ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

სანაია ფეხბურთელს ურჩევს, რომ რაც შეიძლება მალე გასცილდეს რუსეთის ჩემპიონატს.

"კვარაცხელიაზე დღეში 15 ნიუსი ამოვარდება ხოლმე ფეისბუქზე:

კვარაცხელიათი ესა და ეს დაინტერესდა... ისა და ის დაინტერესდა... რატომ ვერ შედგა ტრანსფერი... შეთანხმება თითქმის დასრულებულია... შეთანხმება ჩაიშალა... აი დაუსრულებლად.

დროზე თუ არა წავა მაგ რუსეთიდან, დაღუპავენ მის კარიერას ეგ "სავეტსკი" "ძელეცები". წავიდეს თუნდაც საშუალო დონის კლუბში ჯერ და მერე დამსახურების მიხედვით, მიეცემა შანსი გრანდებში. რა მიხვედრა უნდა, რომ ატყუებენ
ეს ვითომ საფეხბურთო აგენტები.  20 წლის ყოფილა უკვე, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულაც აღარ მიიჩნევა პატარა ასაკად", - წერს სანაია.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ეგ ოდალაა თუ კოდალა, კარგა ხანი არ ჩანდა. ისევ გამოანათა? მაგარი რუსეთუმეა.
გოჩა
13 სექტემბერი 2021 23:22
10
გაკეთდა სწორი ანალიზი ფეხბურთელის მიმართ და წამოვიდა ტროლები.ბავშვიც კი მიხვდება იმას რომ კვარაცხელიას ატყუებენ. ევროპის ნებისმიერი საშუალო დონის გუნდი რომ ჯობია რუსეთის გუნდებს,ამას რომ ვინმე უარყოფს,მას ან საერთოდ არ ესმის ფეხბურთის, ან ვიღაცის დავალებას ასრულებს.
ლევანი
14 სექტემბერი 2021 11:44
11
ვერ გამიგია, ასე სულელები ხართ თუ თავს ისულელებთ? გაგიგიათ რა არის კონტრაქტი? თუ რუბინმა არ გაყიდა, ვერსადაც ვერ წავა. თუ იცით და მაინც ამ სისულელეს წერთ, ტყუილად ირჯებით, თუ არ ისით და გაიგეთ, რომ სამი წელი კიდევ აკავშირებს კონტრაქტი რუბინთან ხვიჩას და მაგის და მაგის აგენტის საქმე არ არის მაგის წასვლა და დარჩენა.
ჟორა გაბრიჭიძე
13 სექტემბერი 2021 18:59
4
ვეთანხმები ყველას ვინც ურჩევს ხვიჩას რუსეთის ჩემპიონატიდან სასწრაფოდ წასვლას. ამას ურჩევ იმიტომ, რომ რუსეთში ფეხბურთში "მოღვაწეები" მართლაც რომ "სავეცკი ძელეცები" არიან და რუსულ ფეხბურთში რომ ფული თეთრდება მგონი სადაო არ არის, აქედან გამომდინარე ყველაფერი აფერისტობაზეა დამყარებული. ეს დადასტურდა კიდეც ხვიჩას ირგვლივ მიმდინარე პროცესებით გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, სადაც ზუსტადაც გამოჩნდა, რომ ხვიჩას ინტერესი არ იყო უპირველესი, არამედ კლუბის ინტერესი მიეღო რაც შეიძლება მაქს. თანხა და აგენტის საკომისიო. მაგისი აგენტი ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და აშკარად გვატყუებდა ეს კაცი და ვერაფრით დაიცვა ხვიჩას ინტერესი თუ ასეთს საერთოდ ცდილობდა. P.S. ხვიჩას ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან აშკარად ჩანს, რომ კლუბი მას გულისხმიერად არ მოექცა, გულისხმიერად კი არა რეალურად ვერ აფასებენ სიტუაციას, ასევე არ იგრძნობა, რომ აგენტიც კეთილსინდისიერად იქცევა, ამიტომ ხვიჩა ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ მაგ ჩემპიონატიდან წახვიდე.
Patrioti
14 სექტემბერი 2021 13:27
5
ეს ტავის საქმეს ხომ სხლამს ისე აკეტებს და ახლა ფეხბურტს გადმოსწვდა?ვაი ცვენი ბრალი ვაი მართლა!
გეგი
17 სექტემბერი 2021 16:45
5
მიუხედავად იმისა ეს კაცუნა ჩემში მხოლოდ ცუდ განწყობას იწვევს,კვარასთან მიმართებაში ვეთანხმები სრულად.არა მარტო კვარა უნდა წავიდეს რუსეთიდან არამედყველა ის პერსპექტიული ქართველი პატარა ასაკის ბიჭები,რომლებიც რუსეთის ლიგებში თამაშობენ.მართალია,ჩვენი სურვილი ასეთია მათზე მოთხოვნა კი სხვაა,მაგრამ პირველ ეტაპზე თუნდაც არა ძლიერ ლიგებში.
Sake
14 სექტემბერი 2021 17:45
3
Karma rusetshi gaibrcyina da ruseti dagyupavso rato tavidan evropashi ar caravanes daanebet tavi tavis samedi tviton icis da mjera karg gundshi gadava
Kutaisi
13 სექტემბერი 2021 23:26
17
თავის პროფესიის არვიცი მარამ მართალს იძახის ამ საკითხში რაგაც ეტაპამდე ვითარდება რუსეთში ადამიანი და მთავრდება ყველაფერი მაგით და ემერთმა არ ქნას ეგ ბიჭიც ეგრე დარჩეს
ზურაა
20 სექტემბერი 2021 21:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული