თურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები პრიშტინაში არც რამდენიმე დღის წინანდელ გუნდს ჰგავდა და მით უმეტეს, არც იმას, როცა წვიმიან ბათუმში კოსოვოელების დასამარცხებლად ვერაფერი გააკეთა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ცვლილება და ამ უიღბლო სერიის დასრულება იყო! როგორც იქნა, გაგვიმართლა კიდეც და გავიმარჯვეთ მატჩში, სადაც თითქოს, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა.

ბოლოდან რომ დავიწყოთ - უკანასკნელი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მეტოქეზე აქტიურები ვიყავით და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკურად ვჯობნიდით. ამაში თავისი წვლილი დროულმა ცვლილებებმაც შეიტანა, რომლებმაც აშკარად გაამართლა.

Sportall.Ge

საბერძნეთთან დაპირისპირებაში სანიოლმა ახალი მოთამაშეების შემოყვანა დააგვიანა - ფრანგმა
მაშინ ვერ გარისკა, თუნდაც ლიდერი კვარაცხელიას ნაცვლად ზურიკო დავითაშვილს დაყრდნობოდა. ტულის "არსენალის" შემტევი ხომ სექტემბერში გამორჩეული იყო. ახლა ამ ცვლილებამ გაამართლა. ისევე, როგორც შეხვედრაში ირაკლი აზაროვის ჩართვამ.

კოსოვოსთან მატჩამდეც ვწერდით, სანიოლის ნაკრები შეტევაში ერთფეროვანი რომ იყო და თურმე, მეტი შეგვძლებია. მიუხედავად იმისა, რომ გრანდს არ ვხვდებოდით, ეს ფაქტი მაინც სასიამოვნოა.

წიტაიშვილი-ოქრიაშვილის წყვილით შეტევა რაღაც განსხვავებული ფორმაცია იყო, რომლის მსგავსიც ჩვენს ნაკრებში იშვიათად გვინახავს. ქართველი ფეხბურთელები პოზიციებსაც ეფექტურად ცვლიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ქვილითაია აქტიურად შემოვიდა - მის მიერ მოგებული ორთაბრძოლების შემდეგ ბურთი გვრჩებოდა და იერიშებს ვაგრძელებდით.

თუკი პირველ ტაიმში მეტოქე მარცხენა ფლანგიდან აქტიურად გვიტევდა, მეორე 45 წუთში სიტუაცია შეიცვალა -  ოთარ კაკაბაძე გაცილებით დამაჯერებელი იყო. თანაც, ადგილი აქაც ტაქტიკურ სიახლეს ჰქონდა. გიორგი წიტაიშვილოს ნაცვლად გრიგოლ ჩაბრაძის შემოყვანის შემდეგ დასვენებული მოთამაშით მარჯვენა ფლანგი დაცვით ფაზაში გაცილებით საიმედო გახდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აქ საბა ლობჟანიძემ დიდი სამუშაო გასწია.

ასე რომ, განსწავლულობის თვალსაზრისით, ეს სანიოლის საუკეთესო შეხვედრა გამოდგა, რითაც ამდენი ნეგატივის შემდეგ შვებით ამოისუნთქავდა. შვედეთთან შესარჩევის უკანასკნელმა დაპირისპირებამ ბევრი რამ უნდა თქვას...

Sportall.Ge

რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემურ პოზიციას, მინდვრის ცენტრს, ერთხელაც დავრწმუნდით, რომ ნიკა კვეკვესკირი პასების სიზუსტით (85% ჰქონდა) გამორჩეულია. ყოველივე ეს მეორე გოლის ეპიზოდშიც იოლად შესამჩნევი იყო - შეტევა გენიალურად გააგრძელა! ვაკო გვილია კი, ტრადიციულად, მოტივირებული ჩანდა. რა თქმა უნდა, მეტი სისწრაფე და მწვავე გადაცემაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც პირველ ტაიმში საკმაოდ იყო, თუმცა საყრდენი ზონა გაცილებით პროდუქტიულად გამოიყურებოდა, ვიდრე უკანასკნელ შეხვედრებში გვინახავს.

კიდევ რა მოგვცა ამ დაპირისპირებამ? - საქართველოს ნაკრების თავკაცმა გამოკვეთა ბირთვი, რაც მუდმივ ექსპერიმენტებს უნდა გამორიცხავდეს. წინა შეხვედრიდან გამომდინარე, თითქოს გიორბელიძეს სასტარტოში არ უნდა ეთამაშა, თუმცა სანიოლი მას მაინც ენდო და გურამმა სრულად გაამართლა. ის, რაც კოსოვოსთან მარცხის შემდეგ, ესპანელთა წინააღმდეგ მოხდა (ერთბაშად ამდენი ცვლილება), მაინც აუხსნელი იყო. გუნდისთვის ოქრიაშვილის მნიშვნელობაც გამოიკვეთა, რაც მაშინაც აღვნიშნეთ, როცა თორნიკე განაცხადს მიღმა დარჩა. 

Sportall.Ge

ახლა მთავარია, ისევ "კარის გაჯახუნების" ეფექტი არ შეგვრჩეს, თორემ შესარჩევი ეტაპის ბოლოსკენ კოსოვოზე დიდი ნაკრებებიც (იტალია, შოტლანდია) შეგვიჩერებია. თამაშის ხარისხი თვითკმაყოფილების უფლებას არ გვაძლევს. მთავარია, ეს მუხტი შევინარჩუნოთ და მთავარ მწვრთნელს ყველა პრესკონფერენციაზე მონდომებაზე საუბარი არ სჭირდებოდეს. რესურსი კიდევ უფრო მეტია. მხოლოდ ის რად ღირს, გუშინდელ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელია ოპტიმალური ფორმისგან ბევრად შორს რომ იყო.

altრევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

alt"დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ..." - სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია




მკითხველის კომენტარები / 28 /
ძალიან ძალიან არ მინდა, რომ კვარაცხელია გახდეს მომდევნო ჭანტურია, ყენია და ბევრი სხვა რომლებმაც ერთი გაიფაფხურეს და მორჩა. სამწუხაროდ კვარაცხელიას აშკარად ეტყობა უდისციპილინობა, მოუმზადებლობა. როგოც ჩანს საკმაოდ სუსტია ფსიქოლოგიურად, აშკარად გამოიკვეთა რომ არ აქვს მდგრადი და მებრძოლი ხასიათი. ნეტა ვცდეობოდე პირველ რიგში მისთვის მინდა კარგი თუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდა დაივიწყოს უნდა ყველაფერი და კონცენტრირდეს ვარჯიშზე. და ბოლოს თმა და წვერი გასაპარსი აქვს, მაგან იმ დღეს რამდენჯერაც თმა გაისწორა მაგ ენერგიით 2-3 დრიბლინგს მაინც გააკეთებდა
მამუკა
14 ოქტომბერი 2021 16:33
1
ბოლო 15 წუთი კიდე ვაჯობეთ იმიტომ, რომ დავითაშვილი იყო კარგი არაფერი ტაქტიკა და მაქტიკა მანდ არ იყო. ანუ მოკლედ ცენტრში არ გვყავდა აბურჯანია და ბოლო წუთებში გვყავდა დავითაშვილი ესაა და ეს. სხვა ყველაფერი ისევ იგივე ნაგავი იყო. ეს არ იყო არანაირი გუნდი და არანაირი შესაქები თამაში
sul2
14 ოქტომბერი 2021 04:59
6
მოდი რა მარტივად ვთქვათ! აბურჯანია არ იყო ცენტრში და ეს იყო ერთადერთი უკეთესობა რაც ნაკრებს ჰქონდა წინა შეხვედრებიდან განსხვავებით. სხვა ყველაფერი იგივე. მარტო აბურჯანიას შეცვლა (ისიც იძულებითი) არაა საკმარისი, მეტი უნდა იფიქროს მწვრთნელმა, ყაზაიშვილის არ გამოყენება იქნება? ცენტრში ვითხოვ ყაზაიშვილს გვილიას პოზიციაზე რომ ვაკო მდგარიყო ბევრად კარგი ამბავი იქნებოდა. დაცვის ცენტრი არაა დამაჯერებელი, ველოდები ჯიმი ტაბიძეს.
sul2
14 ოქტომბერი 2021 04:54
7
არ ვიცი რას ფიქრობთ მაგრამ ჩემთვის პირადად კვეკვესკირი არის ქართველების პირლო მე ყოველთვის ვფიქრობდი რომ კვეკვესკირის პასები და მისი განაწილელები და მოედნის ხედვა აიიი როგორ თქვა ეს ბიჭი იწყებს შეტევას რაა სწორი იქნება ასე თქმა ალბათ მე წინაზე და ამის წინაზეც გავლანძღე და არც დამიშურებია კრიტიკის სიტყვები ნაკრებითვის მაკედონიასთან თამაშიდან მოყოლებული და ბათუმში საბერძნეთთან წაგების მერე არ ვუყურებ თამაშს მეთქი და არც მიყურებია და მიმოხილვის პონტში რო ვნახე ანუ კვეკვესკირი და მის ნაირი ფეხბურთელი აუუუცილებელია ჯაბასაც და სხევბაც დიდი პატივის ცემა მაგრამ კვეკვესკირი სხვა თემა რაა პასი აქ იმენნნა ასვავს ფეხზე და სწორად ხსნის თავისიანს მოედანზე სულ ამას ვფიქრობდი რო ეს რო ვეღარ შეძლებს თამაშს ვინ ჩაანაცვლებს მაას აშკარააა რომ როცა ეს ბიჭი მოედანზეა დირიჟორის ფუნქციას ასრულებს და ფაქტია შეტევები მისი ჭკვიანური და უზუსტესი ლამაზი პასებით იწყება და ვბრაზობდი კიდეც ჩემთვის რატო არ ათამაშებდა ამ კაცს სანიოლი.
T.q
14 ოქტომბერი 2021 02:07
1
მოგება ვის არ უხარია, მაგრამ მთელი 65 წუთი მაგრად შეგვჯორეს და გვჯობნიდნენ, ნუ დაცვამ ითამაშა ძალიან საიმედოდ, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ იქნება და ოდნავ მაღალი დონის გუნდი ასეთ უპირატესობას გამოიყენებს. ასეთ დროა მეტი მწვავე კონტრია საჭირო, ბურთის დაჭერაც და თამაშის საჯარიმოდან მოშორებით გადატანა და ეს ძალია დასახვეწია. თუმცა ამდენი უიღბლობის მერე გამარჯვება მაინც სასიამოვნოა და იმ 65 წუთიანი შტურმის მერე ბიჭებს ძალა რომ შერჩათ თამაშის ბოლომდე და მანდ ვაჯობეთ, ეგ საერთოდ სასწაული.
QT
13 ოქტომბერი 2021 22:11
0
შედეგით ხართ კმაყოფილები და კოდოვოსთან ასე რომ ითამაშებ ესარის მონდომება მაშინ რატომ გავაკრიტიკეთ წინა თამაშებში რომ წააგეს მაგიტომ?!... რავი ვისაც ფეხბურთი ესმის კოსოვოსთან ასეთი თამაშით პრეტენზია არ უნდა გვქონდეს ...
ემიგრანტი
13 ოქტომბერი 2021 20:29
0
ეს თამაში ბიჭებმა დაწყებამდე მოუგეს კოსოვოს რაცარუნდა ბანლურად ჟღერდეს. ვგულისხმობ ჰიმნს, როგორც იმღერეს ისე ითმაშეს შეცდომებით მაგრმ გულით ჯიგრით.ეგ გვინდოდა თორე ჯერ რო ევროპის გუნდებს ადვილად ვერ დავამარცხებთ ვიცით.
მოსეხონლი
13 ოქტომბერი 2021 20:04
3
გეთანხმები მეგობარო. წლებია ვადევნებ ჩვენი ნაკრების თითოეულ მატჩსს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჰიმნის ასეთი შესრულება არ მახსენდება... ეს შემართება, ეს სისხლი და ეს ჯიგარი გვაკლდა ხშირად, თორემ დარწმუნებული ვარ უკეთესი შედეგი გვექნებოდა ყოველთვის
ირაკლი
13 ოქტომბერი 2021 21:10
0
სხვა ტაქტიკით და სტრატეგიით ითამაშეს, ცხადაძის ტაქტიკას გავდა.
შაკო
13 ოქტომბერი 2021 16:55
17
მოვიგეთ და ჯობია შევირგით!!
Vasili
13 ოქტომბერი 2021 16:41
6
კოსოვოს გამარჯვება გამოვტყუეთ და ისე აღვნიშნავთ, თითქოს ხორვატია დავამარცხეთ ან რამე ძლიერი გუნდი. იგივე შეცდომას ვუშვებთ. 'თურმე მეტი შეგვძლებია' კი არა, სანამ 10 წელიწადში ერთხელ გამარჯვების ნაცვლად 5 თამაშიდან 2-ს მაინც არ გაიმარჯვებენ - მანამდე ამათი გინება არ უნდა შეწყვიტოს კაცმა!
rasa
13 ოქტომბერი 2021 16:17
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული