სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
მართლა ვერ გავიგე ხიზანიშვილს რა უნდა ნაკრებში ასისტენტათ??იმის ფონზე როცა ცეცაძე დევდარიანი და გია ჭიაბრიშვილი გყავს ქვეყანაში იგივე ცეცაძე თუმცა კი ამ კაცს შეიძლება მძიმე ხასიათი აქვს ემოციური ადამიანია, მაგრამ 21 წლამდე ნაკრებში, რომ მუშაობდა საკმაოდ კარგი შედეგები ქონდა იგივე თუნდაც დევდარიანი და ჭიაბრიშვილი ორივე მათგან საკმაოდ კარგად ესმის თანამედროვე ფეხბურთი და შედეგებიც აქვთ საკლუბო დონეზე.
მართლა ვერ გავიგე ამ ფედერაციას თუ რეალურად ადარდებს ფეხბურთის და ნაკრების ბედი ხიზანა და დვალიშვილის რატო უნიშნავენ სანიოლს ასისტენტებად? როცა მაგათზე ბევრად უკეთესი ახალგაზრდა სპეციალისტები გყავს ქვეყანაში, ეს ძმაკაცობა და შინაურობა რით ვეღარ დამთავრდა პროფესიულ საქმიანობაში.
გელა
09 სექტემბერი 2021 11:57
0
გეთანხმები, მაგათ უჩა სოსიაშვილსაც დავამატებდი, მაგრამ ეგ მწვრთნელები "чужой"არიან, მაგათ (სფფ) კლასტერში ვერ არიან, ცქიფოც და უჩაც საერთოდ უმუშევარნი არიან, "ჯაყოს ხიზანას"(ები) დროა.
მიხო
09 სექტემბერი 2021 18:23
0
სამწუხაროდ როგორც ჩანს კუპერის გზას დადგა ეს კაცი
გელა
09 სექტემბერი 2021 01:28
3
ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურა უკვე საქმეს უნდა სწავლობდეს არა მარტო ამ ფედერაციის , არამედ მათ წინამორბედებზე. ყველას ყველაფერი შერჩა და იმიტომაც ვართ ამ დღეში
mmm
09 სექტემბერი 2021 12:08
0
ეხ ვილიუს, შენ იმასაც გვპირდებოდი, რომ დღეს სულ სხვანაირად, სხვა შემართებით გამოვიდოდა გუნდი სათამაშოდ. რას გვპირდები… კვარა თუ იქნება - ოდნავ უკეთესი გუნდი გვეყოლება . ეგაა და ეგ . მეტი გასაქანი არ არის… ამის ადგილზე - თავმოყვარე კაცი წავიდოდა …
8 თამაში
1 მოგება
1 ფრე
6 წაგება
4 გატანილი ბურთი , 17 გაშვებული… სან მარინო თუ მოახერხებდა ალბათ მსგავსი ან უარესი შედეგის დაფიქსირებას. გიბრალტარსა და ანდორას ვერ ვაკადრებ. ფარერებზე ზედმეტია საუბარი
ხომ ერა
09 სექტემბერი 2021 01:47
4
ეს არის ბოლო 15 წლის არაპროფესიონალური,მედროვე,არავაჟკაცი,მექრთამე და მხდალი ხალხის "მუშაობის" შედეგი,რომლებიც სამწუხაროდ ფეხბურთში მრავლად არიან(ე.წ. "ფუდბოლნი" ტიპები,რომლებიც წლებია საკუთარი და "დაინტერესებული" ბავშვების გაქაჩვით არიან დაკავებული.მაგალითისთვის "საბურთალოდან" და თბ. "დინამოდან"ეროვნულში "მოწყობილი" მცველებიც საკმარისია გავიხსენოთ). უვიცი და არასამართლიანი ხალხის საქმიანობა კარგ შედეგს ვერ მოიტანს!!!
თვითმხილველი
09 სექტემბერი 2021 11:20
0
რომელ ბავშთა ფეხბურთსა და მის განვითარებაზეა საუბარი? იმედია ამ კომენტარს ვინმე ისეთი წაიკითხავს,ვისაც ეხება ამის კონტროლი.ქობულეთში, (შეგნებულად არ დავასახელებ იმ მწვრთნელის ვინაობას რომელიც ბავშვებთან მუშაობს), ბავშთა მწვრთნელი არის მეტადონის პროგრამაზე(!) დიახ,სწორედ აი ასე.როგორ ფიქრობთ, გაბრუებულმა კაცმა რა უნდა ასწავლოს ბავშვს? ასეა, სახლის შენება საძირკველიდან იწყება, გამგები გაიგებს.
გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2021 11:19
0
კვარას და კიტეს არყოფნა მწვრთნელს არ ამართლებს, კაი გაეტანა კვარას ერთი გაეტანა მეორე, მივიღეთ 4 გოლი და რო ნდომოდათ კიდევ გაგვიტანდნენ, არანაირი ტაქტიკა და როგორც თამაშობდნენ ვაისის დროს ისიც დანგრია ამან, დაცვის ხაზი არია და მაგის დამლაგებელს არ გავს ეს კაცი.. სანიოლი მწვრთნელი 0
გოგა
09 სექტემბერი 2021 10:03
0
ვერ გამოსწორდება! ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ტექნიკურად არიან დაბალ დონეზე, სფეხბურთო ტექნიკური არსენალი არ გააჩნიათ (რაც ადრე ჩვენს კოზირად ითვლებოდა), არ აქვთ სისწრაფე, ამის გამო საფეხბურთო აზროვნება რომც ქონდეთ ვერ გამოავლენენ! ათლეტიზმზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ესენი ერთ თვეში თამაშს როგორ ისწავლიან?! ისევ ასეთი შემადგენლობა ჯობია:
ლორია (ალტერნატივა არ ჰყავს!!!)
კაკაბაძე, კაშია-ხოჭოლავა, ტაბიძე (ტაბიძეს ნავალოვსკი ჯობია თუ ცოცხალია?!)
კანკავა - კვეკვესკირი - კიტეიშვილი- ჩაკვეტაძე
კვარაცხელია, ოქრიაშვილი (#10 ალტერნატივა არ ჰყავს)!

aburjga
09 სექტემბერი 2021 09:48
1
სანიოლი უნდა წავიფეს ყველა ვარიანტში,ჩვენ ფეხბურთელებს კი რა შეიძლება ვუთხრა?დიდი პატივია საქართველოს ნაკრების ფორმა რომ გაცვიათ და ღირსეულად უნდა მოეპყრათ....
ურააა
09 სექტემბერი 2021 02:04
17
რა მზე ხაააარ ბიჯოოოო
ვაი შენს პატრონს
09 სექტემბერი 2021 05:14
2
პირველ რიგში სიმართლის მთქმელი ჟურნალისტი არ არსებობს, არავის კრიტიკული ასოც კი არ უთქვამს არასდროს, ანალიზზე ხომ ზედმეტია საუბარი. შიგნით ფედერაციაში რაც ხდება მარტო რამდენიმე კაცმა იცის მაგ შავბნელი საქმეების თავი და ბოლო
მთავარზე მთავარი
09 სექტემბერი 2021 12:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული