შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება - ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველო - საბერძნეთის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.

9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო - საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით
დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს."

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 41 /
უდიდესი ტრაგედიაა ამაზე ყველა თანხმდება , ყველანაირი “მაგრამ”ის გარეშე .. არსებობს ბევრი ტენდენცია ფეხბურთში , და არამხოლდო, რომ წუთიერი დუმილის გამოხატვის ნება როგორც ფეხბურთელებს და დამსწრე მაყურებლბსაც შესძლებოდა და ეს სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა .. თუნდაც სტადიონზე ყოფნით ,მაყურებელს ამ მწუხარებასთამ დაკავშირებით გამოხატვის უფლება ექნებოდა , გადაწყვეტით ვერ იტყვი რო მაყურებლის არ ყოფნა სწორია , როგორც ფეხბურთელს შეუძლია გოლის გატანისას აღნიშვნა/არაღნიშვნა მაყურებელსაც ასევე.. მინიმუმ სადაო გადაწყვეტილება მაინც ხომ არის არა?!
ნიკა
09 ოქტომბერი 2021 15:37
5
არაფერია სადაო ჯერ ერთი იმ ქალაქში მოხდა ტრაგედია და არ მგონია გასართობ ღონისძიებაზე წასვლა იყოს სწორი რაც შეეხება წუთიერ დუმილებს ის უმეტესად ერთი კონკრეტული ადამიანის გამო ხდება ეს რო იყოს ჩემპიონატის მატჩჰი აუცილებლად გადაიდებოდა ანუ თქვენ დარდი გაქვთ იმის რო სტადიონზე გინდათ გლოვის დღეს სტადიონზე როგორ არ გიშვებენ?
ნოდო
09 ოქტომბერი 2021 16:12
7
ვეთანხმები აბსოლიტურად!
Biannkoneri
09 ოქტომბერი 2021 15:15
5
არ იქნებოდა ლამაზი იგივე ქალაქში ამხელა ღონისძიების ჩატარება . უნდა გადაედოთ და თან თბილისში ჩაეტარებინათ
ტოტტი
09 ოქტომბერი 2021 15:10
16
როცა არ იცი არაფერი დედამიწის ზურგზე ამ სისულლებს მაინც ნუ წერ! ნინიას ბაღია ესე გადადე და გადმოდე? საქართველოს ჩემპიონი კი არ ტარდება?!
სიმართლე
09 ოქტომბერი 2021 16:05
1
ძალიან უნიჭო ვადაწყვეტილებაა:( ხალხი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდა გარდაცვლილებს:( მეორე იმ თანხით შეექმნათ ფონდი და დახმარებოდნენ დაზარალებულებს.
ბოკინიო
09 ოქტომბერი 2021 15:08
4
ყველაფერი ფულთან რატო დაგყავთ? ამ დროს ყველა ფულზე მნიშვნელოვანი ამ ტკივილის გაზიარებაა!! და ტკივილის გაზიარება არ ხდება ზეიმით. არ ვიცი ელემენტარულია! ეს თუ არ გვესმის, მაშინ უკვე ვხვდები ღმერთი რატო ამბობს უარს ჩვენზე!
sisi
09 ოქტომბერი 2021 16:21
6
გზის ფულს ვი აანაზღაურებს საიდან არაა ხალხი ჩასული
Tete1234
09 ოქტომბერი 2021 14:53
15
სიმართლე-ს! შენ ვინ ხარ რომ შენი აზრი ვინმემ გაითვალისწინოს? დიახაც გზის ფულიც უნდა დაუბრუნდეს და ბილეთის, თანაც კომპრნსაციით. არავინ იცოდა რომ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ტრაგედიაა ასეთი აზროვნება როგორც შენ აზროვნებ ! ტრაგედიაა ქოცობა ნაცობა და ქართული ფეხბურთიც. რა ვქნათ ეხლა?
უცნობი
09 ოქტომბერი 2021 18:02
0
რა გეფეხბურთება ეგეთი ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში!!
ლევანი
09 ოქტომბერი 2021 15:44
7
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული