სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
ჩემი აზრი ასეთია: პირველ რიგში ქართული ფეხბურთი უნდა გიყვარდეს და გულისტკივილი აქედან უნდა მოდიოდეს. ზოგიერთ კომენტარს რომ ვკითხულობ, ვხვდები რომ ფეხბურთს არც უყურებს, უბრალოდ ცუდის თქმის სურვილი აქვს, ან პრობლემის პოლიტიზირებას ცდილობს.
ფეხბურთელებს რაც შეეხება, რაცა გვყავს - ესაა, თუმცა ერთი ვარსკვლავი გვყავს, ჩაკვეტაძეს შეუძლია აღიდგინის ძველი დონე, რამდენიმეს შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს და რაც მთავარია, კარგი თაობა მოდის.
სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორი მოუმზადებლები შეხვდნენ სექტემბერს ფეხბურთელთა უმეტესობა და განსაკუთრებით მცველები. მარტში განა იგივე ფეხბურთელებმა არ ითამაშეს საკმაოდ კარგად შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან? შემდეგ მართალია ამხანაგური წავაგეთ ჰოლანდიასთან, მაგრამ მოვუგეთ რუმინეთს და ეხლა ფეხბურთელთა უმრავლესობა ძალიან ცუდ ფორმაში იყო.
რა უნდა ქნას ამ დროს სანიოლმა? მეც მგონია, რომ ამ ეტაპზე შემადგენლობაში შეცდომები დაუშვა, მაგრამ თუ შანსი არ მისცა და არ ნახა - ვის რა შეუძლია მოედანზე, როგორ ააშენოს გუნდი? მარტში კარგი იყო სანიოლი და ეხლა აღარ ვარგა? უბრალოდ გაუგებარია, რატომ იყვნენ ფეხბურთელები ასეთ ცუდ ფორმაში, მართალია, უმრავლესობას ნაკლები სათამაშო დრო აქვს კლუბში, მაგრამ ადრე ყოფილა სრულიად უთამაშებელ ფეხბურთელს უთამაშია ნაკრებში ნორმალურად.
მე მაინც იმედით ველოდები მომავალს, მათ შორის 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს.
წარმატებები ქართულ ფეხბურთს!
არჩი
09 სექტემბერი 2021 09:20
3
სანიოლის სიტყვებისა მე არ მჯერა, თუ ასე გააგრძელა შემოდგომაზეც ანალოგიური სიტუაცია იქნება.
ალექსანდრე
09 სექტემბერი 2021 08:53
0
ამის ოპტიმისტობა მაოცებს, რისი ან ვისი იმედი აქვს. როგორც ...,,. სალამური არ გამოვა, ისე მაგათგან ფეხბურთელები არ დადგება
მამუკა
09 სექტემბერი 2021 05:54
1
ვილი სანიოლი, აზრის გამოთქმა მაინც ისწაალე ადამიანო, როგორ შეიძლება თქვა რომ წამყვანი ფეხბურთელი დაგავკლდაო? მწვრთნელი იმიტომ ხარ რომ კონკურენციის პირობებში ყველა ფეხბურთელი იყოს წამყვანი და უმნიშვნელოვანესი, იმდენად კარგები უნდა იყვნენ რომ არჩევა გიჭირდეს, ხოლო თუკი შენ 2-3 გოჭს 20 ბატი აახელი, მაშინ ფეხბურთი კი არა ბატბუტთი გამოგდის და შედეგიც სახეზეა ბატების მწყემსო...ბატებმა რომი იხსენს და არა საქართველო...
jango
09 სექტემბერი 2021 16:58
6
გამარჯობათ. გულიმწყდება იმით რომ ჩვენი საფეხბურთო სამყარო უკან მიდის პრობლემა ყველგან არის და იქნება მუდამ მაგრამ.ყველა ნაბიჯს დგამს განვითარებისთვის უარს ლაპარაკობენ ფულზე ჯამაგირზე უპასუხისმგებლოდ არ იქცევიან თავისი ქვეყნისთვის ყველაფერს იღებენ ყველა მომუშავე პერსონა. ჩვენ კი ვკავდებით ლანძღვით გინებით შეურაწყობით გამოსავალს ამაში ვეძებთ თუ ვინმეს უყვარს ფეხბურთი და ქომაგობს ან ბალეშიკობს ყველა უნდა გამოვიდეს მოვითხოვოდ და მოვთხოვოდ ჩვენი ფეხბურთის დანგრევისთვის პასუხი გამოდით და დავდგეთ გვერდით გადავაყენოთ ეს ფედერაცია მოვძებნოდ ჩვენ გულშემატკივრებმა ახალი სისხლი იდეებით და ინვესტორებით მკაცრად დავდგეთ გვერდით აი ამას თუ გავაკეთებთ ყველა ვინც კი ფეხბურთი ესმის იაზრებს იმას რომ მხოლიდ მისი კარნახით ვერაფერს გახდებიან გავაკეთოთ ეს და ყველაფერს მოედგმება თავი არადა იყავით სახლებში და აგინეთ და აფურთხეთ პირში ერთმანეც ეგრე ვერაფერს შევცვლუთ ვერასდრის გმადლობთ.
Daniel
09 სექტემბერი 2021 10:32
0
მიდით აბა ერთი ამხანაგურში შეაჯიბრეთ ცხადაძის დინამო და სანიოლის ნაკრები!!!!!!!!
Xalxi
09 სექტემბერი 2021 10:01
1
მევრთნელები რამდენი უნდა გამოიცვალოს ნაკრებში, არა გვყავს ფეხბურთელები და მწვრთნელმა რა ქნას, დროა უცხოელი ფეხბურთელები დავიმატოთ, ეს ეროვნული პირველობა კი ჭაობია რომელმაც დაახრჩო ქართული ფეხბურთი, იქნებ როგორმე ერთმა გუნდმა მაინც მიიღოს ან თურქეთის ან უკრაინის პირველობაში მონაწილეობა რომ სულ არ დაგვავიწყდეს ფეხბურთის თამაში
zmo
09 სექტემბერი 2021 09:07
2
ვავა ვავა ვავა ვაი ვაი ჩემი ძმა იყო საწყალი..... ვაი მართლა ამათ პატრონს მიცვალებული შეიძლება მართლა აღდგეს მარა ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება
ვაააიიიი
09 სექტემბერი 2021 08:20
2
წინა 2 თამაშთან შედარებით გუშინდელი თამაშის ყურება შეიძლებოდა.
შეცდომები არაუშავს, ჩვენ იმ დონის გუნდი არ ვართ ეხლა შედეგზე გავამახვილოთ ყურადღება. მე პირადად წინა თამაშებთან შედარებით შეტევა ცოტა მოქოქილი მომეჩვენა. ცოტა თამამ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ, ხშირად სიზუსტე აკლდა მაგრამ ეგ არაფერი დაიხვეწება. გაშვებული გოლის მერე ცოტა ყურები ჩამოყარეს ეგ არ ვარგა. ერთი რამ თუ არ გაიგეს რომ შედეგს დღეს მნიშვნელობა არ აქვს (ჯგუფიდან ამ თამაშით რომ ვერ გავლენ ხო ყველამ ვიცით) და უფრო მეტად თუ არ გაიხსნებიან არაფერი არ გამოვა მაგათგან. ზოგიერთმა თავის ფიზიკურ მომზადებას რო მიხედოს სანამ ახალგაზრდაა და პასების სიზუსტეს რაღაცა გამოვა.
:)
09 სექტემბერი 2021 11:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული