"სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი..." - მერაბ მეტრეველი ნაკრების განვლილ 3 შეხვედრას გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნოემბრის თვეში 3 მატჩიან წაგებას პალიტრანიუსის ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა.

"ადრე ნაკრების წაგების მერე ვბრაზდებოდით მაინც, გულშემატკივარი იგინებოდა, ჟურნალისტები კრიტიკულ წერილებს წერდნენ, ახლა კი ისე შევეჩვიეთ ჩვენი ნაკრების ცუდ თამაშს, რომ ჟურნალისტებს კრიტიკის წერა და გულშემატკივრებს გინებაც კი ეზარებათ.

გაბრაზებასაც კი აზრი აღარ აქვს. ახლა ხალხი ჩვენს ნაკრებზე უბრალოდ ღადაობს. ეს მათ თამაშზე უკვე ერთადერთი რეაქციაა. ნაკრებზე რამდენიმე გამოუსწორებელი ოპტიმისტის გარდა ყველას ხელი აქვს ჩაქნეული. საქართველოში გაჩნდა ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრების თამაშს საერთოდ არც უყურებენ. წარმოიდგინე, ფეხბურთის გულშემატივარი
ხარ, მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების თამაში არ გაინტერესებს, რადგან მისგან არაფერს ელი, წინასწარ იცი ჩაისვრიან.

თუმცა ჩვენი ნაკრების მთავარი პრობლემა ჩასვრა კი არაა (ვის არ ჩაუსვრია), არამედ ის რომ ქართველ ფეხბურთელებს ამ ჩასვრილის სუნი არც კი აწუხებთ.

გაზაფხულზე მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარებული თამაშების მერე ნაკრების შემორჩენილ გულშემატკივრებს შორის, ცოტა იმედი გაჩნდა. მაშინ რამდენიმე პოსტი დავწერე, სადაც მიუხედავად ნაკრების კარგი თამაშისა, სანიოლი გავაკრიტკე, რის გამოც კომენტარებში ბევრი საყვედური მივიღე. ახლა ის ხალხი ალბათ თავად ლანძღავს ვილის, მაგრამ ახლა მას კრიტიკა კი არა გამხნევება და ფსიქოლოგთან სარეაბილატაციო კურსის გავლა უფრო სჭირდება.

ის ფეხბურთი, რაც ნაკრებმა ბოლო სამ თამაშში აჩვენა, მწვრთნელის ბრალი ვერ იქნება. ნაკრების თავკაცის დამსახურება შეიძლება ბევრი რამე იყოს, მაგრამ არა ის, რაც კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთან ვიხილეთ. გავიმეორებ, ბევრჯერ თქმულა ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებით: ასე ნაკრებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა მაშინაც კი არ უნდა ითამაშონ,  მწვრთნელი საერთოდ რომ არ ყავდეთ, თორემ სანიოლს საკრიტიკო დიახაც ბევრი აქვს, მაგრამ ასეთ ვითარებაში რა აზრი აქვს მის გაკიცხვას?

საქართველოს ნაკრებში ბოლო 30 წლის განმავლობაში იცვლებოდა თაობები, მაგრამ არ იცვლებოდა ერთი - ჩასვრისკენ მიდრეკილება. ყველა თაობა კარგად იწყებდა და ბოლოს მაინც ისვრიდა. ჩვენს ფეხბურთელებს უცხოელი მწვრთნელი კი არა ერთი კარგი კუჭში შესაკრავი საშუალება სჭირდებათ, ან სჭირდებათ მწრთნელი, რომელიც ხელში მათრახს დაიჭერს და ისე აიძულებს სირბილს.

დიახ, გარდა ჩასვრილის მენტალიტეტისა, ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა სწორედ სირბილია. არც ნიჭი და არც სხვა რამე, სირბილი. თანამედროვე ფეხბურთი არის მაღალი ტემპი და პრესინგი. ჩირის ფასი აქვს შენს ტექნიკას, თუ პრესინგის თამაში არ შეგიძლია. ამ თამაშების მერე ყველა ჩვენს დაცვას ლანძღავს, არადა თანამედროვე ფეხბურთში შენი კარის უსაფრთხოება იწყება მეტოქის საჯარიმოდან, დიახ, მეტოქისა და არა შენი. ყველა გუნდი სწორედ იქ ცდილობს უკვე ბურთის წართმევას. მხოლოდ საქართველოს ნაკრებია ერთადერთი, რომელიც ცენტრს საკუთარი ნებით თმობს. რატომ ხდება ასე? ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც ნაკრების მესვეურებმა და ფეხბურთელებმა უნდა უპასუხონ. მწვრნთელი არ თხოვს? როგორ დავიჯერო, რომ სანიოლმა, რომელსაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, არ იცის პრესინგის მნიშვნელობა? ეს ხომ გამორიცხულია? მაშინ რაშია საქმე? ქეცბაია ამბობს იმ ცნობილ ვიდეოში, რომ ქართველ ფეხბურთელებს სირბილი არ შეუძლიათ და იმიტომ, თორემ ერთ კვადრატულ მეტრში ბურთს არ დაგანახებენო. იმის მერე კიდევ გამოიცვალა თაობა ჩვენს ნაკრებში და ამ ახალ თაობასაც იგივე პრობლემა აქვს? რატომ? რატომ არის ეს ჩვენთვის გადაულახავი პრობლემა? თუ ყველა სხვა ქვეყნის ფეხბურთელი დარბის, ჩვენ რა გვჭირს?

სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი: ნაკრებში ფეხბურთელები იმის მიხედვით შეარჩიოს, ვისაც სირბილი შეუძლია. ნაკრებში უნდა ხვდებოდეს ფეხბურთელი, რომელსაც 90 წუთი სირბილის ძალა შესწევს. აქ არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი. მერე ხელში მათრახი დაიჭიროს და მოითხოვოს პრესინგის თამაში. ამან იქნებ რაღაც შედეგი გამოიღოს”.

შეგახსენებთ, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 (კოსოვოსთან 0:1 და ესპანეთთან 0:4) წააგო, გუშინ, 8 სექტემბერს კი ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი 1:4 დათმო.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ეს ვინაა ეს პაპსავიკი ვითომ სანიოლს აკრიტიკებს თან სანიოლი არაა არაფერ შუაში ვითომ!!! ტიპმა 5 დებიუტანტი შეყარა და 4 ოფიციალური დაუნი მარტო 1 კაცი იყო ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელი!!!!!!!!! ეს არის სპეციალურად წაგებული თამაში ამდენი დაუნი საიდან გამოძვრა ამას რომ ვერ ხედავენ
Xx
09 სექტემბერი 2021 21:57
21
მანუჩარას ცხენი კი არა, ჯორი ჯობია ამათ შეგნებით
123
09 სექტემბერი 2021 17:51
0
აუუ ახლა ამან დაიწყო პროფესორობა.ჯერ ერთი სენს საქმეს მიხედე რაც მისახედი გაქვს(იმაზე აღარაფერს ვამბობ როგორ ართმევ ტავს) და მეორეც,ყველა პროფესორები რატმ გამოხვალთ ხოლმე?სანიოლი კი არა გვარდიოლა მოურინიო და კლოპი ზიდანთან ერთად აღებული რომ მოუყვანო ამათ მიანც არაფერი ეშველებაათ,არარი არაა ვინ უნდა ათამაშო ვინ ხალხო გაიგეთ ეს რა და ვინც არის ისინიც ვაი იმ ყოფნას მართღლა.რა ქნას ბოლო ბოლო მქწვრთნელმა?ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოს ფედერაციამ არის ის რომ უცხოელს არ უხადოს ამხელა თანხა და ისევ აქაური მწვრთნელი დანიშნოს გაცილებით ნაკლები ანაზრაურებით.
გეგი
09 სექტემბერი 2021 16:41
22
ქართული სკოლა გაქვს დხმთავრებული?
ყოჩაღ
09 სექტემბერი 2021 17:44
1
ეხლა შენ ის დასკვნა გამოიტანე რომ.ამან სანიოლი გააკრიტიკა?
ფსიუუ
09 სექტემბერი 2021 17:16
1
ყველა გამოხმაურება
მარტო საკუთარ თავს, რომ უსმენთ იმიტომ არის საქმე ცუდად. სხვასაც მოუსმინეთ და იქნებ მიხვიდეთ ჭეშმარიტებამდე.
აგერ მოიცალა კაცმა თქვენთვის და გაგიზიარათ სიბრძნე. არანაკ;ებ იმისა, რასაც სხვა საზოგადო საჭირბოროტო საკითხებზე მუდმივად გიზიარებთ ეკრანიდან. თქვენთვის ამბობს, თორემ თვითო დიდი ხანია იციას, ამიტომ მოუსმინეთ ყურადღებით და სრულად გაითვალისწინეთ.
თუ რამე ვერ გაიგეთ შეეხმიანეთ ფაისბუქზე და კითხეთ, უხერხული კი არ არი, არცოდნა - არცოდვაა. იმენ სიბრძნეს და სიახლეს მიიღებთ თქვენი თაობები ვერ დაამუშავებენ. თან უფასოდ, თეთრიც არ დაგეხარჯებათ.
ლევანი
10 სექტემბერი 2021 09:52
1
არაფერი ეშველება კოსმეტიკით, უნდა შეიცვალოს სტაფი, გადახალისდეს მაინც, ამ თაობას არაფერი ეშველება, მაგ. აბუჯანიას ვერ აუსწრაფებ აზროვნებას და მოძრაობას, უნდა მოიარონ ქვეყანა საჭირო ხალხმა, შეარჩიონ რეგიონების მიხედვით ფიზ. მონაცემების მიხედვით და მერე დაიწყონ მათთან მუშაობა, მშობლებთანაც საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგებიც ჩართონ, სწორი აღზრდი და მოტივაცია მენტალიტეტის გაჯანსაღებლად, სახელწიფომ, ფედერაციამ კონტროლი უნდა გაუწიოს, ასე მოხდა ბევრ ყვეყანაში და ამოქაჩეს დონე,
გუსანი
10 სექტემბერი 2021 11:30
0
გვეშველება რამე?
კოკო
09 სექტემბერი 2021 19:55
1
ვითომ მაგის პასუხი არ იცოდე...))))
zaza
09 სექტემბერი 2021 23:52
0
შერცხვენილი კი არა შეიძლება გაწითლდეს, ფულს ხო წაირებს რაც მთავარია და შერცხვენაც და დარცხვენაც სულაც არ გკიდია?
123
10 სექტემბერი 2021 12:09
0
არ გვინდა ბატონო ნაკრებში ეს ლეგიონერი ფეხბირთელები.თავი რომ მაგარი ტიპები ჰგონიათ და ნაკრებში გაბღენძილები დააბოტებენ. საქართველოს კლუბებში მოთამაშეებისგან შეიქმბას გუნდი და ამ სამარცხვინო ნაკრებს მაინც აჯობებს.
მე ქართველი ვარ.
10 სექტემბერი 2021 04:22
2

სიახლეები პოპულარული