ბერძნებმა შემადგენლობა დაასახელეს - სანიოლის არჩევანის მოლოდინში

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ნიდერლანდელმა ჯონი ვან'ტ სხიფმა საქართველოსა ( 9 ოქტომბერს, ბათუმში) და შვედეთთან (12 ოქტომბერს, სტოკჰოლმში) მატჩებისთვის შემადგენლობა გამოაცხადა:

მეკარეები: ოდეისეას ვლახოდიმოსი ("ბენფიკა", პორტუგალია), ალექსანდროს პასხალაკისი (პაოკ, საბერძნეთი), სოკრატის დიუდისი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი);

მცველები:
პანტელის ხაციდიაკოსი ("ალკმაარი", ნიდერლანდები),  კონსტანტინოს მავროპანოსი ("შტუტგარტი", გერმანია), კოსტას სტაფილიდისი ("ბოხუმი", გერმანია), დიმიტრის იანულისი ("ნორვიჩი", ინგლისი), კოსტას ციმიკასი ("ლივერპული", ინგლისი), ლეონარდო კურტისი ("დიუსელდორფი", გერმანია), მანოლის სალიაკასი ("იანინა", საბერძნეთი), კირიაკოს პაპადოპულოსი ("ატრომიტოსი", საბერძნეთი), გიორგიოს ცაველასი (აეკ, საბერძნეთი);

ნახევარმცველები: კარლოს ზეკა ("კოპენჰაგენი", დანია), მანოლის სიოპისი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), 
ხრისტოს ციოლისი ("ნორვიჩი", ინგლისი), დიმიტრის პელკასი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), ტანასის ანდრუცოსი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ანდრეას ბუხალაკისი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), პეტროს მანტალოსი (აეკ, საბერძნეთი), სოტირის ალექსანდროპულოსი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი), გიორგიოს მასურასი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი);

თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), დიმიტრის ლიმნიოსი ("ტვენტე", ნიდერლანდები), ვანგელის პავლიდისი ("ალკმაარი", ნიდერლანდები), ტასოს დუვიკასი ("უტრეხტი", ნიდერლანდები), მარიოს ვრუსაი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი).

საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლს ოქტომბრის შეხვედრებისთვის შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია და მას უახლოეს დღეებში ველოდებით. "ჯვაროსნებს" 12 ოქტომბერს კოსოვოში სტუმრობაც ელის.

საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს 31 მარტს, სალონიკში დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა - ოთარ კაკაბაძის ავტოგოლს ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გოლი მოჰყვა.

altფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის ნაკრებს გააძლიერებენ - ოქტომბერი მოახლოვდა

altსაქართველოს ნაკრები რეიტინგში მნიშვნელოვნად დაქვეითდა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ლორია,მამარდა,კუპატა
აზაროვი,გიორბელა,ხოჭო,კაკაბა,ლოჩო, დვალი,სანაია,
გვილია,კანკავა, კვეკვე,ლობჟანა,კიტე,ჩაკვე,კვარა,წიტა,
მიქაუტაძე


ერთზე მერი თავდამსხმელი არ მახსენდება, ძალიან ცუდია.
0
რა ეჩქარებათ? გამოიძახებენ წინა დღეს ყვარლის დურუჯიდან ლომებს და გადაუვლიან ბერძნებს))))))))))) აბა, ვისაც რამე შეუძლია, უკვე დაიწყეს ტრავმების მომიზეზება))))))))))))
წადი თქვენი
23:05 29-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული