იაშვილი: "მიზანი 3 ქულაა" - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები (სტადიონის ტევადობის 33%) ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო კურატორმა ალექსანდრე იაშვილმა კი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, შეხვედრას გულშემატკივრები დასწრებოდნენ. ფეხბურთელებმა იციან, საკუთარ მოედანზე თამაშს რამხელა ძალა აქვს. სასიხარულოა, რომ ბათუმის ახლად გახსნილ არენაზე ნაკრები გულშემატკივრის თვალწინ პირველად ითამაშებს და ეს წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარება.

ჩვენი და თითოეული მოთამაშის სურვილია, სექტემბრის ცუდად ჩატარებული მატჩები გამოვასწოროთ. საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მიზანი 3 ქულის მოპოვებაა.

ფეხბურთელებს თვითკრიტიკა აქვთ, ეს კი
სიტუაციის გამოსწორებისათვის აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ყველამ, ვინც ამ პროცესში ჩართულია, სწორი ანალიზი გააკეთა და ამას მოედანზე ვნახავთ".

ბათუმში გასამართი დაპირისპირება 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული.

altსანიოლმა მიქაუტაძეს, ხოჭოლავასა და ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მისცა

altსტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება - საქართველოს ნაკრების მატჩზე დასწრების ყველა დეტალი ცნობილია

altშემტევები კარგ ფორმაში - ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩების წინ

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტქვენი ჰაერიდან აგებული სიტყვების ვის ჯერა.
ბაჯო
06 ოქტომბერი 2021 16:49
1
უეჭველი ვაგებთ. ამათი კიდევ ვინმეს თუ სჯერა?!
ემიგრანტი ქაქუცა
06 ოქტომბერი 2021 16:26
3
3 რაში გვეყოფა 7-8 მინომუმ
ნოდო
06 ოქტომბერი 2021 15:16
0
მაკედონიასთან?
Levani
06 ოქტომბერი 2021 14:36
0
ამათი თუ ჯერა ნეტავი კიდე ვინმეს.ცარიელი ბაქ ბუქის მეტი არაფერი იციან.
Zaza
06 ოქტომბერი 2021 15:40
1
მოსაბეზრებელია სულ ერთი თავდამსხმელით თამაში:
ლორია
კაკაბაძე კაშია ხოჭოლავა გიორბელიძე
კვეკვესკირი
ლობჟანიძე ოქრი კვარა
მიქაუტაძე ჩაკვე

თუ ოქრი არ არის ფორმაში მაშინ ან გვილია ან წიტაიშვილი.
semi
06 ოქტომბერი 2021 15:35
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული