ნაკრებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია, ფეხბურთელები? სიმართლეს თვალი გავუსწოროთ არ გვყავს ფეხბურთელები, ჩვენი მუდმივი პრობლემა პროფესიონალიზმია, ღმერთმა ქნას კვარაცხელიამ მაღალ დონეზე სტაბილურად ითამაშოს იქნება ეგ მაინც იყოს დანარჩენებისთვის და მომავალიბთაობებისთვის მაგალითი, დღესდღეისობით კი ნაკრებს ორად ორი ფეხბურთელი ყავს კანკავა და კაშია ეს არის და ეს
ეეეჰ საქართველო
09 სექტემბერი 2021 03:28
29
ფეხბურთის გაუქმება კი არა ფედერაციაა გასაყრელი!!!!!!!!!
Xalxi
09 სექტემბერი 2021 21:15
0
ამდენი დისლაიქი რატო აქვს ამ კომენტარს ვერაფრით ვერრ ვხვდები, სამწუხარო რეალობაა ეს ყველაფერი... პროფესიონალი რეალურად კაშია და კანკავაა მართლაც, იმედი მაქვს კიტეც მათ კატეგორიაშია და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს კვარაც სრულად შეუერთდება მათ... ფედერაციის პირდაპირი მოვალეობა ზუსტად ისაა რაც დაიწერა... და აბა დისლაიქელებს რა უნდა ვერ გავიგე... ერთი კაი ფსიქოლოგი ან ქოუჩი უნდა გუნდს და წესით მწვრთნელი უნდა იყოს პრპფესიონალი ქოუჩიც...
რა მაფიაა?
09 სექტემბერი 2021 13:24
2
ყველა გამოხმაურება
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ამ ყველაფრის გამო და გასაგებია ემოციები ჩვენ ვაბრალებთ მწვრთნელს ვაბრალებთ ფედერაციას ფეხბურთელებს, ყველს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ,მაგრამ ვერც ფედერაცის პრეზიდენტი და ვერც მწვრთნელი ვერ გავა მოედანზე სათამაშოთ.
ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა არის ისევ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებში ფეხბურთელები არ გყავს იმ დონის და რაოდენობის რაც საჭიროა, რომ ჩვენმა ნაკრებმა სტაბილურად და ნორმალურად ითამაშოს ელემეტარულად, რომ გადავხედოთ ნაკრებს ყველა თამაშობს საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატებში უმეტესობა ფეხბრთელები თამაშობენ ამ ჩემპიონატების საშუალო კლუბებში და არაა მოწინავე კლუბებში ტოპლიგებზე საუბარიც არ არის ეგ უკვე ოცნებაა დღევანდელი რეალობით. საქართველოს ჩემპიონატი კი საერთოდ რა დონეზეა ჩამოსული.
ვინც გყავს ამ ფეხბურთელიბის უმეტესობა 2-3 კაცის გარდა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება ბევრი საერთოდ განაცხადშიც კი ვერ ხვდება კლუბში.
ჩვენს ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებს აქვთ სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ხშირად ტრამვიანობენ.
რაც ჩვენი ნაკრების შეკრებებზე ხდება ეგ ცალკე ანეგდოტია ფაქტიურად ყველა შეკრებაზე ნახევარი გუნდი გვაკლდება ხვადასხვა მიზეზების გამო.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაიმე შედეგის მიჰწევა არის ურთულესი შეიძლება იყოს ცალკეული გამონათებები ცალკეულად ჩატარებული კარგი თამაშები მაგრამ სტაბილური წარმატება შეუძლებელია ამ პირობებში.
გიორგი
09 სექტემბერი 2021 02:59
2
კაცურად გადაავლე თვალი სომხები სად თამაშობენ რა გუნდებში იმ ორის გარდა ხუთარიანის და ადამიანის გარდა.... იმნაირი გუნდებსში არიან სახელის გამოთქმაც მიჭირს რუსეთის მეორე დივიზიონიდან ყავთ გამოძახებული,,, კი მართალია ვერ მოიგეს გუშინ მარა იმენა მაგრა არ გაუმართლად ვუურებდი ტიპები დაფრინავენ ისე ბრძოლობენ გეგონება ბოლო თამაშს თამაშობენთქო,,,, ჯგუფიდან გასვლის რეალი რი შანსი აქვთ
Qutaiseli
09 სექტემბერი 2021 10:26
0
მე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებთან მაქვს პრეტენზია და არაა სანიოლთან სანიოლმა დაყენა დღეს ის შემტევები რომლებსაც ველოდით ყველა წიტეიშვილი მიქაუტაძე ჩაკვეტაძე ყველა გულშემატკივარი ვამბობდით რომ ეს შემტევი ტრიო უნდა ყოფილიყო წინა თამაშებზეც ძირითადში და რა მოხდა ამ შემტევმა ტრიომ ვერაფერი გააკეთა ჩაკვეტაძე კაცს ვერ ატყუებს მიქაუტაძემდე ბურთი ვერ მიდის წიტეიშვილი ამწვავებს მაგრამ ბოლო ფასაზაში როცა პასია მისაცემი ან დასარტყმელი ვერ ამთავრებს მე დღეს დავინახე რომ ხვიჩაა კვარაცხელიას გარეშე ამ ნაკრებს არაფრის თავი არაა აქვს ნურავის ნუ ეწყინება შეტევაში კვარაცხელია და დაცვში კანკავა კაშია მათ გარეშე ეს ნაკრები არის 0 სანიოლი არაფერ შუშია ფეხბურთელები ვერ არიან სათანადო დონის 2-3 გამონაკლისის გარდა.
gio
09 სექტემბერი 2021 02:19
5
ნამუსით აი ამ კაცს რამე როგორ უნდა დავაბრალოთ სხვა თუ არაფერი მისი კარიერა მაინც ხო გასათვალისწინებელია გინდა ფეხბურთელობისა და გინდაც მწვრთნელობისა რამხელა გამოცდილებები აქვს ადამიანს და აი ამ მოუქნელების პატრონს როგორ უნდა დააბრალო რომ ფეხბურთის არ მცოდნე ქვეყანა რატომ აგებს შენს ხელშიო გუნდებთან რომლებიც რამოდენიმე გზის ჩემპიონები არიან და გუნდები რომლებიც რეგურალურად თამაშობენ ევროპაზე და მსოფლიოზე მარლთა ქართული ქარაფშუტობა როდის უნდა დავამთავროთ და რეალურად აღვიქვათ შევხედოთ და შევაფასოთ პრობლემა, რომ იგი მხოლოდ ჩვენშია და ჩვენს თავკერძობაში მწვანე კიტრებათ რომ მოაქვს ყველგან თავი თითქმის ყველა ქართველს! გუშინ კომენტარი წავიკითხე 19წლამდელების სტატიაზე ესტონეთთან შემოტრიალებაზე, თან რა შემოტრიალება იყო და რაო ესტონეთთან გამარჯვება უნდა გვიხაროდესოო?? ჩვეეენო ესტონეთთანო? აიი როგორ მიგვაბეტონეს და და დაგვაჭერინეს კოსოვომ ესპანეთმა და ბულგარეთმა ყვ.......ბი ხელში.აი ასე ყველაფერ საქმეს ზერელედ უგულოდ და მედიდურად ვუდგებით და ბოლოს სინამდვილეში უკან შარვალში დიდი სუნიანი ფუნთუშით გვატარებენ ხოლმე მთელ ევროპაშიიი აიი ეს არის ჩვენი მაგარი საქართველო!
T.q
09 სექტემბერი 2021 03:14
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული