საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ და უარყოფითი ბალანსის მქონე მეტოქე - 2004 წლის ევროპის ჩემპიონ საბერძნეთთან სათამაშოდ ემზადება. ოთარ კიტეიშვილის გარდა, საბედნიეროდ, სხვა დანაკლისს ავცდით და "ჯვაროსნებში" კონკურენციის ნიშნებიცაა.

ვილი სანიოლს შემადგენლობის შერჩევისას გარკვეულ პოზიციებზე მეტი ფიქრი დასჭირდება. მთავარია, ფრანგმა სპეციალისტმა ერთი თვის წინანდელის მსგავს ექსპერიმენტებზე უარი თქვას.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ჩვენებურ შემადგენლობას:

გიორგი ლორია - მეკარის პოზიციაზე ისევ საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" პირველი ნომერი უნდა ვიხილოთ.

ოთარ კაკაბაძე - გრიგოლ ჩაბრაძის დისკვალიფიკაცია მარჯვენა მცველის პოზიციაზე როტაციას გ
ამორიცხავს. "კრაკოვიას" მცველმა ამ ნაკრებთა ბერძნულ დაპირისპირებაში ავტოგოლი გაიტანა და ხსენებულმა ფაქტმა ახლა უფრო მოტივირებული უნდა გახადოს.

Sportall.Ge

დავით ხოჭოლავა - "კოპენჰაგენის" ფეხბურთელი კლუბში მშვენივრად გამოიყურება და იმედი გვაქვს, სანაკრებო შეხვედრებსაც შესაბამის დონეზე ჩაატარებს.

ლუკა ლოჩოშვილი - გურამ კაშიას დისკვალიფიკაცია, ლაშა დვალის დიდხნიანი უთამაშებლობა, საბა ხვადაგიანის გამოუცდელობა - ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "ვოლფსბერგერის" მცველს, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

ირაკლი აზაროვი - ბათუმის "დინამოს" მოთამაშე სანიოლის სათამაშო სქემებს კარგად ერგება. ის ნახევარმცველის პოზიციაზეც გამოიცადა. დაცვით ფაზაში ირაკლი შეცდომებს უშვებს, თითქოს ამ პოზიციაზე დამკვიდრებული გურამ გიორბელიძის სათამაშო პრაქტიკა კი ისევ პრობლემურია.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი - "ლეხის" 29 წლის ნახევარმცველს ფრანგი მთავარი მწვრთნელი გასულ შეხვედრებში არ დაეყრდნო და ამის გარკვეული ობიექტური საფუძველიც ჰქონდა, თუმცა ჩვენს ნახევარდაცვას ძალიან გაუჭირდა.

კვეკვესკირი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ცდილობს, დაცვასა და ნახევარდაცვას შორის კავშირი არ გაწყდეს. ის ჭკვიანი, მშვიდი მოთამაშეა და გრძელი პასით გამოირჩევა. იმედია, კარგ შეხვედრას ჩაატარებს.

სამწვრთნელო შტაბს გიორგი აბურჯანიას ალტერნატივის განხილვა შეეძლება, რომელსაც გოლის გატანის მიუხედავად, "ჟილ ვისენტეში" მაინც ცოტა დრო ეძლევა.

ჯაბა კანკავა - ნაკრების კაპიტანი "სლოვანში" ძველებურად მებრძოლია, თუმცა ვლადიმირ ვაისი როტაციას საკმაოდ ხშირად იყენებს და "ჯვაროსნების" ვეტერან კაპიტანს დასვენების საშუალებას აძლევს. ბერძნებს კარლოს ზაკა აკლიათ და მინდვრის ცენტრში ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ.

საბა ლობჟანიძე - "ჰათაისპორის" ნახევარმცველი ნაკრებსა და გუნდში სხვადასხვა ასპექტში გამოირჩევა - თუკი "ჯვაროსნებში" ფლანგზე როგორც შეტევით, ასევე დაცვით ფაზაში ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს, თურქეთის ჩემპიონატში გოლები და შედეგიანი პასები აქვს. შესაძლოა, გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, რომლის გადალახვის შემდეგ ის ნაკრების მაისურითაც სხვანაირად ათამაშდება.

ზემოხსენებული კონკურენცია კი სწორედ აქაა - მშვენიერი სანაკრებო დებიუტის მიუხედავად, სავარაუდოდ, გიორგი წიტაიშვილი შეტევის მარჯვენა ფლანგს სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერებს.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე - ისე ჩანს, გიორგის "გენტის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩენისა და ოთარ კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ სანიოლს ბევრი ფიქრის შესაძლებლობა იმაზე -  ჩაკვეტაძე არის თუ არა ბოლომდე მზად, 90 წუთი ითამაშოს, აღარ ექნება.

ბერძნებს აუცილებლად უნდა შევუტიოთ და გამარჯვებაზე ვიფიქროთ, ამისთვის კი მოედანზე მაქსიმალურად ბევრი შემოქმედებითი მოთამაშეა საჭირო.

სათადარიგოთა სკამზე თამაშის გაძლიერების რესურსი არის - ვაკო გვილია, თორნიკე ოქრიაშვილი... აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზურიკო დავითაშვილი წინა მატჩებში ენერგიულად გამოიყურებოდა და გოლის გატანაც მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელია - კვარაცხელია ბრუნდება! ეს კი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მასთან ერთად "ჯვაროსნებს" უფრო მეტად სჯერათ, რომ შეუძლიათ. ვილი სანიოლის სადებიუტო მატჩები ხვიჩამ აშკარად გაალამაზა.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრებს ჰყავს ფორვარდი, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში გააქვს, მუდმივად უტევს, შემართულია და თანამედროვე ფეხბურთს ალღოს უღებს.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სანიოლი "სერენის" შემტევს თავიდანვე უნდა დაეყრდნოს. პირვანდელ სიაში მისი ალტერნატივაც არც კი გამოუძახებია, თუმცა შემდეგ გუნდს გიორგი ქვილითაია შეუერთდა.

altშემტევები კარგ ფორმაში - ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩების წინ

alt"ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა, კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს..." - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

altკვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

altსაქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 29 /
ქვილითაიას უეჭველი დააყენებს ძირითადში.რა ქნას მოთხოვნა ექნება სანიოლს ზემოდან ასეთი.აბა რაღაში ჭირდებოდა რო გამოიძახა?როდის დამთავრდება ამ არაფრის მაქნისების ნაკრებში თამაში?
გულშემატკივარი
12:40 08-10-2021
1
ლოჩოშვილს საერთოდ რო განიხილავ ნაკრებში კარგად ყოფილა დაცვის საქმე.
დევი
11:25 08-10-2021
3

სიახლეები პოპულარული