ალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო კურატორი ალექსანდრე იაშვილი პირველი არხის გადაცემა "ტაიმ-აუტის" სტუმარი იყო და სექტემბერში ეროვნული გუნდის წარუმატებელ ასპარეზობაზე ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კოსოვო დაგვემარცხებინა და 3 ქულა მოგვეპოვება. ძალიან ცუდი შეხვედრა გამოდგა, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის თვალსაზრისით.

ვიცი ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულების შესახებ და ისინი სამშობლოს სახელის დასაცავად მაქსიმუმს აკეთებენ.

ფაქტია, ვერაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რათა კოსოვოსთან კარგად გვეთამაშა. შემდეგ ეს ნეგატიური განწყობა გაგვყვა და კატასტროფული შედეგი და თამაშის ხარისხი გამოვიდა.

ჩვენი მიზანია, ანალიზი სწრაფად გავაკეთოთ, ფეხბურთელებიც თვითკრიტიკულნი
არიან და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის მატჩებში წარმატებას მივაღწევთ.

რაც შეეხება ესპანეთთან გამოყვანილ ძირითად შემადგენლობას, მაგალითად, წიტაიშვილი ბოლო დროს ცოტას თამაშობდა და მისთვის რთული იქნებოდა, სამ დღეში ორი მატჩი ჩაეტარებინა.

შვედეთთან მატჩი გვახსოვს, როცა სანიოლი უამრავ დებიუტანტს დაეყრდნო...

ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე ჩვენთვის დიდი ძალაა, თუმცა თავის მართლებას, რომ მათთან ერთად უკეთ ვითამაშებდით, აზრი არ აქვს. ჩვენ ნებისმიერი ფეხბურთელის გვწამს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ვიწვევთ.

იმედი მაქვს, უახლოეს შეკრებაზე ყველა ფეხბურთელი მზად იქნება, ის მოთამაშეები დაგვიბრუნდებიან, რომლებიც ახლა დაგვაკლდნენ. ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, შეხვედრა ჩააგდოს, მთავარი თვითკრიტიკაა.

ჩვენ ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ. ყველას გათავისებული აქვს, რომ ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა და ეს უნდა გამოსწორდეს.

როცა გუნდი კარგად თამაშობს, ადაპტაცია დებიუტანტსაც უმარტივდება. ახლა ყველა
ფეხბურთელი, მათ შორის დებიუტანტები, უკმაყოფილონი არიან.

დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობა თამაში არასდროს გამოგვდის.

თუ ჩაკვეტაძე მაქსიმალურად ბევრს ითამაშებს, ოპტიმალურ ფორმას მალე დაუბრუნდება, მნიშვნელოვანია ის კლუბში უფრო მეტად დაიტვირთოს.

დიდი სურვილი გვაქვს, 9 ოქტომბერს, საბერძნეთის წინააღმდეგ სავსე ტრიბუნებით ჩავატაროთ. ეს ფეხბურთელებს ძალიან დაეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 36 /
ყველაფერი უნდა მოგეკითხოთ მავნებლებო! თქვენ ჯიგარი არ გაქვთ.
Giusha3232
10 სექტემბერი 2021 20:27
8
ხო აბა რა ... ყველამ დავიჯერეთ და გენდობით
ნიმბუსი
10 სექტემბერი 2021 19:41
2
როცა სუსტია ფედერაცია, ეს აისახება საკლუბო და სანაკრებო გამოსვლებზეც
თენგო
10 სექტემბერი 2021 22:02
5
ამ დაპირებას მივიღებდით, პასუხისმგებლობის გრძნობაც რომ ჩანდეს. ანუ თუ ოქტომბერში მართლა 6 ქულა ვერ აიღეთ, დაახვიეთ ფედერაციიდან!
რა გვეშველება?
11 სექტემბერი 2021 04:28
2
სადაა პატრონი თორემ გასაყრელები ხართ ყველა.......
ლაშა
10 სექტემბერი 2021 23:35
1
აქ ვარ, პატრონი, თქვენ ხართ პატრონი და ა.შ საქ_ლოს ყველა მოქალაქე!!! რაც გვეკუთვნის და როგორც ვთხოვთ პასუხს, ისეთი ფედერაცია გვყავს და შესაბამისადაც გვიკიდებენ.
Emigranti
11 სექტემბერი 2021 00:00
0
ძველი ფილმი "სპარტაკი" გამახსენდა, რომ მთავრდება და ყველა მონა რომ წამოდგება და იძახის - მე ვარ სპარტაკი და არა მე ვარო! :)
სპარტაკი
11 სექტემბერი 2021 12:42
0
ესაა თქვენი 7 წლის მუშაობის შედეგი. შიდა ჩემპიონატი ბანგლადეშის დონის,თავის ჩაწყობილი თამაშებით,ნაკრები ერთი კაცის იმედზე,ასაკობრივები ერთი შინაურული სააგენტოს მიერ დაკომპლექტებული და რა გიკვირთ?? სხვა შედეგს ელოდით? შემდეგ არჩევნებზე წესით,არც უნდა იფიქროთ ფედერაციაში დარჩენა თუ სინდისი გაქვთ.
koba
11 სექტემბერი 2021 00:57
1
ყველას აქვს უფლება თამაში ჩააგდოსო, ეს ამის ბრალია, რომ გადარჩით ჩ. მაკედონიასთან, ეხლა კოსოვოსთან, და საერთოდ ყველას ყველაფერი შეგრჩათ, იქტომბერში არაფერს აღარ აქვს აზრი.
სსსს
10 სექტემბერი 2021 23:26
0
და თუ კიდე ვერ მოიგეთ მერე რა ხდება?! ტყუილად იტყვის ვინმე პასუხისმგებლობას მე ვიღებო და ისევ ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდება?
???
10 სექტემბერი 2021 22:40
0
სურვილი კარგია
რეალობა მწარე
baggio
10 სექტემბერი 2021 20:22
0
ცუდი სექტემბერი თორემ, ზაფხულში დაგლიჯეს კლუბებმა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპი.
სოსო
11 სექტემბერი 2021 00:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული