ალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო კურატორი ალექსანდრე იაშვილი პირველი არხის გადაცემა "ტაიმ-აუტის" სტუმარი იყო და სექტემბერში ეროვნული გუნდის წარუმატებელ ასპარეზობაზე ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კოსოვო დაგვემარცხებინა და 3 ქულა მოგვეპოვება. ძალიან ცუდი შეხვედრა გამოდგა, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის თვალსაზრისით.

ვიცი ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულების შესახებ და ისინი სამშობლოს სახელის დასაცავად მაქსიმუმს აკეთებენ.

ფაქტია, ვერაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რათა კოსოვოსთან კარგად გვეთამაშა. შემდეგ ეს ნეგატიური განწყობა გაგვყვა და კატასტროფული შედეგი და თამაშის ხარისხი გამოვიდა.

ჩვენი მიზანია, ანალიზი სწრაფად გავაკეთოთ, ფეხბურთელებიც თვითკრიტიკულნი
არიან და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის მატჩებში წარმატებას მივაღწევთ.

რაც შეეხება ესპანეთთან გამოყვანილ ძირითად შემადგენლობას, მაგალითად, წიტაიშვილი ბოლო დროს ცოტას თამაშობდა და მისთვის რთული იქნებოდა, სამ დღეში ორი მატჩი ჩაეტარებინა.

შვედეთთან მატჩი გვახსოვს, როცა სანიოლი უამრავ დებიუტანტს დაეყრდნო...

ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე ჩვენთვის დიდი ძალაა, თუმცა თავის მართლებას, რომ მათთან ერთად უკეთ ვითამაშებდით, აზრი არ აქვს. ჩვენ ნებისმიერი ფეხბურთელის გვწამს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ვიწვევთ.

იმედი მაქვს, უახლოეს შეკრებაზე ყველა ფეხბურთელი მზად იქნება, ის მოთამაშეები დაგვიბრუნდებიან, რომლებიც ახლა დაგვაკლდნენ. ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, შეხვედრა ჩააგდოს, მთავარი თვითკრიტიკაა.

ჩვენ ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ. ყველას გათავისებული აქვს, რომ ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა და ეს უნდა გამოსწორდეს.

როცა გუნდი კარგად თამაშობს, ადაპტაცია დებიუტანტსაც უმარტივდება. ახლა ყველა
ფეხბურთელი, მათ შორის დებიუტანტები, უკმაყოფილონი არიან.

დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობა თამაში არასდროს გამოგვდის.

თუ ჩაკვეტაძე მაქსიმალურად ბევრს ითამაშებს, ოპტიმალურ ფორმას მალე დაუბრუნდება, მნიშვნელოვანია ის კლუბში უფრო მეტად დაიტვირთოს.

დიდი სურვილი გვაქვს, 9 ოქტომბერს, საბერძნეთის წინააღმდეგ სავსე ტრიბუნებით ჩავატაროთ. ეს ფეხბურთელებს ძალიან დაეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 36 /
სადაა პატრონი თორემ გასაყრელები ხართ ყველა.......
ლაშა
10 სექტემბერი 2021 23:35
1
ძველი ფილმი "სპარტაკი" გამახსენდა, რომ მთავრდება და ყველა მონა რომ წამოდგება და იძახის - მე ვარ სპარტაკი და არა მე ვარო! :)
სპარტაკი
11 სექტემბერი 2021 12:42
0
აქ ვარ, პატრონი, თქვენ ხართ პატრონი და ა.შ საქ_ლოს ყველა მოქალაქე!!! რაც გვეკუთვნის და როგორც ვთხოვთ პასუხს, ისეთი ფედერაცია გვყავს და შესაბამისადაც გვიკიდებენ.
Emigranti
11 სექტემბერი 2021 00:00
0
ალბათ იცით ყველამ, წინა ფედერაციის შეფებმაც ბოლოს სად იქნებით
???????????????
10 სექტემბერი 2021 23:31
0
ყველას აქვს უფლება თამაში ჩააგდოსო, ეს ამის ბრალია, რომ გადარჩით ჩ. მაკედონიასთან, ეხლა კოსოვოსთან, და საერთოდ ყველას ყველაფერი შეგრჩათ, იქტომბერში არაფერს აღარ აქვს აზრი.
სსსს
10 სექტემბერი 2021 23:26
0
ესე იგი საქართველოს ნაკრების წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ ათამაშებს კლუბები ჩაკვეტაძე და კვარაცხელიას.მაშინ დავარქვათ ნაკრებს- რუბინი 2
ჟორიკა
10 სექტემბერი 2021 23:08
2
და თუ კიდე ვერ მოიგეთ მერე რა ხდება?! ტყუილად იტყვის ვინმე პასუხისმგებლობას მე ვიღებო და ისევ ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდება?
???
10 სექტემბერი 2021 22:40
0
იაშვილო შენ მგონიხარ მაგ ფედერაციაში ყველაზე ღირსეული და პატიოსანი ადამიანი დანარჩენი ჩვეულებრივი მედროვეენი არიან.
Master
10 სექტემბერი 2021 22:08
27
როცა სუსტია ფედერაცია, ეს აისახება საკლუბო და სანაკრებო გამოსვლებზეც
თენგო
10 სექტემბერი 2021 22:02
5
ამ ფედერაციაში საკმაოდ ღირსეული სპორცმენები იყავით თავის დროზე და თავი არ შეირცხვინოთ
koba
10 სექტემბერი 2021 21:22
22
ყველაფერი უნდა მოგეკითხოთ მავნებლებო! თქვენ ჯიგარი არ გაქვთ.
Giusha3232
10 სექტემბერი 2021 20:27
8
შავი სექტემბერი
vova
10 სექტემბერი 2021 20:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული