სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება - საქართველოს ნაკრების მატჩზე დასწრების ყველა დეტალი ცნობილია

AutoSharing Option
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბერს ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. საქართველო-საბერძნეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

საქართველო-საბერძნეთი მატჩის ბილეთების გაყიდვა 6 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინრეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის
ფასი 5, 15 და 25 ლარია.

ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა.
ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს.
ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, მატჩის მასპინძელ სტადიონზე დროულად მობრძანდნენ.

სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან.

სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი.

შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა | ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი | ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი | ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება.

სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირება 9 ოქტომბერს "ბათუმი არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: Nakrebi.ge

altეროვნული ნაკრების მატჩებზე გულშემატკივარი დაბრუნდა!


მკითხველის კომენტარები / 1 /
აუუუუუ, რა ბაქტერიებს ამოყრის ეს, პირიდან?
გულშემატკივარი.
10:25 06-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული