ბერძნებმა შემადგენლობა დაასახელეს - სანიოლის არჩევანის მოლოდინში

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ნიდერლანდელმა ჯონი ვან'ტ სხიფმა საქართველოსა ( 9 ოქტომბერს, ბათუმში) და შვედეთთან (12 ოქტომბერს, სტოკჰოლმში) მატჩებისთვის შემადგენლობა გამოაცხადა:

მეკარეები: ოდეისეას ვლახოდიმოსი ("ბენფიკა", პორტუგალია), ალექსანდროს პასხალაკისი (პაოკ, საბერძნეთი), სოკრატის დიუდისი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი);

მცველები:
პანტელის ხაციდიაკოსი ("ალკმაარი", ნიდერლანდები),  კონსტანტინოს მავროპანოსი ("შტუტგარტი", გერმანია), კოსტას სტაფილიდისი ("ბოხუმი", გერმანია), დიმიტრის იანულისი ("ნორვიჩი", ინგლისი), კოსტას ციმიკასი ("ლივერპული", ინგლისი), ლეონარდო კურტისი ("დიუსელდორფი", გერმანია), მანოლის სალიაკასი ("იანინა", საბერძნეთი), კირიაკოს პაპადოპულოსი ("ატრომიტოსი", საბერძნეთი), გიორგიოს ცაველასი (აეკ, საბერძნეთი);

ნახევარმცველები: კარლოს ზეკა ("კოპენჰაგენი", დანია), მანოლის სიოპისი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), 
ხრისტოს ციოლისი ("ნორვიჩი", ინგლისი), დიმიტრის პელკასი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), ტანასის ანდრუცოსი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ანდრეას ბუხალაკისი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), პეტროს მანტალოსი (აეკ, საბერძნეთი), სოტირის ალექსანდროპულოსი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი), გიორგიოს მასურასი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი);

თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), დიმიტრის ლიმნიოსი ("ტვენტე", ნიდერლანდები), ვანგელის პავლიდისი ("ალკმაარი", ნიდერლანდები), ტასოს დუვიკასი ("უტრეხტი", ნიდერლანდები), მარიოს ვრუსაი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი).

საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლს ოქტომბრის შეხვედრებისთვის შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია და მას უახლოეს დღეებში ველოდებით. "ჯვაროსნებს" 12 ოქტომბერს კოსოვოში სტუმრობაც ელის.

საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს 31 მარტს, სალონიკში დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა - ოთარ კაკაბაძის ავტოგოლს ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გოლი მოჰყვა.

altფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის ნაკრებს გააძლიერებენ - ოქტომბერი მოახლოვდა

altსაქართველოს ნაკრები რეიტინგში მნიშვნელოვნად დაქვეითდა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ლორია,მამარდა,კუპატა
აზაროვი,გიორბელა,ხოჭო,კაკაბა,ლოჩო, დვალი,სანაია,
გვილია,კანკავა, კვეკვე,ლობჟანა,კიტე,ჩაკვე,კვარა,წიტა,
მიქაუტაძე


ერთზე მერი თავდამსხმელი არ მახსენდება, ძალიან ცუდია.
QT
29 სექტემბერი 2021 23:49
0
რა ეჩქარებათ? გამოიძახებენ წინა დღეს ყვარლის დურუჯიდან ლომებს და გადაუვლიან ბერძნებს))))))))))) აბა, ვისაც რამე შეუძლია, უკვე დაიწყეს ტრავმების მომიზეზება))))))))))))
წადი თქვენი
29 სექტემბერი 2021 23:05
1
2:0 მოვი/წავაგებთ
მიდი გელა!
29 სექტემბერი 2021 22:18
1
თუ კვარა-ჩაკვე-კიტე-წიტა ოთხეულიდან სამი მაინც იქნება "ნახადუ", თუ აქ ვინც ვპოსტავთ ხოლმე, იმდენ მაყურებელს მაინც დაუშვებს კრამიტებით ქეიფის მოყვარული დირექტორის "ზავედენია", თუ მეხუთე ტალღამ ნაადრევად არ იფეთქა (ჯვარი აქაურობას), თუ არჩევნების შედეგების გაპროტესტების მოყვარულთა აქციები მაგ დროისთვის ჩამცხრალი იქნება, თუ არბიტრად ვალერი ბასკაკოვის სული არ გამოიძახეს, თუ ვახუშტი სანაიამ წინასწარ არ გაგვთვალა და თუ ბაბუცა პატარაიამაც დაგვინდო და კოლექტიური ჯადო (ფუი ეშმაკს) არ გაუკეთა ბიჭებს, წესით, 1×-ს არ უნდა გასცდეს.... გიიუბნებით რააა...
ვოოტ
29 სექტემბერი 2021 21:33
0
ჩემი აზრით შანსი უნდა მიეცეთ თორნიკე კირკიტაძეს და იური ტაბატაძეს
ანტონ ტრი ტრი ღარიბაშვილი
29 სექტემბერი 2021 19:24
3
კვარა,კიტე,ჩაკვე,საბა,წიტე,და ჟორჟი,თუ ფორმაში იქნებიან,არაფერს დავთმობთ...თამაშიც საყურებელი და საინტერესოც იქნება...
romandro
29 სექტემბერი 2021 18:34
0
გასაყიდად გამზადებულ ფუტბოლისტებს კიარუნდა ეძახდეთ ნაკრებში და შერჩევითი სამართალი არუნდა გქონდეთ კობი არველაძე და სხვები ერთი ნაროდია. სახელები იცვლება მხოლოდ. კირკიტაძემ რა დააშავა როარ გააკარეთ ნაკრებს? ფლამირიონია თუ რაღაც დაამატეთ ნაკრებს ხო ხედავთ მიქაუტაძის იქით გოლის გამტანი არ გყავთ აღარ გვინდა თავდასხმაში ჟირაფების ყურება!
ახალი გუნდი
29 სექტემბერი 2021 17:46
6
დევიწყეთ უკვე ბაქი-ბუქი?? :)))
geo
29 სექტემბერი 2021 17:12
1
კვარა,კიტე,მიქაუტაძე,ჩაკვეტაძე,წიტაიშვილი თუ ჩამოვლენ კარგ ფორმაში ამ შემთხვევაში დაიდება მხოლოდ უკეთესი შედეგი ვიდრე სექტემბერში
საქართველო
29 სექტემბერი 2021 16:31
2
ნუ პროფესორობ რაღაცას…
საქართველო-ს
29 სექტემბერი 2021 19:23
1
ამჯერად საბერძნეთი უნდა გავანადგუროთ?! ........
?!
29 სექტემბერი 2021 16:04
6
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის!
გელა
29 სექტემბერი 2021 16:52
1
რაიო ძამა რა თქვი? ვინ უნდა გაანადგურო? შენ ძამა კითხვა ქე გეცოდინება და მაგათი სასტავი თუ წეიკითხე რავარ გუნდებში თამაშობენ. ჰოდა ძამა თუ წეიკითხე, რაფრა აპირებ მაგენის განადგურებას, თოფს თუ ესვრი თუარა სხვაფრივ ჩვენი აბდლების გადამკიდე არამგონია რამე გამევიდეს მაქედან სახეირო.
guruli
29 სექტემბერი 2021 16:47
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული