ჯონ ვან'ტ სხიპი: გეგმის შესრულების შემთხვევაში, წარმატების მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს

AutoSharing Option
9 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან'ტ სხიპმა ისაუბრა:

„გუნდში კარგი განწყობაა. ხვალ რთულ თამაშს ველი. სალონიკში საქართველოს ნაკრებმა არაერთი პრობლემა შეგვიქმნა. ჩემი ფეხბურთელები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად გამოიყურებიან, რაც წარმატების იმედს გვაძლევს.

ყველას მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვემზადებით, არ აქვს მნიშვნელობა, შვედეთი იქნება თუ საქართველო.

ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია გვაქვს გეგმა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც,
წარმატება არ უნდა გაგვიჭირდეს. განწყობა ოპტიმისტურია. ივნისიდან მოყოლებული 3-5-2 სისტემით ვასპარეზობთ. თუმცა, გვყავს მოთამაშეები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში გადაწყობა და სხვა სქემით თამაშიც შეუძლიათ“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ესპანეთთან საქართველო კარგად გამოიყურებოდა-ო...
ან გვეკაიფება ანდა ესპანეთთან ამხანაგური რომ მოვიგეთ იმ თამაშს უყურა
ქომაგი
00:15 09-10-2021
0
სქემა რო იგებდეს ბიძიკო ფიფას მოთამაშეები უფრო მაგრა აწყობენ სქემებს ვიდრე შენ და სანიოლი.
Levani
19:05 08-10-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული