საქართველოს ნაკრები ბათუმში ჩაფრინდა და ხვალ "აჭარაბეთ არენაზე" ივარჯიშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ, 7 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძელ ქალაქში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს.

ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრები "ბათუმი არენაზე" პირველ ვარჯიშს 8 ოქტომბერს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საბერძნეთთან შეხვედრას წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე გამოტოვებენ.

8 ოქტომბრის განრიგი

17:00 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30
- საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
18:15 - საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 - საბერძნეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 9 ოქტომბერს "ბათუმი არენაზე" შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
Sportallს გთხოვთ იქნებ თქვენც მოგვაშველოთ სიტყვა-
პირველ არხთან არა მაქვს ფრითენზიები,არც პოლიტიკას ვადევნებ თვალს და საერთო არაფერი მაიმტერესებს მსგავსი,მაგრამ პირველ არხს სულ შეიძლება საზღვარგარეთ ლაივში უყურო-გარდა ფეხბურთისა.
როგორც კი ფეხბურთი იწყება წერია რო ლაივში ყურება თქვენი რეგიონისთვის შეზღუდულია და ა.შ.
კი გასაგებია რო ტრანსლაციას ყიდულობთ გარკვეული შეზღუდვებით-ის რო მთელ მსოფლიოში ლაივს არ ჩაგართვევინებენ ვთქვათ საქართველო-გერმანიაზე,მაგრამ აქ ემიგრანტები მაინც ფულს ვიხდით.როგორც კი თვე დადგება როცა ნაკრები თამაშობს ვრთავ ლეგალურ სტრიმს 10 ევრო ღირს თვეში- ლივეტვ.რუ ზე რო არ ვიწვალო და რო არ გამიჭედოს.
ოღონდ როგორია წარმოიდგინეთ,საქართველო-მაკედონია და შენ იცი რო მთელი ქვეყანა უყურებს ამ თამაშს და ამ დროს შენთან ინგლისელი კომენტატორი უბერავს- ქანქავა,თსითაიშვილი,ქვექვესქირი და ა.შ.
რა ვიცი მე და ბევრი ემიგრანტი იმ 10 ევროებს თქვენ გადმოგირიცხავთ-თუ უკეთეს კონტრაქტებს გააფორმებთ უეფასთან(ისე ემიგრანტების მადლიერებაც რაღაცად უნდა ღირდეს მგონი,იმაზე მეტად ვიდერე რაღაც სერიალების გაშვებაა)
რუმინეთთან მოგებულ თამაშს ლაივში ხო ვუყურე ინგლისური კომენტარით-მერე ჩანაწერი ჩავრთე ქართული კომენტით და ისიც ვნახე,სიტყვებით ვერ ჩამოვაყალიბებ რატო.
Levani
03:00 08-10-2021
0
ჩაიტანეს მკვდრები
Giusha3232
01:38 08-10-2021
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული