ალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო კურატორი ალექსანდრე იაშვილი პირველი არხის გადაცემა "ტაიმ-აუტის" სტუმარი იყო და სექტემბერში ეროვნული გუნდის წარუმატებელ ასპარეზობაზე ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კოსოვო დაგვემარცხებინა და 3 ქულა მოგვეპოვება. ძალიან ცუდი შეხვედრა გამოდგა, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის თვალსაზრისით.

ვიცი ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულების შესახებ და ისინი სამშობლოს სახელის დასაცავად მაქსიმუმს აკეთებენ.

ფაქტია, ვერაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რათა კოსოვოსთან კარგად გვეთამაშა. შემდეგ ეს ნეგატიური განწყობა გაგვყვა და კატასტროფული შედეგი და თამაშის ხარისხი გამოვიდა.

ჩვენი მიზანია, ანალიზი სწრაფად გავაკეთოთ, ფეხბურთელებიც თვითკრიტიკულნი
არიან და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის მატჩებში წარმატებას მივაღწევთ.

რაც შეეხება ესპანეთთან გამოყვანილ ძირითად შემადგენლობას, მაგალითად, წიტაიშვილი ბოლო დროს ცოტას თამაშობდა და მისთვის რთული იქნებოდა, სამ დღეში ორი მატჩი ჩაეტარებინა.

შვედეთთან მატჩი გვახსოვს, როცა სანიოლი უამრავ დებიუტანტს დაეყრდნო...

ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე ჩვენთვის დიდი ძალაა, თუმცა თავის მართლებას, რომ მათთან ერთად უკეთ ვითამაშებდით, აზრი არ აქვს. ჩვენ ნებისმიერი ფეხბურთელის გვწამს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ვიწვევთ.

იმედი მაქვს, უახლოეს შეკრებაზე ყველა ფეხბურთელი მზად იქნება, ის მოთამაშეები დაგვიბრუნდებიან, რომლებიც ახლა დაგვაკლდნენ. ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, შეხვედრა ჩააგდოს, მთავარი თვითკრიტიკაა.

ჩვენ ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ. ყველას გათავისებული აქვს, რომ ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა და ეს უნდა გამოსწორდეს.

როცა გუნდი კარგად თამაშობს, ადაპტაცია დებიუტანტსაც უმარტივდება. ახლა ყველა
ფეხბურთელი, მათ შორის დებიუტანტები, უკმაყოფილონი არიან.

დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობა თამაში არასდროს გამოგვდის.

თუ ჩაკვეტაძე მაქსიმალურად ბევრს ითამაშებს, ოპტიმალურ ფორმას მალე დაუბრუნდება, მნიშვნელოვანია ის კლუბში უფრო მეტად დაიტვირთოს.

დიდი სურვილი გვაქვს, 9 ოქტომბერს, საბერძნეთის წინააღმდეგ სავსე ტრიბუნებით ჩავატაროთ. ეს ფეხბურთელებს ძალიან დაეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 36 /
ამ მწვრთნელის და ფედერაციის იმედი მე არ მაქვს. მაგათ ხელში ვერაფერს მიაღწევს ნაკრები.
ალექსანდრე
04 ოქტომბერი 2021 19:43
0
უნდა მივხვდეთ -,,სჯობს გვიან ვიდრე არასდროს". საქართველოში ფეხბურთი მკვდარია, ვერ გაცოცხლდება. საჭიროა ძირეული შეცვლა სტაფის და სხვა მიდგომა , როგორც პოლიციის (ზოგისთვის მტკივნეული) რეფორმა იყო თავის დროზე. კოსმეტიკით არაფერი გვეშველება.....
გუსანი
11 სექტემბერი 2021 14:36
0
არც თქვენ შეგიძლიათ სხვანაირად და არც სხვას უშვებთ, რისი ღირსები ხართ ??????????
???????????????
11 სექტემბერი 2021 14:17
0
ვაი თქვენს პატრონს უბედურს,რა გეშველებათ თქვე მართლა საცოდავებო.
ესტონეთი
11 სექტემბერი 2021 12:39
0
კარგით, გეყოფათ რა გეყოფათ საკმარისია ამდენი უტიფრობა და ხალხის დაცინვა!!! ფსიქოზამდე ხომ არ უნდა მიიყვანოთ გულშემატკივრები!!! ფედერაციის ხელმძღვანელობას ყველას ერთად რამდენი წიგნი გაქვთ წაკითხული?! მთელი ცხოვრება ბურთის და მოედნის მეტი არაფერი გინახავთ და მენეჯერობა და რაღაცის მართვა როდის ისწავლეთ გასახდელში თამაშამდე წიგნებს კითხულობდით?! შედეგი არის ნული, ნულიიი!!! რაში დახარჯეთ ბიუჯეტის მილიონები და პასუხი არავინ უნდა აგოს?!
S.O.S. სასწრაფოდ!!!
11 სექტემბერი 2021 10:49
1
კარგი ფეხბურთელი კარგ მენეჯერს არ ნიშნავს, ცოტა მეტი განათლება გჭირდებათ ფინანსებში, მენეჯმენტში პროექტის მართვაში, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება გჭირდება. ჯობია შენც და კობიაშვილმაც დატოვოთ თანამდებობები.
Semi
11 სექტემბერი 2021 10:38
2
ფეღბურთელებს სირბილი ვერ უსწავლიათ და მოგებას როგორ შეძლებენ ან თქვენ ასწავლეთ ან ვინც დარბის ისინი გამოიძახეთ
შოკირებული გულშემატკივარი
11 სექტემბერი 2021 10:32
1
სწორია - ფედერაცია, არასწორია პედერაცია
ბუბა
11 სექტემბერი 2021 12:37
1
სწორია - ფეხბურთი, ტორპედო
არასწორია - ფეღბურთი, ტორბედო
Jaba
11 სექტემბერი 2021 10:48
1
შემდეგ გასვლით თამაშზე, ესპანეთსი რომ გყავდა, იმაზე მეტი ძმაკაცები წაიყვანე და უფრო მოვიგებთ
Gimzeri
11 სექტემბერი 2021 10:09
1
ვისაც ფეხბურთი უყვარს და იმედით უყურებს საქართველოს ნაკრების თამაშებს გულსატკენია რასაც ჩვენი ფეხბურთელები სჩადიან მოედანზე.ამ გუნდს ტაქტიკის არაფერი გააჩნია.სათამაშო დისციპლინა ხომ საერთოდ ნულის ტოლია.არაფერი არ ეტყობა ამ გუნდს საწვრთნელი შტაბის მუშაობა. ბოლო თამაშებში ნაკრებს ერთი ნორმალური კომბინაცია არ შეუსრულებია.
ისიდორე
11 სექტემბერი 2021 09:49
0
როგორ გვიყვარდით და როგორ შეგვაძულეთ თავი, სირცხვილი კობიაშვილს, იაშვილს, მუჯირს, ყაველაშვილი მთლად უნამუსო გამოდგა
გიო
11 სექტემბერი 2021 07:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული