გიორგიოს მასურასი: მთავარია, ემოციების გარეშე ვითამაშოთ და საბერძნეთში 3 ქულით დავბრუნდეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი საბერძნეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგიოს მასურასმა გააკეთა:

„ხვალ ნამდვილად რთული შეხვედრა გველის. ჩვენი მიზანი თავიდანვე ჯგუფიდან გასვლა იყო. იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ვერ დავამარცხეთ, განსაკუთრებული ზეწოლა არ გვაქვს.

ყოველთვის ვცდილობთ, გუნდურობა შევინარჩუნოთ. ის ფაქტი, რომ ახლა ყველანი ერთად ვართ და ძლიერი შემადგენლობით ვიასპარეზებთ, დამატებით მოტივაციას გვიქმნის. მთავარია, ჭკვიანურად და ტაქტიკურად სწორად, ზედმეტი ემოციების გარეშე ვითამაშოთ და საბერძნეთში 3 ქულით დავბრუნდეთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ემოციების გარეშე თამაში ჩვენების სტილია
ნიმბუსი
01:44 09-10-2021
0
ცოტას ტუ მოინდომებტ გარანტირებულია
ბაჯო
22:19 08-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული