საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
Fifa-ს განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 3 პოზიციით დაწინაურდა და 93-ე ადგილს იკავებს.

"ჯვაროსნებზე" ერთი საფეხურით წინ ლიბანია. აქვეა სომხეთის ნაკრებიც, რომელიც 89-ე ადგილს იკავებს. საქართველოს შემდეგ რეიტინგში ლუქსემბურგისა და ბელარუსის ნაკრებები არიან.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთთან (0:2) დამარცხდა, ხოლო კოსოვოს ნაკრებთან (2:1) გაიმარჯვა.

Fifa-ს რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს, "ერთა ლიგაზე" გამარჯვების შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრებმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1. ბელგია;

2. ბრაზილია;

3. საფრანგეთი;

4. იტალია;

5. ინგლისი;

6. არგენტინა;

7. ესპანეთი;

8.
პორტუგალია;

9. მექსიკა;

10. დანია

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში, 11 ნოემბერს, შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც რეიტინგში მე-17 პოზიციაზეა, 15 ნოემბერს კი - ამხანაგურ მატჩში, უზბეკეთს დაუპირისპირდება, რომელიც 84-ე პოზიციას იკავებს.

altმეტი გვსურდა, მაგრამ სანიოლმა დიდი სამუშაო გასწია - ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან

altსაქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს აზიურ ნაკრებთან გამართავს





მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუ გეშინიათ, ლიბანსაც გადავასწრებთ და ვინ იცის, სომხებსაც კი ვუწიოთ....
მეტი პოზიტივი ერო
21 ოქტომბერი 2021 15:45
1
მაგარიუაზრობაა ეს რეიტინგი იტალიამ ევროპა მოიგო არგენტინამ კოპა ამერიკა ერთა ლიგა ესპანეთმა და ბელგიაა პი რველზეეე:)))
მოსეხონლი
21 ოქტომბერი 2021 14:51
4
ხო, ჯობია მაგით დავიმშვიდოთ თავი, რომ ეს რეიტინგი უაზრობაა, თორემ ოცეულში როგორ არ უნდა შევდიოდეთ?!
ზურა ჩახრუხაძე
22 ოქტომბერი 2021 01:43
1
მესებს დავბადავ!!!
ანტონელა რაკუცო(მესის ცოლი)
21 ოქტომბერი 2021 14:34
3
კაიფობ რა ქვევით ვიყავით რო კოსოვოსთან 2:1 მოგებაც კი რეიტინგში გვაწინაურებს :D :D
პელე
21 ოქტომბერი 2021 13:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული