შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება - ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველო - საბერძნეთის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.

9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო - საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით
დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს."

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 41 /
მე მიმაXნია,რომ ეს მატჩი არ უნდა ჩატარდეს.ამხელა ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში და მითუმეტეს ბათუმში არ უნდა ჩატარდეს თამაში,უეფასაც და ფიფასაც გავარტყი,ესენი მაინც მოგებები არ არიან და 0:3 ჩაგვითვალონ ჯობია,ჯარიმას რაც შეეხება გაზულუქებულმა კალაძემ და კობიაშვილმა გადაიხადონ მაგათ მაინც თავზე საყრელად აქვთ ფული.
ავთანდილ
09 ოქტომბერი 2021 17:34
3
samdzimars ucxadeb yvela dagupulis ojaxs natelshi amyofos mati sulebi,es federacia da ucyebata sapchoa tu ragac azrze ar aria goli ro gagvetana mayureblebi gachumdebodnen da amit gamoxatavdnen cutier dumils ras aketeben eseni ai naxet tu ar cavagot imito rom fegburtelebze imoqmedebs es gadacyvetileba
დავით
09 ოქტომბერი 2021 15:56
0
ვეთანხმები აბსოლიტურად!
Biannkoneri
09 ოქტომბერი 2021 15:15
5
არ იქნებოდა ლამაზი იგივე ქალაქში ამხელა ღონისძიების ჩატარება . უნდა გადაედოთ და თან თბილისში ჩაეტარებინათ
ტოტტი
09 ოქტომბერი 2021 15:10
16
როცა არ იცი არაფერი დედამიწის ზურგზე ამ სისულლებს მაინც ნუ წერ! ნინიას ბაღია ესე გადადე და გადმოდე? საქართველოს ჩემპიონი კი არ ტარდება?!
სიმართლე
09 ოქტომბერი 2021 16:05
1
რამდენი თამაშიც უმაყურებლოდ ჩაატარეს,ყველა წააგეს. ყო.არობენ ფედერაციასთან ერთად. ამ ხალხს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ. ამდენი ლანძღვის შემდეგ თავმოყვარე ადამიანი თანამდებობას დატოვებდა
გრიგოლი1408
10 ოქტომბერი 2021 22:08
0

სიახლეები პოპულარული